
Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – გთავაზობთ ბიუჯეტურ სუპერ გამაახალგაზრდავებელ კრემს, რომლის შემადგენლობაშიც შედის ყველასათვის ხელმისაწვდომი სააფთიაქო საშუალებები. ამ კრემის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს პანთენოლის კრემი – ის ხელს უწყობს კანის აღდგენას, კურნავს დაზიანებებს, შესანიშნავად არბილებს და ატენიანებს კანს, ფაქტიურად, თან ჩააქვს ტენიანობა ჩვენს კანში.
პანთენოლი ძალიან სწრაფად შეიწოვება და კანში გადაიქცევა პანტოტენის მჟავად (ვიტამინ B5), რომელიც მონაწილეობს კანის უჯრედების რეგენერაციულ პროცესებში და აშორებს სხვადასხვა სახის ანთებას, ასევე ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. კოსმეტოლოგები პანთენოლს სილამაზის ელექსირს უწოდებენ.
ჩვენი სუპერ გამაახალგაზრდავებელი ნიღბის შემდეგი კომპონენტია ვიტამინი D3, დოზირებით არანაკლებ 1000 ერთეულისა. ეს ვიტამინი მონაწილეობს ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელს უწყობს კანის ელასტიურობის გაზრდას და ებრძვის კანის დაბერებას.
ჩვენი ჯადოსნური ნიღბის მესამე კომპონენტია – აევიტი – ახალგაზრდობისა და სილამაზის წყარო. ვიტამინების ეს კომპლექსი ხელს უწყობს ნაოჭების გასწორებას და ანელებს დაბერების პროცესს.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
1. პანთენოლის კრემი (თქვენს ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ საჭიროა სწორედ პანთენოლი – არ გამოიყენოთ სხვა ანალოგები, უბრალოდ ჩვეულებრივი, უბრალო პანთენოლის კრემი) – 3-4 ბარდის მარცვლისოდენა პორცია სახეზე წასასმელად. დაახლოებით, ამდენი:
2. ვიტამინი D3 – 1 კაფსულა.
3. ვიტამინი აევიტი – 1 კაფსულა.
კრემის მომზადების წესი:
- 1. შუშის ჭურჭელში მოათავსეთ პანთენოლის კრემი, საჭირო რაოდენობით.
- 2. აიღეთ ვიტამინი D3-ს კაფსულა, გახვრიტეთ ქინძისთავით ან კბილის ჩხირით და შიგთავსი პანთენოლზე გადმოწურეთ.
- 3. ასევე გახვრიტეთ აევიტის კაფსულა და შიგთავსი კრემზე გადმოწურეთ.
- 4. შეურიეთ კომპონენტები ერთმანეთს, ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.
თქვენი სუპერ გამაახალგაზრდავებელი კრემი მზად არის!
მიღებული კრემი წაისვით წინასწარ გასუფთავებულ სახის კანზე. ჩამობანა საჭირო არ არის. ამის გაკეთება უმჯობესია დღის მეორე ნახევარში, სამსახურის შემდეგ, როდესაც არსად წასვლა აღარ გიწევთ. გამოიყენეთ კრემი ყოველ დღე – ერთი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში და დაინახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი კანი – ნაოჭები გასწორდება, კანი გახდება მკვრივი, ელასტიური და დატენიანებული.
სასიამოვნო პროცედურებს გისურვებთ ყველას!