ქალის 10 შეცდომა, რომელიც იწვევს ურთიერთობის გაწყვეტას ან განქორწინებას

0
93

ძლიერი და ჯანსაღი ურთიერთობების დამყარება ერთდღიანი ამოცანა არ არის. ნებისმიერ ურთიერთობაში იქნება არა მხოლოდ მზიანი დღეები, არამედ ბნელი ღამეებიც.ურთიერთობის რომელ ეტაპზეც არ უნდა იმყოფებოდეთ, უნდა გესმოდეთ, რომ პრობლემათა უმეტესობა, რომლებსაც ქალები აწყდებიან, ერთი და იმავე შეცდომებშია.იმისთვის, რომ დაგეხმარონ აურზაურიდან გამოსვლაში და ჯანსაღი და ბედნიერი ურთიერთობისკენ მიმავალ გზაზე დადგომაში, ფსიქოლოგები ხაზს უსვამენ ურთიერთობებში ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს, რომლებსაც ქალების უმეტესობა უშვებს.მთავარია, საკუთარ თავთან იყოთ გულწრფელი, გვერდზე გადადოთ სიამაყე და გესმოდეთ, რომ შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ თუ მათ აღიარებთ, ეს ცოდნა დაგეხმარებათ მომავალში მათ თავიდან აცილებაში და კონფლიქტების მოგვარებაში, რომლებიც თქვენს ურთიერთობაში გაქვთ. მხოლოდ ასე შეგიძლიათ გადასვლა ურთიერთობის ახალ ეტაპზე.

10 მთავარი შეცდომა, რომელსაც ქალები ურთიერთობებში უშვებენ:

1. პარტნიორის შეცვლის მცდელობა. ბევრს არ მოსწონს, როდესაც ვიღაც ცდილობს მათი ცხოვრების წესის შეცვლას. როცა საყვარელი ადამიანის კრიტიკას იწყებთ, ის გრძნობს, რომ თქვენ ის სინამდვილეში არ გიყვართ. ქალები ხანდახან გაუცნობიერებლად იწყებენ კაცების გადაქცევას თავიანთ „ახალ პროექტად“, რადგან ისინი ბუნებით მეურვეები არიან, მაგრამ მართალი გითხრათ, ეს ჩვეულებრივ არც ერთი მხარისთვის კარგად არ მთავრდება.

ადამიანებს სურთ, რომ ისინი ნახონ, მოუსმინონ და დააფასონ ისეთები, როგორებიც არიან. თუ გრძნობთ საჭიროებას შეცვალოთ იგი თქვენი პრეტენზიებით, დაცინვით, ან თუნდაც არასასურველი “სასარგებლო რჩევებით“, ნება მომეცით დაგისვათ შეკითხვა: როგორ მოგეწონებათ თქვენ, თუ ის დაგიწყებთ კრიტიკას და შეეცდება შეცვალოს თქვენი გემოვნება, გარეგნობა, თქვენი საუბრის მანერა, თქვენი გატაცება და ჰობი?

2. ისინი არ აფასებენ იმას, რასაც მამაკაცები აკეთებენ მათთვის

რატომღაც, არსებობს ქალების კატეგორია, რომელიც თვლის, რომ ყველას მათი ვალი აქვს. ურთიერთობაში ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ გააბედნიერონ ერთმანეთი.იმისთვის, რომ თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი ბედნიერი იყოთ, მნიშვნელოვანია დააფასოთ ერთმანეთი. როდესაც თქვენი პარტნიორი თქვენთვის რაიმეს აკეთებს, აღიარეთ იმის ღირებულება, რაც მან გააკეთა, მადლობა გადაუხადეთ მას.ზოგიერთი ქალი არ აცნობიერებს მამაკაცის ძალისხმევას, ამიტომ ისინი ამას ჩვეულებრივ მოვლენად თვლიან. რაც არ უნდა დიდი იყოს თუ მცირე ძალისხმევა, რაც უფრო მეტს აჩვენებთ, რომ აფასებთ მას, მით უფრო შეეცდება ის, რომ გასიამოვნოთ.

3. საყვარელი ადამიანისთვის სივრცის არ დათმობა

სანამ ურთიერთობას დაიწყებდით, თითოეულ თქვენგანს ჰქონდა საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ჰობი, ინტერესები და გატაცებები. თქვენ არ უნდა შემოიფარგლოთ თქვენი პარტნიორი მხოლოდ თქვენი ურთიერთობით, რადგან ეს ჯანმრთელობისთვის მავნეა.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში მთავარი პრიორიტეტია, თქვენ თავი არ უნდა მოაბეზროთ მას, რადგან მას პირადი სივრცე სჭირდება.

