დასახალებელია ახალგაზრდობის გამააქტიურებელი შვიდი პროდუქტი, – შეამოწმეთ, მოგეპოვებათ თუ არა ისინი მაცივარში.

0
90

ის, რასაც ვჭამთ, პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს მდგომარეობაზე. ექსპერტმა მოგვითხრო, თუ რომელი პროდუქტები დახგვეხმარება გაახალგაზრდავებაში.

მართალია, მარადიული ახალგაზრდობის რეცეპტი არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია დაბერების პროცესის შენელება. ნუტრიციოლოგმა და სწორი კვების ექსპერტმა მოგვიყვა იმ შვიდი პროდუქტის შესახებ, რომლებიც დასახული მიზნის გახნორციელებაში დაგვეხმარება.

ზღვის პროდუქტები და სელის ზეთი

ისინი შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც ახასიათებთ ანთების საწინააღმდეგო თვისებები. აგრეთვე, ომეგა-3 წარმოადგენს უჯრედთა მემბრანის მთავარ სტაბილიზატორს და ის ზრდის სისიხლის შედედების უნარს.

როზმარინი

ესაა როზმარინის მჟავის წყარო, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს რადიკალებს, შლის ცილებსა და ნახშირწყლებს შორის არსებულ კავშირებს, ამცირებს გლიკაციას – ანუ ხელს უშლის ორგანიზმში იმ პროდუქტების დაგროვებას, რომლებიც იწვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევას, ჰიპოქსიას და უჯრედთა სიკვდილს.

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული და მწვანილი

ისინი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც მძლავრი ანტიოქსიდანტია. ისინი ასევე აღარდგენენ ორგანიზმში მჟავა-ტუტოვან წონასწორობას, აჯერებენ ერითროციტებს ჟანგბადით.

ნიორი

ნიორი შეიცავს გოგირდს, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლის ტოქსინებისგან გაწმენდა, ის აგრეთვე მონაწილეობს ორგანიზმის დეტოქსიკაციის ერთ-ერთ ეტაპში. ნივრის შემადგენლობაში ასევე შედის ალიცინი, რომელიც ფლობს ონკოპროტექტორულ მოქმედებას.

ბროკოლი

ეს პროდუქტი შეიცავს სულფორაფანს, რომელიც ანტიოქსიდანტია და ანელებს გლიკაციის პროცესებს.

ჭეო

ის მდიდარია კაროტინოიდებით, ამინომჟავებით და ასევე სილიციუმით. სილიციუმი – შემაერთებელი ქსოვილის, ძვლების, სისხლძარღვების შემადგენელი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ელემენტია, ის მონაწილეობს კალციუმის მიმოცვლაში ძვლის ქსოვილში და აგრეთვე კოლაგენის სინთეზში.

ჩაგა

ეს სოკო მოცვზე მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს. ზოგადად, ორგანიზმში გამომუშავებული ანტიოქსიდანტები იცავს უჯრედებს ჟანგბადის აქტიური ფორმებით დაზიანებისგან. ასაკთან ერთად მათი ფუნქცია ქვეითდება, ამ დროს კი იწყება უჯრედთა დაჟანგვა და დაშლა, რამაც შეიძლება განაპირობოს სიმსივნური პროცესების განვითარება, ადრეული დაბერება, სხვადასხვა სახის ანთება.