ტაროს გაშლა. რას ფიქრობს ის თქვენზე მთელი დღის მანძილზე? მისი გრძნობები თქვენს მიმართ დღეს

0
121

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: რას ფიქრობს ის თქვენზე მთელი დღის მანძილზე? მისი გრძნობები თქვენს მიმართ დღეს.

თქვენს ურთიერთობაში რაღაც ისეთი მოხდა, რამაც ძალიან გაწყენინათ. კარტი “შროშანი” ამბობს, რომ ან თქვენი ურთიერთობა ახლახან დაიწყო, ან ახლა ახალ ეტაპზე გადავიდა, ბოლოსდაბოლოს, რაღაც ნათელ ეტაპზე. თუმცა, აქვე არის ჯვარიც. ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ თქვენ ან წყენას ატარებთ თქვენს ახალგაზრდა მამაკაცზე, ან წარსული ურთიერთობების ტვირთს. არსებობს გარკვეული წყენები წარსული ურთიერთობებიდან და თქვენ ვერაფრით იშორებთ მათ. მამაკაცს ამოუვიდა კარტი “შედეგები”, ეს ამბობს, რომ ის, როგორღაც შეეხო თქვენს ამ ჯვარს, თქვენს ამ წყენას. შედეგად, მას ეს ყველაფერი უკან დაუბრუნდა.

კიდევ რას გვეტყვის კარტი?

მამაკაცს ესმის, რომ რაღაც დაუფიქრებლად თქვა ან გააკეთა. მას სურს ბოდიში მოგიხადოთ. ამოვიდა კარტი “შეტყობინება”, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის ან მოგწერთ რაიმე სახის შეტყობინებას, ან დაგირეკავთ, რომ ეს შეცდომა “ამოიღოს” თქვენი ურთიერთობიდან. რადგან, კარტ “წეროების” მიხედვით, მამაკაცს სურს ურთიერთობის შემდგომი გაგრძელება, ოჯახის შექმნა.

კარტი ამბობს, რომ დიდხანს არ იქნებით მასზე გაბრაზებული. განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ბოდიშს მოგიხდით. რადგან თქვენ გაქვთ კარგი ურთიერთობა, რომელიც განვითარებასა და ჰარმონიისკენ მიიწევს. თუმცა, კარტი “იმპერატრიცა” ამბობს, რომ ამ მამაკაცს ცოტას გააწვალებთ, რათა მომავალში ეს აღარ განმეორდეს.

რას ფიქრობს ის თქვენზე მთელი დღის მანძილზე?

მას ესმის, რომ ძალიან გაწყენინათ. ის თქვენზე არანაკლებ განიცდის იმის გამო, რაც გააკეთა ან თქვა. ამის გამო ის თავს ძალიან ცუდად გრძნობს. მუდმივად იხსენებს ამ სიტუაციას და ფიქრობს, თუ როგორ შეიძლებოდა ამის გაკეთება სხვანაირად. რა იქნებოდა “თუ”… მაგრამ, სიტუაცია უკვე მოხდა და ეს წარსულის “თუ” არანაირ შედეგს აღარ მოგიტანთ. საჭიროა მოქმედება – აი, რა გააცნობიერა მან.

მას სურს როგორმე შეცვალოს თქვენი ურთიერთობა სიმშვიდის, კომფორტის, ოჯახური კერის მიმართულებით.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ცხოვრობთ ამ მამაკაცთან ერთად, მაშინ კარტი “მთვარე” გვეუბნება, რომ მან შეიძლება შემოგთავაზოთ ერთად ცხოვრება. მას სურს, რომ საერთო სახლი გქონდეთ, რომ თქვენ ყოველთვის მის გვერდით იყოთ, სურს, რომ თქვენზე იზრუნოს.

მას სურს, რომ დაივიწყოთ ყველა წარსული წყენა, რომელიც მან მოგაყენათ წარსულ ურთიერთობაში. სურს, რომ თქვენი გული ისევ გამთლიანდეს. რომ ღია იყოთ სამყაროსთვის, მისთვის. სურს, რომ ბედნიერი იყოთ და ყოველდღე იღიმოდეთ. მას სურს დაგიჭიროთ თავის ქსელში და აღარასოდეს გაგიშვათ. კარტების მიხედვით ეს იქნება სიყვარულის, ზრუნვის და სინაზის ქსელი. ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბედნიერი იყოთ. სწორედ, ამას ფიქრობდა მამაკაცი დღეს თქვენზე.