დიდი ასაკობრივი სხვაობა: განქორწინება მსურს, რათა პენსიაზე გასული ქმარი სარჩენი არ გამიხდეს.

0
84

მეუღლე ჩემზე 18 წლით უფროსია. როცა გურამს ცოლად მივყვებოდი, მაშინ ის საქმროდ არც ისე ცუდ კანდიდატად მეჩვენებოდა: იგი სოლიდურად გამოიყურებოდა, დიდ ყურადღებას და მზრუნველობას იჩენდა ჩემს მიმართ, ასევე საკმაოდ შეგნებულად საუბრობდა. ახლა მე 43 წლის წლის ვარ, გურამი კი – სამოცდა ერთის. თავს ახალგაზრდა ქალად ვთვლი, ერთი ღერი ჭაღარაც კი არ მაქვს, მოხდენილი ფიგურითაც შემიძლია დავიკვეხნო, მიზიდავს ახალი გატაცებები. ქმართან სექსის სურვილი სრულად გმაიქრა, ის ფიზიკურად აღარ მიზიდავს. შესანიშნავად ვხვდები, რომ გურამი განქორწინებას მარტივად არ დასთანხმდება და მან უკიდურეს ზომებსაც შეიძლება მიმართოს. უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებები მაქვს შესატანი. მოთმინების ფიალა ამევსო გურამის მიერ ახლახანს წარმოთქმული სიტყვების შემდეგ. მეუღლე გამომიტყდა, რომ საპნესიო ასაკის დადგომას ელოდება, რის შემდეგაც ის მე უნდა ვარჩინო.

ამჟამად ჩემს ქმარზე ნაკლები ხელფასი მაქვს, თუმც დამატებითი შემოსავალიც გამაჩნია, რომლის შესახებაც გურამმა არ იცის. იმ ფულს წლების განმავლობაში ვუყრი თავს. რთულ ფინანსურ სიტუაციებში ხშირად დამჭირვებია დანაზოგიდან თანხის მოკლება, თუმცა ქმარი საქმის კურსში არასოდეს ჩამიყენებია.

მას შემდეგ, რაც გურამის სამომავლო გეგმები შევიტყვე, მას მკაფიოდ ავუხსენი, რომ მას პენსიის იმ თანხით მოუწევდა საკუთარი თავის რჩენა, რომელიც კომუნალური ხარჯების დაფარვის შემდეგ დარჩებოდა. გურამი აღარ მიყვარს, მის მიმართ პატივისცემის გრძნობაც გამიქრა.

ერთ ოჯახურ წყვილს ვიცნობთ, მეუღლეებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. ცოლს მუდმივი სექსუალური პარტნიორი ჰყავს, ხანში შესული ქმარიც ხვდება, რომ მეორე ნახევარი ღალატობს. მათ სამი შვილი ჰყავთ, კახა მზურნველი მამაა და მას ფინანსურადაც არ უჭირს. მოკლედ, მათ ოჯახში სხვაგვარი სიტუაციაა. სალიმ მეც მირჩია საყვარლის გაჩენა, ასეთ შემთხვევაში გურამის მიმართ ნაკლებად გამოვხატავდი გაღიზიანებას და ჩვენი ოჯახური მდგომარეობაც დალაგდებოდა. რასაკვირველია, ამას არ ვიკადრებ, ქმრისთვის ცხოვრებაში არასოდეს მიღალატია.