ექიმებმა დაასახელეს ჩვევები, რომლებმაც მეუღლეები შეიძლება განქორწინებამდეც კი მიიყვანოს.

0
54

იშვიათობას არ წარმოადგენს შემთხვევები, როცა განქორწინება მეუღლეთაგან ერთ-ერთს სურს, ამასთან, მკაფიო მიზეზის გარეშე. ასეთ დროს მეორე ნახევარი ცდილობს გაარკვიოს, თუ რამ გაუჩინა ბზარი მათ ურთიერთობას.

ოჯახური ცხოვრების და ურთიერთობების სფეროს ექსპერტებმა დაასახელეს ქალთა და მამაკაცთა ჩვევები, რომლებიც განსაკუთრებით აღიზიანებთ მათ რჩეულებს.

წუწუნის და მუდმივად რაიმეს კრიტიკის ჩვევა.

თუკი პიროვნება მუდამ განაწყენებული ან რაღაცით უკმაყოფილოა, ესე იგი, ის უბედურია. ეცადეთ, რომ უარყოფით მომენტებზე არ ფოკუსირდეთ, ამის ნაცვლად, მოახდინოთ დადებით ასპექტებზე კონცენტრირება.

სექსისგან თავშეკავება.

ქოუჩები დარწმუნებულები არიან, რომ ურთიერთობა არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ სქესობრიც კავშირს, თუმცა გრძნობათა ფიზიკური გამოვლენის რეგულარულობა ჰარმონიული ცოლ-ქმრობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

სხვა ადამიანთათვის პრიორიტეტის მინიჭების ჩვევა.

თუკი მეგობრებს, კოლეგებს და ნათესავებს იმაზე მეტ ყურადღებას უთმობთ, ვიდრე ერთმანეთს, მაშინ თქვენი ოჯახური კავშირი განწირულია.

ერთმანეთის გაკონტროლების ჩვევა.

არ მიუთითოთ თქვენს საყვარელ ადამიანს რა ჩაიცვას, რა თქვას ან როგორ მოიქცეს.

პირადი ინტერესების არქონა.

თუკი გარკვეული გატაცებები გაქვთ, არ უგულებელყოთ ისინი. ასევე არ გამოტოვოთ მეგობრებთან შეხვედრებიც.

ჩხუბის შემდგომ ერთმანეთის დაიგნორების ჩვევა.

იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ჩამოშორდეთ, სჯობს თავიდანვე განიხილოთ შექმნილი პრობლემა.