
ვიღაცები თვლიან, რომ ჭაღარა – დაბერების პირველი და მთავარი ნიშანია. აქედან გამომდინარე, ბევრი ქალი მიიჩნევს, რომ სტილისტები მათ ასაკის დამალვაში დაეხმარებიან.
“ახალგაზრდობის სახე” წააგავს სამკუთხედს, რომლის მწვერვალია მიმართულია ქვემოთ, ფუძე კი – ზემოთ. ასაკის მატებასთან ერთად ეს გეომეტრიული ფიგურა ნელ-ნელა თავდაყირად დგება. მამაკაცთა შემთხვევაში დაბერების ნიშნები გაცილებით გვიან ვლინდება ხოლმე ქალებთან შედარებით. როცა ირთვება ცვლილებათა პროცესი, მაშინ კანის ნაკეცებს უფროს ღრმა შესახედაობ აქვს, რადგან თხელდება კანქვეშა-ცხიმოვანი უჯრედისი.
მამაკაცის დაბერებაზე მეტყველებს ზედა და ქვედა ქუთუთოთა თიაქრები, ისინი სახეს დაღლილ და ერთგვარად ავადმყოფურ იერსაც კი სძენს. ექიმების თქმით, მათი მოცილება მხოლოდ ქირურგიული გზით ხერხდება.
ჩამომჭკნარ სახეს დაღლილი, ღონეგამოცლილი და ავადმყოფური შესახედაობა აქვს. სახის ოვალის დეფორმაციის მიზეზი კუნთთა მყესების გაჭიმვაა.
ქალების დაბერების თავისებურებებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი განსხვავებულად შეიძლება მიმდინარეობდეს.
იმ ქალის დაბერების ნიშნები, რომელიც არ დადის კოსმეტოლოგთან:
- შეჭმუხნული წარბთაშორისი არე და თვალის გარეთა კუთხე. ეს ნიშანი მანდილოსნის ასაკს სულ მცირე ხუთ წელიწადს მატებს. მოცემული ცვლილება დამატებით იწვევს წარბის დაწევას – ის ეშვება წარბზედა რკალის ქვემოთ. ამის გამო სახეს გაბრაზებული და დაბღვერილი შესახედაობა აქვს.
- ტუჩების კუთხეთა ჰიპერტონუსს განაპირობებს იმ კუნთების სპაზმი, რომლებიც პასუხსმგებელია ამ მიდამოს მოძრაობაზე. ამის გამო სახე დაღლილად და უკმაყოფილოდ გამოიყურება.
- სახის ჩამოწელილი ოვალი. გრავიტაციის ძალის ზემოქმედების გამო ხდება კანქვეშა ცხიმოვანი პაკეტების მოცულობათა გადანაწილება და იმ მყესთა დაჭიმვა,რომლებიც კუნთებს ძვლებთან ამაგრებს და უზრუნველყოფს სახის მკვეთრ კონტურს.
ამ ნიშნებთან გამკლავება შეიძლება თანმედროვე კოსმეტოლოგიის მეოხებით. ამისათვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა და კანქვეშ მიმდინარე პროცესთა მკაფიო ცოდნა.