
მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა მომავალ წელს?
განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი ფიქრებისგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).
მაშ ასე, დავიწყოთ. თავიდან ცოტაოდენი რამ თქვენზე, თქვენს პიროვნებაზე. თქვენს დასახასიათებლად ამოვიდა იმპერატრიცა. ეს არკანი გვიჩვენებს თქვენს ქალურ არსს. თქვენ ხართ ღირსეული ქალი, რომელსაც სურს ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზება.
და, უმეტესწილად, ოჯახში, დედობაში. ამაზე საუბრობს თასების ათიანი იმპერატრიცასთან ერთად. ეს გვიჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას ოჯახის შექმნის, მუდმივი ურთიერთობების, შვილების გაჩენისადმი (თუ ეს თქვენთვის აქტუალურია).
კარტი “ჩამოკიდებული კაცი” გვიჩვენებს, რომ ჯერ ასე არ არის, ჯერჯერობით ეს თქვენთან არ მოსულა. შესაძლოა, ადრე იმყოფებოდით ქორწინებაში, მაგრამ ახლა ამ მხრივ სიმშვიდეა. და თქვენ, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში თავს კომფორტულად არ გრძნობთ.
ისეთი განცდაა, რომ თითქოს გარემოებების მსხვერპლი გახდით, ან არასწორი გზა აირჩიეთ ცხოვრებაში, ურთიერთობა რაღაცის გამო გაწირეთ, რაც ახლა თქვენთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანია.
რას გვეტყვის კარტი მამაკაცის შესახებ? საკმაოდ წინააღმდეგობრივი ადამიანია, ერთის მხრივ – კომუნიკაბელური და საინტერესოა, მეორეს მხრივ – პირადი ურჩევნია თავისთვის შეინახოს, ყველაზე ახლობელ ადამიანებთანაც კი არ არის ყოველთვის გულწრფელი.
ზოგადად, არის ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით არ არის ის, რაც სინამდვილეშია. მამაკაცი ძალიან ამბიციურია, წარმატების მიღწევის დიდი სურვილი აქვს, იცის სად მიდის და რისკენ მიდის. ყველაფერი უნდა და თან ერთბაშად.
ძალიან ინტუიციური და ემპათიურია, კარგად გრძნობს სხვა ადამიანების განწყობას, ღია წიგნივით კითხულობს მათ. მას სჭირდება საკმაოდ ცოტა კომუნიკაცია ადამიანთან, რათა გაიგოს, თუ რას წარმოადგენს ის სინამდვილეში.
რას გრძნობთ ერთმანეთის მიმართ? ვერ ვიტყვი, რომ არსებობს სიყვარული და მსუბუქი რომანტიკული სასიამოვნო ემოციები. თქვენ ამ მამაკაცს აკვირდებით, თითქოს ინფორმაციას აგროვებთ მის შესახებ, ცდილობთ გაიგოთ, როგორია სინამდვილეში. საკმაოდ დაძაბული ხართ.
მამაკაცი საკმაოდ პოზიტიურად არის განწყობილი თქვენ მიმართ, უყვარს თქვენთან ურთიერთობა, სამომავლო გეგმებსაც კი აწყობს. ნებისმიერ შემთხვევაში, გეგმავს თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებას, რადგან საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს თქვენს საზოგადოებაში. მაგრამ აქ სიყვარულზე საუბარი არ არის.
რა არის თქვენს შორის? კარტი ამბობს, რომ დიდი ხანი არ არის, რაც ერთმანეთს იცნობთ. ეს აშკარად არ არის გრძელი ისტორია. მიუხედავად ამისა, თქვენ მზად ხართ სტაბილური ურთიერთობისთვის, შესაძლოა ფიქრობთ დაახლოებაზე, მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ გეგმებია.
მამაკაციც არ აჩქარებს მოვლენებს. მას სურს, რომ თქვენ შორის ყველაფერი თავის რიგით გაგრძელდეს. თქვენ კი უკვე დაიღალე იმით, რომ ყველაფერი ასე ნელა ვითარდება.
როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა მომავალ წელს? ძალიან კარგი კარტია. სავარაუდოდ, წლის შუა პერიოდში, ნამდვილად მიიღება გადაწყვეტილება ერთად ცხოვრების შესახებ, ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანის შესახებ, მუდმივობისკენ სწრაფვის შესახებ.
მიხვდებით, რომ ეს “თქვენი” ადამიანია, რომ მას ტყუილად არ შეხვდით. ერთად თავს კომფორტულად იგრძნობთ, სიამოვნებას მიიღებთ, დატკბებით ამ ურთიერთობით და თქვენს შორის კომფორტული ატმოსფერო შეიქმნება.
პენტაკლების ათიანის მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბოლოოდ თქვენი ურთიერთობა ოჯახურ ფორმატში გადაიზრდება. უფრო მეტიც, ეს ოჯახი წარმატებული იქნება როგორც ემოციების მხრივ, ასევე ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებით და მატერიალური თვალსაზრისითაც.