როგორ გავარჩიოთ, განქორწინება სჯობს თუ ჯერ კიდევ არსებობს ყველაფრის მოგვარების შანსი?

0
73

ქმართან 15-წლიანი თანაცხოვრების ისტორია მაკავშირებს, გვყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, ორივენი ვმუშაობთ და საშინლად ვიღლებით. ამას წინათ მეუღლემ გამომიცხადა, რომ სჯობს განვქორწინდეთ, რადგან ერთად თავს უბედურად ვგრძნობთ. ერთ დროს ვაჟას უსაზღვროდ ვუყვარდი. გათხოვებისას თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი სახით მონათესავე სული ვიპოვე. ვაჟასგან სითბოს ვგრძნობდი და ინტელექტუალური კუთხითაც ის ჩემთვის უაღრესად საინტერესო პიროვნება იყო. თავიდან მის მიმართ სიყვარულით არ ვიწვოდი, თუმცა თანდათან ეს გრძნობა ჩემში გაღვივდა.

პირველი შვილის გაჩენის შემდეგ სამსახურიდან გამათავისუფლეს. მალევე მეორე ბავშვიც შეგვეძინა. ვაჟას მუხლჩაუხრელად შრომობდა, რათა არაფერი მოგვკლებოდა. ცოტა ხანში 24-საათიანი ძიძა ავიყვანეთ. ამასობაში მე ახალ სამსახურს ვეძებდი. იმ პერიოდშ ქმრისგან მხარდაჭერას დიდად ვერ ვგრძნობდი, ის შინ გვიან ბრუნდებოდა ხოლმე და მუდამ გაღიზიანებული იყო. ვაჟას აზრით, ჩემს მოვალეობებს პირნათლად არ ვასრულებდი. წელიწადნახევრის შემდეგ მოვახერხე ნორმალური სამსახურის პობნა და, როგორც იქნა, წელში გავიმართე. რომელიღაც მომენტში ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, რომ ამჟამინდელი საქმიანობა მისთვის აუტანელი გახდა და მან თავისი სამეცნიერო კარიერით დაკავება გადაწყვიტა. საბოლოო ჯამში, ის ისეთ ადგილას დასაქმდა, სადაც წინ სამსახურთან შედარებით 35%-ით ნალებს უხდიან.

მოულოდნელად სანდრომ მომთხოვა, რომ ძიძა დამეთხოვებინა. მას ოჯახში უცხო ადამიანის ყოფნა ყელში ამოუვიდა. ახლა სახლის საქმეებიც მე დამაწვა მხრებზე. ამას წინათ მეუღლემ გამომიცხადა, თითქოს მისი საერთოდ არ მესმის და მას გამუდმებით დანაშაულის განცდას შთავუნერგავ ხოლმე. სანდროს თქმით, ერთად ორივენი უბედურები ვართ და ერთადერთი გამოსავალი განქორწინებაა. ეტყობა, რომ ქმარი ჩემს მიმართ წყენა და ბრაზი დაუგროვდა. ფსიქოლოგთან წასვლაზეც ვიფიქრე, თუმცა სანდრო კატეგორიულ უარზე დგას. როგორც ჩანს, მეუღლემ გადამიყვარა…