შვილმა გადაწყვიტა, რომ მეუღლესთან ერთად ჩვენთან იცხოვროს, მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ

0
53

Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.

ცოტა ხნის წინ ჩემმა შვილმა სურვილი გამოთქვა, რომ მეუღლესთან ერთად ჩვენს ბინაში სურდა ცხოვრება. თათას ის ჯერ კიდევ სკოლის დროიდან ხვდებოდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ახლა კი ყველაფერი ჩვეული სცენარის მიხედვითაა – ბავშვები უნივერსიტეტში სწავლობენ, მაგრამ მათ გადაწყვიტეს ხელი მოეწერათ, რადგან თათა ორსულადაა. რას ფიქრობდნენ, როდესაც შვილის გაჩენა დააპირეს, უცნობია.

სამუშაო არ არის (შვილს ჩვენ ვინახავთ). ბინა არ აქვთ, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ. თათას მშობლებს სმა უყვართ, გოგონა მიმტანად მუშაობს, საკუთარი თავის გამოსაკვებად. მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ და კარგ ფულს გამოვიმუშავებთ. გვაქვს სამოთახიანი ბინა. ახლა შოკირებული ვარ ახალი ამბებით და იმით, თუ წინ რა მელოდება.

ისევე როგორც ყველა დედა, მეც სულ სხვა რამეზე ვოცნებობდი. რა თქმა უნდა, მინდოდა, რომ ჩემი შვილი დამოუკიდებელი გამხდარიყო, ემუშავა, ბინა აეღო იპოთეკით და მხოლოდ ამის შემდეგ ეფიქრა ოჯახზე. ახლა ვერც შვილს და ვერც ცოლს კარგს ვერაფერს მისცემს. ჩემს შვილს კარგად ვიცნობ და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის ჯერ კიდევ არ არის მომწიფებული ზრდასრული ცხოვრებისთვის, სადაც პასუხისმგებლობა უნდა აიღო არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ შვილზეც და ცოლზეც.

ყველაზე უსიამოვნო არის ის, რომ მათ ხელი მოაწერეს და ჩვენ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გავიგეთ ამის შესახებ. მეგობრებთან ერთად აღნიშნეს საერთო საცხოვრებელში. არავითარი სერიოზულობა იმაშიც კი არ არის, რომ დაქორწინდნენ. ყველგან ყველაფერი ძალიან მარტივი და ზედაპირულია.

ჩემი ქმარი ძალიან მშვიდი და წყნარია, ზედმეტ სიტყვას არ იტყვის. ის დუმს და არაფერს ამბობს ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. გამოდის, რომ ყველა გადაწყვეტილება მე უნდა მივიღო.

ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ მათ ჩვენთან მოუწევთ ცხოვრება, რადგან მისი თათა ორსულად იყო. მან თქვა, რომ უკვე ეძებს სამსახურს, რათა თავისი ოჯახი არჩინოს. რადგან ფინანსებთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, ბინის დაქირავებას ჯერ ვერ შეძლებენ. ბავშვებს ქუჩაში ხომ არ გავყრი, რა ვქნათ, ერთად ვიცხოვრებთ. ზუსტად ასე ვიფიქრე იმ მომენტში.

თათას დაუსწრებლად ვიცნობდი. მართალია დიდი ხანია ჩემს ნიკას ხვდებოდა, მაგრამ ჩვენთან სახლში ის იშვიათად მოდიოდა. გოგონა მოკრძალებული, მშვიდი და წყნარი იყო. როგორც ჩანს, ჩემმა ვაჟმა სწორედ ამის გამო გამონახა მასთან საერთო ენა. ჩემს შვილს ჩემი ხასიათი აქვს – მოჩხუბარი, ემოციონალური და ფეთქებადი.

ბავშვებისთვის საშუალო ოთახი გამოვყავით, რადგან საჭირო იყო საბავშვო საწოლის და კომოდის დადგმა. დავეხმარეთ ოთახის მოწყობაში. შვილმა ფული დაგვიბრუნა, როდესაც მუშაობა დაიწყო.

