დედა და დედამთილ-მამამთილი მე და ჩემს ქმარს ბინების ჩუქებას დაგვპირდნენ, თუმცა ბოლოს ისინი სხვებს უანდერძეს. როგორ შევურიგდე ამ ფაქტს?

0
45

მე და ჩემს ქმარს მშობლებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. მათ ჩვენთვის ათასჯერ უთქვამთ, რომ მთელს თავიანთ მემკვიდრეობას თავის დროზე ჩვენ გვიანდერძებდნენ. უკვე თითქმის ათი წელია, რაც მე და ბესო შეუღლებულები ვართ. ამ დროის განმავლობაში ავტომობილიც შევიძინეთ, მსოფლიოც შემოვიარეთ, ბევრი ფული დავხარჯეთ ექსტრაკორპორალურ განაყოფიერებაში, რადგან დაორსულებას ვერ ვახერხებდი. ამასთან, უამრავი თანხა ჩავდეთ ჩვენი მშობლების სახლების გარემონტებაში.

10 წლის შემდგომ კი ასეთი სიტუციაა: დედასთან ნაჩხუბარი ვარ, მან სახლი და აგარაკი სხვა უანდერძა, მე მხოლოდ ბინის მცირე წილი დამიტოვა. რაც შეეხება ბესოს მშობლებს, მათ თავიანთი საცხოვრებელი ჩემი მულის სახელზე გააფორმეს. ახლა მე, ჩემი ქმარი და ჩვენი შვილი 30 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ბინაში ვცხოვრობთ. ამიერიდან თითოეულ თეთრს გავუფრთხილდები. ადრე მე და ბესო ჩვენს მშობლებს ფინანსურად ხშირად ვეხმარებოდით და ძვირფასი საჩუქრებით ვანებივრებდით, თუმცა მათ ამაგი არ დაგვიფასეს. მათზე ძალიან ნაწყენები ვართ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ ჩვენი გრძნობები ფეხქვეშ გათელეს.

შესანიშნავად ვხვდები, რომ დედაჩემთან ურთიერთობის დალაგება აღარ გამოვა. ის არაადაკევატურია და კონტაქტზე არ გამოდის. მე და ბესო გულდაწყვეტილები ვართ, რომ მშობლები ასე უმადურად მოგვექცნენ.