ყელზე მოდუნებული კანის დაჭიმვაში ხაჭო დაგეხმარებათ.

0
1330

ქალების უმეტესობას კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინაში ყელის და დეკოლტეს ზონა საერთოდ ავიწყდება. ამასთან სულ ტყუილად! პირველად ხომ დაბერებას ყელის კანი იწყებს.

მოშვებული კანი

კანის მოშვება და წვრილი ნაოჭების გაჩენა თავიდან რომ აიცილოთ, საკმარისია ცხიმიანი ხაჭოს მკვებავი ნიღბები კვირაში ერთხელ გაიკეთოთ. თუ უკვე არსებულ პრობლემებთან ბრძოლას აპირებთ, ნიღბები 10 დღიანი შუალედით მინიმუმ 3–ჯერ გამოიყენეთ.

ანტიასაკობრივი ნიღბების გამოყენებამდე კანი ჭუჭყისა და კრემის ნარჩენებისგან უნდა გაწმინდოთ. დეკოლტეს და ყელის ზონები შეგიძლიათ წინასწარ ნაზი სკრაბით ან პილინგით დაიმუშაოთ.

ნიღბის შერჩევისას აქცენტი შემადგენლობაზე გააკეთეთ: კომპონენტები ალერგიულ რეაქციას არ უნდა იწვევდეს. საშუალება ყელის და დეკოლტეს მთელ ზონაზე ტკაპუნა მოძრაობით წაისვით. 15-20 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ გაფილტრული წყლით მოიშორეთ.

Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ საუკეთესო ანტიასაკობრივ ნიღბებს მოშვებული ყელის და დეკოლტეს ზონისთვის.

1. ხაჭოს, კიტრის და არაჟნის ნიღაბი

საშუალო ზომის კიტრი წვრილ სახეხზე გახეხეთ. შემდეგ 1 ს/კ ცხიმიანი ხაჭო და არაჟანი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. ესეც ასე, მკვებავი ნიღაბი მზადაა!

2. ოხრახუშის და ხაჭოს ნიღაბი

პატარა კონა ოხრახუში დააბლენდერეთ. შემდეგ მიღებულ ფაფას 2 ს/კ ცხიმიანი ხაჭო დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ნიღაბი კანის პრობლემურ ნაწილებზე თამამად წაისვით. საშუალებას მათეთრებელი ეფექტიც აქვს.

3. ხაჭო–თაფლის ნიღაბი

პატარა თასში 1 ს/კ ცხიმიანი ხაჭო და ამავე რაოდენობის შემთბარი თაფლი დაუმატეთ. ინგრედიენტები კარგად აურიეთ.

შემდეგ ნარევს 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი (ზეითუნი, მზესუმზირა) და რამდენიმე წვეთი A ვიტამინი დაუმატეთ. შემდეგ კიდევ ერთხელ აურიეთ. მიღებული მასა შეგიძლიათ ყელის და დეკოლტეს სუფთა კანზე თამამად წაისვათ.

4. ხილი–ხაჭოს ნიღაბი

50 გრ ბანანი და ამავე რაოდენობის კივი დააბლენდერეთ. ხილის ნარევს 1 კოვზი ცხიმიანი ხაჭო დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. მზა ნარევი კანის პრობლემურ ნაწილებზე შეგიძლიათ წაისვათ.

5. ხაჭო–კვერცხის გულის ნიღაბი

პატარა თასში 1 ს/კ ხაჭო, 1 კვერცხის გული და 1 ჩ/კ თხევადი თაფლი აურიეთ. მზა ნარევი წინასწარ გაწმენდილ კანზე წაისვით.

თქვენ როგორ უვლით ყელის და დეკოლტეს ზონას? თქვენი სილამაზის საიდუმლო ხრიკები კომენტარებში აუცილებლად გაგვიზიარეთ!

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