ახლა ჩემი სათვალე ყოველთვის სუფთაა და ლაქების გარეშე. ამაში მარტივი ხრიკები მეხმარება

0
163

დღესდღეობით, დედამიწის თითქმის ყოველი მესამე მცხოვრები ამა თუ იმ მიზეზით სათვალეს ატარებს. ვიღაც მათ მხედველობის გაუარესების გამო იძენს, ვიღაც კი – იმიჯის გამო. ასეა თუ ისე, ყველა “სათვალიანი” ერთსა და იმავე პრობლემას აწყდება – ლინზების დაორთქვლას. ამის გამო მეც ვწვალობდი, სანამ საიდუმლოს არ გავიგებდი. Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – რამდენიმე ხრიკს გაგიზიარებთ.

ჩავატაროთ ტესტი. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება:

  • სათვალე – 4 ცალი;
  • კბილის პასტა;
  • ბამბის ჩხირები;
  • გლიცერინი;
  • მყარი საპონი;
  • თხევადი საპონი;
  • ხელსახოცები.

დავიწყოთ ტესტირება!

დღეს ჩვენ გადავამოწმებთ 4 განსხვავებულ მეთოდს ისეთი უსიამოვნო მოვლენის წინააღმდეგ, როგორიცაა “დაორთქლილი სათვალეები“.

პირველი მეთოდი – კბილის პასტა

ვიღებთ სათვალეს, რომელიც აღვნიშნე ნომრით – 1.ლინზებზე ვუსვამთ ჩვეულებრივ კბილის პასტას.ლინზების ზედაპირზე ვანაწილებთ თითით, ან ბამბის ჩხირით.ვაჩერებთ დაახლოებით 1 საათს. ამ დროის განმავლობაში, პასტა შეიწოვება და დაიწყებს მოქმედებას.ამ დროის გასვლის შემდეგ ლინზები ცხვირსახოცით გაწმინდეთ. დასველება საჭირო არ არის.პასტა ძალიან ძნელად იშლება. ისეთი განცდაც კი არის, რომ თითქოს გაწმენდის დროს ლინზები იჩხაპნება. ახლა სათვალე ასე გამოიყურება.

მეორე მეთოდი – მყარი საპონი

ვიღებ სათვალეს, რომელსაც აწერია ნომერი – 2.ავიღოთ ჩვეულებრივი მყარი საპნის ნარჩენი. ნაჭერი შეიძლება იყოს აბსოლუტურად ნებისმიერი.ვუსვამთ ლინზებს გრძივი ან წრიული მოძრაობებით.წასმის შემდეგ, მაშინვე ვიღებთ რბილ ქსოვილს და ვიწყებთ წმენდას.შედეგი თითქოს ცუდი არ არის. ლინზები გამჭვირვალეა, ლაქების გარეშე.

მესამე მეთოდი – გლიცერინი

ახლა კი იმ სათვალის ჯერია, რომელსაც აწერია ნომერი – 3.ამჯერად, სათვალეს გლიცერინს წავუსვამთ, ჩვეულებრივს, რომელიც აფთიაქებში იყიდება.დაასველეთ ბამბის ჩხირი გლიცერინში და წაუსვით ლინზებს.გააჩერეთ 50-60 წუთით. ამ დროის განმავლობაში, გლიცერინის ნაწილი გარკვეულწილად აორთქლდება და გაშრება.ერთი საათის შემდეგ, ვიწყებთ შუშის გაპრიალებას.ლაქები არ დარჩენილა. სათვალე კარგად გამოიყურება. შედეგი გვახარებს.

მეოთხე მეთოდი – თხევადი საპონი

ვიღებთ ბოლო, მეოთხე სათვალეს.ვუსვამთ ლინზებს თხევადი საპნის ფაქტიურად თითო წვეთს. ვწმენდთ.ვაჩერებთ, ზუსტად 1 საათის განმავლობაში.დროის ამოწურვის შემდეგ სათვალეს ვაპრიალებთ. დასველება საჭირო არ არის.შესანიშნავია. სათვალე ლაქებისა და ზოლების გარეშეა – შუშები გამჭვირვალეა. ძალიან კარგია.ახლა კი მოდით მოვაწყოთ სათვალეების ტესტირება ორთქლზე.ჭიქაში ჩაასხით მდუღარე წყალი და მონაცვლეობით მიიტანეთ სათვალეები ჭიქასთან, შიგნითა მხრიდან.

სათვალე №1: ერთი ლინზა დაიორთქლა. ალბათ ჩემი ბრალია – ცუდად დავამუშავე.

სათვალე №2: მომწონს. დაიორთქლა, მაგრამ ოდნავ.

სათვალე №3: ყველაფერი კარგადაა. ლინზები არ დაორთქლილა.

სათვალე №4: ლინზები სრულ წესრიგშია. საერთოდ არ არის დაორთქლილი.

დასკვნა

საპნით და კბილის პასტით დამუშავება ლინზებს ოდნავ აზიანებს. მესამე და მეოთხე მეთოდები – ყველაზე პრაქტიკული და მოსახერხებელია.