
მოცემულ სტატიაში გაიგებთ, თვალის დახამხამებაში როგორ დაიგრძელოთ წამწამები და გახადოთ ისინი ხშირი და ფუშფუშა.
გაიხსენეთ წამწამების ტუშის ტიპური რეკლამა. მთავარი გმირი – სცენარის მიხედვით, მომხიბვლელი ლამაზმიანია, ხოლო ნამდვილ ცხოვრებაში იგი ტოპ-მოდელია. წამწამების დატუშვის შემდეგ, მას ისინი ასჯერ უფრო გრძელი და ხშირი უხდება, თვალები კი – დიდი და მეტყველი. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ტუში არაა საკმარისი იმისათვის, რათა თქვენი წამწამები ისევე ეფექტურად გამოიყურებოდეს, როგორც ეს რეკლამაშია. მათი სილამაზე უმეტესწილად შეღებვის ტექნიკაზეა დამოკიდებული.
არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ზემოთ აპრეხილი წამწამები თვალებს ვიზუალურად ადიდებს, მზერას კი უფრო გამოხატულს ხდის. ასეთი ეფექტის მიღწევაში დაგეხმარებათ კერლერი. ამ ხელსაწყოს გამოყენება უმარტივესია: ფენით ოდნავ გაახურეთ ინსტრუმენტი, განათავსეთ იგი წამწამების ძირებთან და თანაბრად, მკვეთრი მოძრაობების გარეშე, კერლერის მონაცვლეობითი მოჭერითა და გახსნით თანდათან გადაადგილდით წამწამების ბოლოებისკენ.
ხშირი წარბების ეფექტის მისაღწევად ტუშის დატანამდე შეღებეთ წამწამთაშორისი კონტური. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სასურველია დატუშვამდე წამწამები ფუნჯით მოპუდროთ.
ტუშის დატანისას ეცადეთ, რომ ზიგზაგისებური მოძრაობებით წამწამები ძირებთან აპრიხოთ. თუკი ატყობთ, რომ მოცულობა არასაკმარისია, მაშინ შეღებეთ წამწამები ორჯერ ან სამჯერ. გახსოვდეთ, რომ მათი სილამაზე 50%-ით ტუშის ხარისხსა და თვისებებზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ქვედა წამწამებს, ისინი მსუბუქი მოძრაობებით ოდნავ დატუშეთ. არა სასურველი მათი დამძიმება, აუცილებელია მხოლოდ მათთვის საჭირო ფერის მინიჭება.