ერთთვიანი კვერცხის დიეტა.

0
73

ეს ვარიანტი იდეალურია იმათთვის, რომელთაც უნახშირწყლო დეიტის ეფექტურობის სჯერათ. ამერიკელი კვების სპეციალისტების მიერ შემუშავებული ერთთვიანი რაციონი სინამდვილეში მოიაზრებს ყოველდღიურად კვერცხის ჭამას მხოლოდ აღნიშნული ვადის ნახევარი პერიოდის განმავლობაში, დანარჩენი დრო შედეგის განმტკიცებას და მცირედით კმაყოფილების ჩვევის შემოწმებას ხმარდება.

ამ ერთ თვის განმავლობაში ადამიანის ორგანიზმის მეტაბოლიზმი სერიოზულ ცვლილებებს განიცდის: ცილის მომატებული მოხვედრის გამო სხეულს მოუწევს ცხიმოვანი ენერგეტიკული მარაგის დახარვა და ძალისხმევის გაწევა იმისათვის, რათა გადაამუშავოს და აითვისოს პროტეინის მაღალი დოზები. აქედან გამომდინარე, წონის ძირითადი დანაკრგი მოდის დიეტის პირველ ორ კვირაზე.

შედეგი: მინუს 25 კგ-მდე (საწყისი წონიდან გამომდინარე);

რეკომენდირებული სიხში: წელიწადში ერთხელ;

4-კვირიანი კვერცხის დიეტა არ მიესადაგებათ: მკაცს ვეგეტარიანელებს, ღვიძლის და თირკმელების დაავადების მქონეებს, ორსულებს და მეძუძურ დედებს, აგრეთვე ადამიანებს, რომელთაც აქვთ კვერცხზე და/ან ციტრუსებზე ალერგია.

კვეცხის დიეტა მოიაზრებს პრაქტიკულად მთლიანად უარის თქმას გარკვეული სახის მაკრონუტრიენტებზე – ანუ კვების ამგვარ გეგმას ჯანსაღს და დაბალანსირებულს ვერ ვუწოდებთ. ცილების სიჭარბემ და ნახშრირწყლების დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა პრობლემა, თავის ტკივილით დაწყებული, პირის ღრუში უსიამოვნო სუნით დამთავრებული.

პირველი კვირის თითოეული დღის საუზმე იდენტურია – თოხლოდ მოხარშული 2 ც. კვერცხი + 1/2 ფორთოხალი ან 2 ც. კვერცხი + 1/2 გრეიფრუტი.

ორშაბათი

სადილი: ერთი სახის ხილი ნეისმიერი ოდენობით.

ვახშამი: მოხარშული ან გრილზე შემწვარი უცხიმო ხორცი.

სამშაბათი

სადილი: მოხარშული ან გრილზე შემწვარი კანგაცლილი ქათამი.

ვახშამი: კიტრის, პომიდვრის, ბულგარული წიწაკისა და სტაფილოს სალათი, 2 ც. კვერცხი, 1 ც. ტოსტი, 1 ც. გრეიფრუტი ან ფორთოხალი.

ოთხშაბათი

სადილი: უცხიმო და უმარილო ყველი ნებისმიერი ოდენობით + 1 ტოსტი + პომიდორი.

ვახშამი: მოხარშული ან გრილზე შემწვარი უცხიმო ხორცი.

ხუთშაბათი

სადილი: ერთი სახის ხილი ნებისმიერი ოდენობით.

ვახშამი: გრილზე შემწვარი ან მოხარშული (+ დაფნის ფოთოლი) უცხიმო ხორცი.

პარასკევი

სადილი: ერთი სახის მოხარშული ბოსტნეული ნებისმიერი ოდენობით (ლობიო, ბარდა, სტაფილო ან ყაბაყი) + 2 ც. მოხარშული კვერცხი.

ვახშამი: მოხარშული ან გრილზე მომზადებული თევზი + 1 ც. ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

შაბათი

სადილი: ერთი სახის ხილი შეუზღუდავი რაოდენობით.

ვახშამი: მოხარშული ან გრილზე შემწვარი უცხიმო ხორცი + დაფნის ფოთოლი.

კვირა

სადილი: მოხარშული ან გრილზე შემწვარი კანგაცლილი ქათამი + ორთქლზე მომზადებული ნებისმიერი ბოსტნეული + პომიდორი + 1 ც. გრეიფრუტი ან ფორთოხალი.

ვახშამი: სადილის ანალოგიური.

პირველი და მეორე კვირების საუზმეები იდენტურია.

ორშაბათი

სადილი: მოხარშული ან გრილზე მომზადებული უცხიმო ხორცი + დაფნის ფოთოლი.

ვახშამი: 2 ც. კვერცხი + დაფნის ფოთოლი + გრეიფრუტი.

სამშაბათი

ორშაბათის მენიუს ანალოგიურია.

ოთხშაბათი

სადილი: მოხარშული ან გრილზე შემწვარი უცხიმო ხორცი + კიტრის სალათი საკაზმისა და მარილის გარეშე.

ხუთშაბათი

სადილი: 2 ც. კვერცხი + მოხარშული ბოსტნეული + მარცვლოვანი ხაჭო.

ვახშამი: 2 ც. კვერცხი.

პარასკევი

სადილი: გრილზე შემწვარი ან მოხარშული ხორცი + 2-3 ც. პომიდორი.

ვახშამი: 2 ც. კვერცხი.

შაბათი

სადილი: პარასკევის სადილის მენიუ + გრეიფრუტი.

ვახშამი: ხილის სალათი (მაგალითად, ვაშლი, მსხალი და მანდარინი) საკაზმის გარეშე.

კვირა

სადილი: მოხარშული კანგაცლილი ქათამი + მოხარშული ბოსტნეული + 1 ც. ბოსტნეული.

ვახშამი: იგივე, რაც სადილზე.