მას ყოველდღიურად სვამთ: სასმელი, რომელიც იწვევს მუხლების ტკივილს.

0
82

ზოგიერთი პროდუქტი, რომელთაც ყოველდღიურად მოვიხმართ, ხელს უწყობს სასხსრების ანთებას და შეშუპებათა განვითარებას.

გარკვეულმა პროდუქტებმა და სასმელებმა, რაოდენ სასარგებლოს არ უნდა იყოს ისინი, შეიძლება მოახდინოს ორგანიზმის მუშაობის სხვადასხვა დარღვევათა პროვოცირება. ყველაზე ცხარე კამათი მიმდინარეობს რძის საკითხზე – მეცნიერთა ვარაუდით, ის იწვევს მუხლების ტკივილს. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ძროხის რძე იქნება, თუ თხის. ამის გამომწვევად არა ლაქტოზა, არამედ რძის ცილა – კაზეინი ითვლება. მისი სარგებლიაობია ეჭვქვეშ დააყენა კომპანია “The Gut CO”-ს დამფუძნებელმა. მან ართრიტით დაავადებულებს სთხოვა, რომ დროებით უარი ეთქვათ რძის პროდუქტები სმიღებაზე ან ჩანაცვლებინათ ისინი მცენარეული ვარიანტებით.

რძის გარდა კოზეინს აგრეთვე შეიცავს ყველი, ნაღები, ნაყინი. ეჭვქვეშაა ყველა პროდუქტი, რომელთა შემადგენლობაში ამა თუ იმ ხარისხით შედის ნატურალური რძე. მოგეხსენებათ, ადამიანთათვის, რომელთაც ართრიტი აწუხებთ, უმთავრესი ამოცანა ანთების წარმოქმნის ალბათობის მინიმუმამდე დაყვანაა.

მეცნიერები რისკ-ჯგუფში მყოფ ადამიანებს ურჩევენ, რომ მიმართონ “ელიმინაციურ” დიეტას – დროებით უარი თქვან განსაზღვრული პროდუქტების მიღებაზე, მოცემულ შემთხვევაში – რძეზე, გაკრვეული ხნის შემდგომ კი შეაფასონ შედეგი. ამის მერე მათ კვლავ უნდა ჩართონ თავიანთ რაციონში რძის შემცველი პროდუქტები და დააკვირდნენ ორგანიზმის რეაქციას. ამასთან ერთად აუცილებელია მეტი ოდენობით კალციუმის მიღება. შეგიძლიათ მიირთვათ: ფოთლოვანი მწვანილი, სოიო, ნუში, მცენარეული რძე.