საკვებთან დაკავშირებული მავნე ჩვევები, რომლებზეც ახლავე უნდა თქვათ უარი.

0
87

ჭამა გარკვეულწილად ისეთივე ჩვევაა, როგორც დანარჩენები. ასე თუ ისე არასწორად ვიკვებებით.

ზედმეტად სწრაფად ვჭამთ. საკვების ცუდად დაღეჭვამ შეიძლება კუჭის პრობლემები წარმოშვას. არაა გამორიცხული, რომ საკვების მიღების მსგავსმა გზამ გამოიწვიოს მუცლის შებერვა და საჭმლის მონელება. სწრაფად ჭამისას ტვინი ვერ ასწრებს მიიღოს სიგნალი კუჭის ავსებასთან დაკავშირებით, რის გამოც ორგანიზმში საჭიროზე მეტი საჭმელი მოხვდეს.

ვტოვებთ საუზმეს. მეცნიერული კვლევებით დასტურდება, რომ იმ ადამიანების შემთხვევაში, რომელბიც საუზმობას მიჩვეულნი არიან, გაუმჯობესებულია კოგნიტიური შესაძლებლობები და მეხსიერება.

მარცვლოვანი ფაფა შეიძლება იყოს საუზმის შემადგენელი ნაწილი, თუმცა ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის შემთხვევაში (ჭარბი წონის ან შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში) მაშინ ის არაა საუკეთესო ვარიანტი.

დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ საუზმედ მივიღო ცილებით და ცხიმებით შეხამებულად გაჯერებული საკვები. მაგალითად, ორაგული, კვერცხი და ავოკადო, ან კვერცხი პომიდორთან ერთად.

საკვების მიღების მერე ვეწევით სიგარეტს. სიგარეტის მოწევა ჭამის მერე განსაკუთრებით საზიანოა.

ჭარბად ვსვამთ ყავას. ადამიანებში, რომლებიც დღეში ხუთ ფინჯან ყავაზე მეტს სვამენ, მომატებულია წინასწარგანწყობა გულის დაავადებების განვითარებისადმი.

ყველაფერს მივაჭამთ ხოლმე პურს. 100-პროცენტიანი გაწმენდილი ხორბლის ფქვილისგან დამზადებული თეთრი პური ადამიანისათვის არ ატარებს არანაირ კვებით ღირებულებას, სამაგიეროდ, ის იწვევს გლუკოზის და ინსულინის დონეთა მომატებას სისხლში. ამას გარდა, ცომეული ხელს უწყობს კუჭში აირთა გაზრდილ წარმოქმნას.

ნაწლავთა მიკროფლორა ვერ იტანს, როცა მასში ხვდება ბევრი საფუარი და სწრაფი ნახშირწყლები. მათი სიჭარბის შემთხვევაში ისინი ბოლომდე ვერ მოინელება. დაიწყება პროცესები, რაც აისახება ნაწლავებში აირთა წარმოქმნაზე და მიკროფლორის შემადგენლობაზე.

სული მიგვდის შაქარზე. ზომიერ დოზებში შაქარი სასარგებლო და აუცილებელიც კია. მისი სიჭარბე იწვევს გასუქებას, კარიესს, მეორე ტიპის დიაბეტს.

ვსვამთ ცოტა წყალს. წყლის აუცილებლობა ორგანიზმში ჩამორჩება მხოლოდ ჟანგაბდზე მოხოვნილებას. გაუწყლოება განაპირობებს ისეთი უსიამოვნო შეგრძნებების გაჩენას, როგორებიცაა, დაღლილობა და შიმშილი.სითხის მომხმარების დღიური ნორმის გამოსათვლელი ერთ-ერთი ცნობილი ფორმულის მიხედვით, 30-45 მლ წყალი უნდა გავამრავლოთ სხეულის მასაზე.