ფსიქოლოგიური ტესტი. რამდენად რეალისტი ხართ

0
105

Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებული ამ პიროვნების ტესტით გაიგებთ, როგორ აღიქვამთ ნივთებს და მიიღებთ მნიშვნელოვან რჩევებს ცხოვრებისთვის.

თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც საგნებს ფაქტებზე დაყრდნობით აღიქვამს, თუ პირიქით?

ამის გარკვევა მარტივია, უბრალოდ დახუჭეთ თვალები, დაითვალეთ 3-მდე და კარგად დააკვირდით ზემოთ მოცემულ სურათს. რა დაინახეთ პირველი?

1. ხეები და ფრინველები

თუ ხეები და ფრინველები დაინახეთ, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც რეალურად უყურებს საგნებს. ცხოვრებისადმი ასეთი მიდგომა გეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში.

ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული ხართ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ თქვენი სისუსტეების აღიარება.

საკუთარი სისუსტეების აღიარება არის თვითშეფასების ნაწილი, რომელიც უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკეთ შეძლოთ გადაწყვეტილებების მიღება.

თქვენ არ გიყვარს ღრუბლებში ფრენა და ფანტაზიები. თქვენთვის მთავარია ფაქტები, რომლებზე დაყრდნობითაც აღიქვამთ საგნებს, მოვლენებს და ადამიანებს.

თუმცა, ხანდახან, ცხოვრებისადმი ასეთი დამოკიდებულება ძალიან მოსაწყენია. გახსოვდეთ, ოცნება ზოგჯერ ძალიან სასარგებლოა. რადგან, ოცნებები დაგეხმარებათ უფრო მარტივად აიხდინოთ სურვილები, შეადგინოთ სამოქმედო გეგმა და დააბალანსოთ თქვენი ცხოვრება.

2. სახე

თუ პირველი გამოსახულება, რომელიც დაინახეთ არის სახე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც უყვარს ოცნება და საკუთარი ცხოვრების გამოცოცხლება.

ხანდახან შეიძლება რაღაცეები კონტროლიდან გამოვიდეს და თქვენს მოლოდინებს გადააჭარბოს. თქვენი წარმოსახვის უნარი ძალიან ძლიერია თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებთან შედარებით. ეს თქვენი პრივილეგიაა. ამბობენ, რომ ხანდახან მოვლენების გაზვიადება გიყვართ. ზოგჯერ ყველაფერი შორს არის რეალობისგან, ამიტომ ხშირად გრძნობთ იმედგაცრუებას. არ დაგავიწყდეთ, ხანდახან საჭიროა თქვენი იდეების რეალურ ფაქტებთან და მოვლენებთან შედარება და ბალანსის პოვნა. დადებითი არის ის, რომ თქვენ ცდილობთ სამყაროს სხვა კუთხით შეხედოთ და ეს საშუალებას გაძლევთ დაინახოთ პერსპექტივები და განსხვავებული თვალსაზრისი.

არ დაგავიწყდეთ ბალანსის დაცვა რეალობასა და ოცნებებს შორის.