30 ფსიქოლოგიური ფაქტი თქვენი ქცევის შესახებ, რომელიც ხსნის, თუ რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ

0
132

Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ჩამოთვლილია უცნობი ფსიქოლოგიური ფაქტები ადამიანის ქცევის შესახებ. ფსიქოლოგიური ფაქტი გვეხმარება იმის ახსნაში, თუ რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ.

ხშირად გიჩნდებათ თუ არა კითხვა, რატომ აკეთებთ გარკვეულ რამეებს? რატომ გახასიათებთ ესა თუ ის საქციელი?

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ადამიანი “უნიკალურია”, გარკვეულ დონეზე ყველა ადამიანი ერთნაირად იქცევა.

აქ წარმოდგენილია 30 საინტერესო ფაქტი ფსიქოლოგიის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს და სხვებს:

1. ზოგიერთ ადამიანს რეალურად ეშინია იყოს ზედმეტად ბედნიერი იმის შიშით, რომ შემდეგ შეიძლება რაიმე ტრაგიკული მოხდეს.

2. ადამიანები მუდმივად ეძებენ ადამიანის სახეებს უსულო საგნებში. ამ შეგრძნებას “პარეიდოლიას” უწოდებენ და მეცნიერები თვლიან, რომ ის წარმოიშვა იმ მოსაზრებით, რომ სახის ამოცნობა სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს გულისხმობს იმას, თუ როგორ სურს თქვენს ტვინს სახის მოძებნა იქ, სადაც ის არ არის, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ აღიქვას რეალობა.

3. რაც უფრო მეტ ფულს ხარჯავთ სხვებზე, მით უფრო ბედნიერად გრძნობთ თავს.

4. ძალაუფლება ადამიანებს აიძულებს უფრო ნაკლებად იზრუნონ სხვებზე. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის გარდა, სხვა კვლევებმაც აჩვენა, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანები უარესად აფასებენ სხვების გრძნობებს. ეს გამოიხატება მათ სახეებზე რაიმე გამომეტყველებისა და ემოციების არარსებობით, რაც ემპათიის დაკარგვის მთავარი მაჩვენებელია.

5. ადამიანები, რომლებიც უფრო მეტ დროს ატარებენ მზეზე, უფრო ბედნიერები არიან .

6. ადამიანებს ურჩევნიათ შეცვალონ ფაქტები, ვიდრე შეცვალონ თავიანთი შეხედულებები ადამიანებზე. ეს არის „კოგნიტური დისონანსი“. ადამიანებს ეჯავრებათ, როდესაც რეალობა მათ რწმენას ეწინააღმდეგება. ეს ხსნის იმას, თუ რატომ ამართლებთ საყვარელი ადამიანის საქციელს ყოველ ჯერზე, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ის.

7. ადამიანები, რომლებიც ბევრს ჩხუბობენ, როგორც წესი, უფრო ლოიალურები, გულწრფელები და გულახდილები არიან მეგობრებთან.

8. ადამიანები ისე არიან მოწყობილი, რომ ყოველთვის ცდილობენ გაწეულ სამსახურზე პასუხის დაბრუნებას, როგორც წესი, ზუსტად იმავე სახით.

9. თუ თქვენი მიზნების შესახებ სხვებს მოუყვებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწევთ. კვლევა ადასტურებს, რომ თქვენ კარგავთ მოტივაციას.

10. “ნეგატივის მიკერძოება“: ადამიანის ტვინი აიძულებს მას უფრო ცუდი ამბის დამახსოვრებას, ვიდრე კარგისას. საჭიროა 5 დადებითი მომენტი, ერთი უარყოფითის გადაწონისთვის.

11. თქვენი სხეულის უჯრედები რეაგირებენ ყველაფერზე, რასაც თქვენი გონება ამბობს. ასე რომ, ნეგატივი აზიანებს თქვენს იმუნურ სისტემას და თქვენ თავს ცუდად გრძნობთ.

12. როცა წესი ზედმეტად მკაცრი გეჩვენებათ, კიდევ უფრო გინდებათ მისი დარღვევა.

13. მუსიკის ტიპი, რომელსაც უსმენთ, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამთ სამყაროს.

