
მრავალს ქალს ორსულობის ტესტის გაკეთების შემდეგ მაინც აეჭვებს შედეგი. ასეთ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაქციოთ არაცხად სიმპტომებს, რომლებიც მოწმობს იმას, რომ ბავშვს ელოდებით.
კვლევების თანახმად, ორსულობის ტესტთა უმრავლესობა ზუსტ შედეგს აჩვენებს მენსტურაციის შეწყვეტიდან მხოლოდ ერთი კვირის მერე. ჰორმონალური ცვლილებები ორგანიზმში ხდება კვერცხუჯრედის განაყოფიერების შემდგომვე. მოცემულ სტატიაში მოგითხრობთ იმ სიმპტომების შესახებ, რომლებიც ორსულობის ადრეულ ვადაზე ვლინდება.
ტკივილი გულმკერდში
ორსულობის დადგომისას სარძევე ჯირკვლები ზომაში შესამჩნევად მატულობს და ისინი მტკივნეული ხდება. მომავალი დედების დაახლოებით 20%-ის შემთხვევაში ეს სიმპტომი ვლინდება ჩასახვის შემდეგ პირველ კვირასვე, რადგან იზრდება ჰორმონების – პროგესტერონის, პროლაქტინისა და გონადოტროპინის კონცენტრაცია. ისინი ატიმულირებს ჯირკვლოვანი ქსოვილის ზრდას. ძუძუს თავების გარშემო არეოლები შეიძლება გამუქდეს. ეს განპირობებული იმ უჯრედების აქტივობის მომატებით, რომლებიც გამოიმუშავებს პიგმენტ მელანინს.
დაღლილობა
ვინ იფიქრებდა, თუმცა ჩასახვის ერთი კვირის შემდგომ შეიძლება თავი იგრძნოთ ფიზიკურად და მორალურად დაუძლურებულად. ეს ჰორმონ პროგესტერონის დონის მატების, სისხლში გლუკოზის დონისა და არტერიული წნევის დაქვეითების, აგრეთვე ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდის გამო ხდება.
ორსულობის თანმხლებ სიმპტომებს ასევე მიეკუთვნება ცხვირის გაჭედვა, სურდო და თავბრუსხვევა.
მცირეოდენი სისხლდენა
ცხადია, რომ თვიურის არარსებობა ფეხმძიმობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. უნდა აღინიშნოს, რომ სისხლიანი გამონადენი შეიძლება ასევე იმასაც მოწმობდეს, რომ ბავშვს ელოდებით.
განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ხვდება საშვილოსნოს ღრუში, სადაც ის ეპითელიუმის უჯრედების სიღრმეში მტკიცედ მაგრდება. ამ დროს ხდება საშვილოსნოს კედლების სისხლძარღვთა მიკროსკოპული დაზიანება, რაც იწვევს მცირე სისხლდენას და ტკივილს მუცლის ქვედა არეში.
სპაზმები
მენსტურაციის დროს ეს უსიამოვნო შეგრძნებები დაახლოებით მესამე დღეს ქრება, მომავალი დედების შემთხვევაში კი ისინი შეიძლება კვირების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს.
აირთა გაძლიერებული წარმოქმნა
ამის მიზეზია ჰოტმონ პროგესტერონის მაღალი დონე, რომელიც ადუნებს ორგანიზმის (მათ შორის, ნაწლავებისიც) კუნთებს. შედეგად, საჭმლის მონელების პროცესი ნელდება. ამის გამო კი ნაწლავებში წარმოიქმნება აირები, რომლებიც იწვევს მუცლის შებერვას.
ორსულობის დროს ხასიათის მკვეთრ ცვლილებებს განაპირობებს სისხლში ესტროგენია და პროგესტერონის დონეთა ცვლილება. ამ მდგომარეობის დამადასტურებელ სიმპტომთა რიცხვს ასევე მიეკუთვნება: ხშირი შარდვა, განსაზღვრული საჭმლისადმი ზიზღი, მომატებული ტემპერატურა.