“გაყინა” მამობა 6 წლის წინ: მამაკაცს ბავშვი მას შემდეგ შეეძინა, რაც მან თავისი ბიომასალა შეინახა 1996 წელს.

0
49

უკანასკნელ დროს მამობის “გაყინვა” ქალის კვერცხუჯრედების შენახვაზე ნაკლები მოთხოვნით როდის სარგებლობს.ცნობილია, რომ გაყინული კვერცხუჯრედისგან პირველი ჩვილი 1996 წელს მოევლინა ქვეყანას. ეს მოხდა იტალიაში, რის შემდგომაც დაიწყო სპერმისა და კვერცხუჯრედების კრიოკონსერვაციის ნამდვილი ბუმი.ზოგიერთი პაციენტი მიმართავს ამ პროცედურას აუცილებლობიდან გამომდინარე, მაგალითად, ონკოლოგიური მკურნალობის დაწყებამდე. სწორედ ამგვარი ისტორია შეემთხვა ინგლისელ პიტერ ჰირკლზს 26 წლის წინ.

ის იყო ახალგაზრდა, სიმპათიური, სპორტული აღნაგობის მქონე და ნათელი მომავის იმედით აღსავსე, როცე ექიმებისგან მოისმინა ფრაზა, რომელმაც მისი ცხოვრება ორად გახლიჩა: “თქვენ ჰოჯკინის ლიმფომით ხართ ავად”. 21 წლის ასაკში ფეხბურთით გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მას ნაადრევად მოუწევდა კარიერის დასრულება და საკუთარ ჯანრმთელობაზე საგულდაგულოდ ზრუნვა.

თავიდან პიტერს რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ მას ზურგის არეში სიმსივნური წარმონაქმნი უპოვეს. ქიმიოთერაპიის კურსის დაწყებამდე მედიკოსებმა ახალგაზრდა მამაკაცს კრიოკონსერვაციისათვის სპერმის ჩაბარება ურჩიეს, რადგან იყო დიდი ალბათობა იმისა, რომ ძლიერი პრეპარატების მიღების შემდგომ პიტერი შვილების ყოლას ვეღარ შეძლებდა.

ქიმიოთერაპიის ცხრა კურსის შემდგომ პიტერს რემისია დაეწყო. გარკვეული დროის მერე ის სრულად გამოჯანმრთელდა და სულ მალევე მან გულის სწორი იპოვა. შეყვარებულებმა ბავშვის გაჩენა მოინდომეს. როგორც მრავალი მამაკაცის შემთხვევაში, მკურნალობის მერე ჰიკლზსაც არ დარჩა სპერმატოზოიდები. მაშინ პიტერს გაახსენდა ის ჯადოსნური ქილა, რომელშიც მის მიერ შორეულ 1996 წელს ჩაბარებული ბიომასალა ინახებოდა. მიჯნურებმა 30 000 ფუნტი გადაიხადეს და ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისათვის მზადება დაიწყეს. სულ ცოტა ხნის წინათ 47-წლის პიტერს და 32-წლის აურელიას შეეძინათ პირველი ვაჟი – კაი. ახლა მშობლები სიხარულით მეცხრე ცაზე არიან.