14. ადამიანების დაახლოებით 80% მუსიკას იყენებს, როგორც ცხოვრებაში ყველა ნეგატიურისგან თავის დაღწევის საშუალებას. მღერა ამცირებს დეპრესიასა და შფოთვას.

15. ერთ ადამიანზე უფრო მეტად ზრუნავთ, ვიდრე მასობრივ ტრაგედიებზე.

საინტერესო კვლევა პენსილვანიის უნივერსიტეტიდან. ამ კვლევისას ერთმა ჯგუფმა შეიტყო მშიერი პატარა გოგონას შესახებ, მეორე ჯგუფმა შეიტყო მილიონობით მშიერი ადამიანის შესახებ, ხოლო მესამე ჯგუფმა შეიტყო ორივე სიტუაციის შესახებ. შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც გაიგეს პატარა გოგონას შესახებ, ორჯერ მეტი შემოწირულობა გაიღეს, ვიდრე სტატისტიკის მოსმენისას.

16. თქვენი სიზმრების 70% შეიცავს საიდუმლო შეტყობინებებს. მათ მეტი წონა და მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე თქვენს ცნობიერ აზრებს.

17. ფულს მხოლოდ გარკვეულწილად შეუძლია ბედნიერების ყიდვა. გარკვეული თანხის შემდეგ, შემოსავლის გაზრდა წყვეტს ბედნიერების დონის ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ თანხა შეიძლება განსხვავდებოდეს, არსი იგივეა: მუდმივი სწრაფვა დიდი სიმდიდრისკენ ყოველთვის არ მოგიტანთ სარგებელს.

18. ადამიანს დაახლოებით 66 დღე სჭირდება იმისთვის, რომ რაიმე თავის ყოველდღიურ ჩვევად აქციოს.

19. თქვენ (უნებურად) გჯერათ იმის, რის დაჯერებაც გსურთ.

20. ჭკვიან ადამიანებს ჩვეულებრივ ადამიანზე ნაკლები მეგობრები ჰყავთ. რაც უფრო ჭკვიანია ადამიანი, მით უფრო არჩევს ის.

21. დანაშაულის ძლიერი გრძნობის მქონე ადამიანებს უკეთ ესმით სხვა ადამიანების აზრები და გრძნობები.

21. შიში შეიძლება იყოს სასიამოვნო, თუ სინამდვილეში საფრთხე არ გემუქრებათ. ამიტომ გიყვართ საშინელებათა ფილმები ან თავგადასავლები მოჩვენებებით. იმისდა მიუხედავად, რომ გეშინიათ, თქვენს ტვინს ესმის, რომ არაფერი გემუქრებათ და ბუნებრივ სიამოვნებას ღებულობს.

22. იუმორისტები და მხიარული ადამიანები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დეპრესიისკენ, ვიდრე სხვები.

23. 18-დან 33 წლამდე ადამიანები ყველაზე მეტად არიან მიდრეკილნი სტრესისკენ. 33 წლის შემდეგ სტრესის დონე იკლებს. მსოფლიოში დეპრესიით დაავადებულთა ყველაზე მაღალი პროცენტი 18-დან 33 წლამდე ასაკის ადამიანებზე მოდის.

24. ქალები, რომლებსაც ძირითადად მამაკაცი მეგობრები ჰყავთ, უფრო ხშირად არიან კარგ ხასიათზე.

25. შთაბეჭდილებებზე დახარჯული ფული, თქვენთვის ყოველთვის ძალიან ღირებული იქნება.

26. პოზიტიურ და ბედნიერ ადამიანებთან ურთიერთობა უფრო გაბედნიერებთ.

27. კვლევები აჩვენებს, რომ მოგზაურობა აუმჯობესებს ტვინის მოქმედებას და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და დეპრესიის ალბათობასაც კი.

28. საკუთარი თავის დარწმუნებით, რომ კარგად გამოიძინეთ, თქვენ ატყუებთ თქვენს ტვინს და აიძულებთ, რომ დაიჯეროს ეს.

29. ნარცისული პიროვნების აშლილობა გვხვდება მოსახლეობის დაახლოებით 6%-ში. ეს მდგომარეობა გამოხატავს თვითმნიშვნელოვნების მწვავე გრძნობას და ემპათიის გამოხატულ ნაკლებობას.

30. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყველა გააბედნიერონ, ხშირად თავს ყველაზე მარტოსულად გრძნობენ.