ფინანსური კუთხით არანაირი უთანხმოება და პრობლემა არ გვქონია. პროდუქტების საყიდელ ფულს ბავშვებიც გვაძლევდნენ. ხშირად ყიდულობდნენ რაღაცას სახლისთვის. თათა მიმტანად მუშაობდა, რათა ჩვეულებრივ გასულიყო დეკრეტულ შვებულებაში. შვილმა მტვირთავად დაიწყო მუშაობა ნახევარ განაკვეთზე.

გავიდა დრო. თათამ ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა, მე ბებია გავხდი. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ახალგაზრდებს ცალკე უნდა ეცხოვრათ. მე და ჩემი ქმარი მთელ ჩვენ თავისუფალ დროს შვილიშვილს და შვილებს ვუთმობდით. ასე არ უნდა ყოფილიყო.

მშვენივრად მესმის, რომ ჩემი შვილი და რძალი თავს კომფორტულად გრძნობენ, მე ვამზადებ, ვასუფთავებ, ჩემი მეუღლე ბავშვს უვლის ხშირად. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ჩვენი პირადი ცხოვრება. ჩვენ უკვე დაგვავიწყდა ბოლოს ფილმს როდის ვუყურეთ ერთად წამოწოლილებმა. ცოტა ხნის წინ იმაზე ვიცინოდით, რომ თითქოს ისევ ახალგაზრდა მდგომარეობაში აღმოვჩნდით, როდესაც ჩვენი შვილი დაიბადა.

ნიკას ძალიან აკურატულად ავუხსენი, რომ მათ ბინის მოძებნა სჭიდებოდათ, ვცდილობდი მისთვის არ მეწყენინებინა. შვილმა ნაწყენი სახით შემომხედა და მითხრა, რომ ფული მათ მხოლოდ ბინის დასაქირავებლად ეყოფათ. მე, რა თქმა უნდა, მესმის, რომ ის შესანიშნავ პირობებს არის მიჩვეული, მაგრამ ისევ ჩვენ რატომ უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში? ახალგაზრდები ჩვენც ვიყავით და კომუნალურ ბინებში ვცხოვრობდით, ამაში ცუდი არაფერი იყო. შვილებს ვზრდიდით და ვმუშაობდით. იმ დროს სიამოვნებით ვიხსენებთ.

შაბათს დილით, სანამ ბავშვებს ეძინათ, მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, რომ სერიოზულად დავლაპარაკებოდით. საუზმეზე კიდევ ერთხელ ვთქვი, რომ დროა ისინი გადავიდნენ და თუნდაც ერთი ოთახი იქირაონ. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება და მათ გაუჩნდებათ ფულადი სახსრები ნორმალური ბინის დასაქირავებლად. ბავშვებს ავუხსენი ჩვენი პირადი სივრცის და დასვენების შესახებ.

ველოდი, რომ მოგვისმენდნენ და გაგვიგებდნენ, მაგრამ ჩემმა შვილმა ძალიან მაწყენინა: “დედა, რა პირადი სივრცე, თქვენ უკვე პენსიონერები ხართ! ნუთუ შვილიშვილებზე არ ოცნებობ? შენ და მამა მეზობლებივით ცხოვრობთ. არა მგონია, რომ პირადი ცხოვრება გქონდეთ”.

ჩვენი წყნარი და მოკრძალებული მამა ფეხზე წამოდგა და მშვიდად თქვა: “მოშორდით ჩვენი სახლიდან“. რძალი სწრაფად წამოხტა და ნივთების შეგროვება დაიწყო. ისინი იმ დღესვე წავიდნენ.

ჩემს შვილს ფული გადავურიცხე, რათა სახლის ქირაობა შეძლებოდა. როგორც გაირკვა, ისინი საცხოვრებლად თათას მშობლებთან წავიდნენ, იმ მსმელ ამხანაგებთან. ამან დამამწუხრა. ამ მომენტისთვის ჩემს შვილთან ურთიერთობა გაფუჭებულია, თუმცა მივიღეთ ის, რაც გვინდოდა – მარტო დავრჩით ბინაში. საღამოს წყნარად ვივახშმეთ და ჩახუტებულები დავწექით სერიალის საყურებლად, სრულ მარტოობაში და სიჩუმეში. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ დაველაპარაკო ჩემს შვილს და გავაგებინო, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგაც კი აქვთ მშობლებს საკუთარი პირადი ცხოვრება და ჩვენ მეზობლებივით არ ვცხოვრობთ…