ვინ არის კირჩხიბი-ქალი და როგორი მამაკაცი სჭირდება მას?

0
121

კირჩხიბი-ქალი გამოირჩევა საკმაოდ ნაზი და რთული სულიერი ორგანიზაციით. როგორც წესი, ისინი ახლობელი ადამიანების მხარდაჭერას საჭიროებენ, თუმცა ზედმეტად გაუბედავები და მორცხვები არიან იმისათვის, რათა ხმამაღლა გააჟღერონ თავიანთი გრძნობები.

კირჩხიბი-ქალი ვერ იტანს კრიტიკასა და დაცინვა, მისი წარმოდგენით, ამაზე საშინელი არაფერია. ის სათუთად გაუფრთხილდება მტკივნეულ მოგონებას იქამდე, ვიდრე მას შურისძიების შესაძლებლობა არ მიეცემა.

ზოგადად, კირჩხიბებს შესაშური მეხსიერება აქვთ, მათ არაფერი ავიწყდებათ. ისინი დიდი რუდუნებით ეპყრობიან წარსულს და ხშირად სჯერათ სულთა გადასახლების. კირჩხიბებს არ აშინებთ წარსული, ისინი სიამოვნებით კითხულობენ ხოლმე ისტორიულ რომანებს, ყიდულობენ ანტიკვარულ ნივთებს, კედლებზე კიდებენ წინაპართა პორტრეტებს.

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალები ძალიან მეოჯახეები არიან, ისინი დიდ დროს და ენერგიას ახარჯავენ სახლის კეთილმოწყობას. ისინი ქუჩაში უჭმელები მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში თუ გავლენ. მათ შესანიშნავად გამოსდით კერძების მომზადება. როგორც წესი, კირჩხიბები არ სცდებიან მომჭირნეობასა და ქვაწვიობას შორის არსებულ ზღვარს, თუმცა აქვთ ძლიერი მოთხოვნილება იმისა, რომ შავი დღისათვის გადაინახონ თანხა. ერთი მხრივ, კირჩხიბ-ქალს შეუძლია საიდუმლოებების შენახვა, მეორე მხრივ, ის შესანიშნავი მთხრობელია, რომელის მოსმენაც ერთი სიამოვნებაა. იგი არასოდეს ღალატობს მეგობარს და საყვარელ მამაკაცს. მართალია, უკანასკნელთ ეს ერთგულება ცოტათი თრგუნავთ და რატომღაც ციხის გისოსებს აგონებთ. კირჩხიბები დარწმუნებულები არიან, რომ მათი თავდადების ჯილდო უნდა იყოს მუდმივი მტკიცება იმისა, რომ ისინი სიყვარულის ღირსები არიან.

კირჩხიბი-ქალი ბუნებით მაქსიმალისტია, მას სურს “ყველაფერი ან არაფერი”. დიდწილად მას ორი რამ სჭირდება – სიყვარული და დაცულობის განცდა. ის არავითარ გარემოებაში არ მიატოვებს ქმარს, მაშინაც კი, თუკი მამაკაცი ალკოჰოლიკი ან მექალთანე აღმოჩნდება. ასეთ შემთხვევაში კირჩხიბი-ქალი გააგრძელებს თავისი ჯვრის გმირულად ზიდვას.

მამაკაცი, რომელიც შეძლებს კირჩხიბი ქალის დარწმუნებას იმაში, რომ მას არ უნდა რცხვენოდეს თავისი ლიბიდოსი, გულუხვად იქნება დაჯილდოებული. ის ძალიან მგრძნობიარედ რეაგირებს თავისი პარტნიორის ხასიათის ოდნავ ცვლილებაზეც კი.

იდეალურ წყვილს შეადგენენ კირჩხიბი-ქალი და მორიელი-მამაკაცი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი საკმაოდ ემოციურია, ისინი შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს.