რძის ცვილი – ახლა ჩემი საყვარელი მეთოდია, კანი ქათქათა და გლუვია

0
803

1 თვის წინ სტუმრად მეწვია ჩემი და, რომელიც უკვე წლებია სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ერთხელ დავინახე, თუ როგორ ამზადებდა ილონა რაღაც საშუალებას თასში.

მასში ბევრი რძე, ჟელატინი და კიდევ რამდენიმე კომპონენტი დაამატა. ვიფიქრე, რომ სახის ნიღაბს აკეთებდა. წარმოიდგინეთ, როგორი გაოცებული ვიყავი, როცა დამ ამ საშუალების წასმა ფეხზე დაიწყო. აღმოჩნდა, რომ ეს რძის ცვილია.

ის, თუ რა იყო რძის ცვილი და რისთვის იყენებდნენ, ადრე გაგონილიც არ მქონდა. მაშინ როცა ჩემი და უკვე 1 წელზე მეტია ამ საშუალებას იყენებს და ახლა მისი კანი უბრალოდ ქათქათა და ხავერდოვანია.

ილონას მიერ ნაჩვენები მეთოდი ბევრისთვის უცნობია, მაგრამ ეფექტი ნამდვილად შესანიშნავია. რძის ცვილი შეიცავს მხოლოდ ნატურალურ კომპონენტებს და მისი მომზადება მარტივია.

როგორ გავიკეთოთ ეპილაცია სახლის პირობებში

Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ და უმტკივნეულო მეთოდს, როგორ მოიშოროთ არასასურველი თმა და გაიღიავოთ კანი სახლის პირობებში მარტივად და სწრაფად.

რძის ცვილი

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ ჟელატინის ფხვნილი
  • 2 ს/კ რძე
  • 1 ს/კ კიტრის წვენი
  • ½ ჩ/კ საკვები სოდა

მომზადება:

  1. მოსახერხებელ თასში ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ. შემდეგ ნარევი 10 წუთით მიკროტალღურ ღუმელში შედგით.
  2. ფუნჯით საშუალება კანის აუცილებელ ნაწილებზე წაისვით და გასაშრობად გააჩერეთ.
  3. როგორც კი ცვილი გაშრება, ფრთხილად მოიშორეთ.
  4. პროცედურა თვეში 3–ჯერ გაიმეორეთ, რომ თმის ზრდა შეამციროთ და კანის ფერი გაიღიავოთ.

ცვილი უსაფრთხო საშუალებაა და შეგიძლიათ სხეულის ნებისმიერ ნაწილზე გამოიყენოთ.

ასევე Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ კიდევ ერთ კარგ რეცეპტს, რომელიც მოქმედებს როგორც ბუნებრივი მათეთრებელი და სხეულიდან არასასურველ თმას სწრაფად და მარტივად აშორებს. გარდა ამისა, ნარევი კანს შესანიშნავად წმენდს და მას გლუვს, შესაგრძნებად სასიამოვნოს და ჯანსაღს ხდის.

ლიმონი–შაქრის ცვილი

ინგრედიენტები:

  • 2 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 4 ს/კ წყალი

მომზადება:

  1. პატარა თასში წყალი ჩაასხით და შაქარი დაუმატეთ. მას შემდეგ, რაც შაქარი სრულად გადნება, ლიმონის წვენი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ.
  2. ნარევი თმის ზრდის მიმართულებით წაისვით და 15 წუთით გაშრობა აცადეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  3. პროცედურა კვირაში 3–ჯერ გაიმეორეთ და მნიშვნელოვან გაუმჯობესებას შენიშნავთ.

ეს რეცეპტები არის მათთვის, ვისაც სურს ჰქონდეს ლამაზი და ხავერდოვანი კანი ზედმეტი თმის გარეშე.

თუ არასასურველი თმის მოსაშორებლად ძვირადღირებულ პროცედურებზე ფულის დახარჯვა მოგბეზრდათ და ტკივილის განცდა არ გსურთ – ჯადოსნური რეცეპტები არასასურველ თმას უფრო უკეთ მოგაშორებთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა მეთოდი და ეს საერთოდ არაა მტკივნეული.

გარდა ამისა, რძის და ლიმონი–შაქრის ცვილების მოსამზადებლად მხოლოდ მარტივი ინგრედიენტები დაგჭირდებათ. შედეგის დანახვისთანავე თქვენი საყვარელი მეთოდები გახდება.

გვიამბეთ პატარა ხრიკების შესახებ, რომელთაც სილამაზის მხარდასაჭერად იყენებთ. არ დაგავიწყდეთ, სასარგებლო ხრიკები მეგობრებს გაუზიარეთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