თუ ის ცუდ ხასიათზეა ან ლაპარაკი არ სურს, თავი დაანებეთ. მამაკაცების უმეტესობას არ უყვარს თავის პრობლემებზე საუბარი ისე, როგორც ქალებს. ამის ნაცვლად, მათ ურჩევნიათ განმარტოვდნენ და საკუთარ თავს ჩაუღრმავდნენ.

მიეცით საშუალება თქვენს პარტნიორს გაერთოს მეგობრებთან და ნაცნობებთან ერთად და დაუთმოს დრო იმას, რის გაკეთებაც უყვარს. ზოგჯერ შეგიძლიათ მასთან ერთად იყოთ, სხვა დროს კი პირადი სივრცე უნდა დაუთმოთ.

4. როდესაც არ ზრუნავენ საკუთარ თავზე

გათხოვების შემდეგ ზოგიერთი ქალი დარწმუნებულია, რომ მისი პარტნიორი სამუდამოდ დარჩება მასთან. ამ რწმენით ისინი პრაქტიკულად აღარ ხარჯავენ ძალისხმევას, რომ ლამაზად გამოიყურებოდნენ თავიანთი მეუღლეებისთვის. ისინი წყვეტენ ვარჯიშს და ფეხების გაპარსვას, იცვამენ გაწელილ შარვალს და მუდმივად ჭუჭყიანი თავით დადიან.

გახსოვდეთ, როდესაც სასიამოვნო სურნელი აგდით, გაცვიათ ლამაზი ტანსაცმელი, ეს მატებს მიზიდულობას, სექსუალურ ენერგიას და ასევე საშუალებას გაძლევთ თავი იგრძნოთ უფრო თავდაჯერებულად.

5. პასიური აგრესიის რეგულარული გამოვლინება

პასიური აგრესია – ეს არის თქვენი დუმილი, როდესაც გაბრაზებული ან მოწყენილი ხართ. კაცები ბევრად უფრო უშუალოები არიან ვიდრე ქალები და თუ მას ეტყვით, რომ ყველაფერი კარგადაა, შემდეგ კი გაიბუტებით და დაელოდებით, როდის დაგელაპარაკებათ და ჰკითხავთ, ყველაფერი კარგად არის თუ არა, ამით მას მხოლოდ გააბრაზებთ. იყავით გულწრფელი და უშუალო მასთან, როდესაც რაიმე პრობლემა გაქვთ.

იმიტომ, რომ რაღაც მომენტში მამაკაცი დაიღლება თქვენი დუმილით და წყენით და უბრალოდ იგნორირებას მოახდენს, როდესაც ცუდ ხასიათზე მყოფს დაგინახავთ.

6. საკუთარი ცხოვრების არარსებობა

ნუ იქნებით ერთ-ერთი იმ ქალთაგანი, რომელიც ივიწყებს მეგობრებს და ინტერესებს, მას შემდეგ რაც მას მამაკაცი გაუჩნდება, ეს არასდროს მთავრდება კარგად. გაამრავალფეროვნეთ თქვენი ცხოვრება, ისწრაფეთ განვითარებისკენ, იყავით ბედნიერი და თქვენი მამაკაციც ბედნიერი იქნება.

7. მესამე მხარის ჩართვა თქვენს ურთიერთობაში

ურთიერთობებში ხშირად არის კონფლიქტები და, როგორც წესი, მათთან გამკლავების საუკეთესო გზა – მათი ოჯახის შიგნით მოგვარებაა.

არ ჩართოთ თქვენს ურთიერთობაში მესამე პირები (დედა, მეგობარი, დედამთილი და ა.შ.). უმეტეს შემთხვევაში ეს ცუდად მთავრდება, რადგან არასწორ რჩევას იღებთ, რამაც შეიძლება დააზიანოს თქვენი ურთიერთობა.

უფრო მეტიც, სავარაუდოა, რომ ის, ვისგანაც რჩევებს მიიღებთ, თქვენს მხარეს დაიჭერს, თქვენ მერე შერიგდებით, დედათქვენს კი ეს ჩხუბი არასოდეს დაავიწყდება.

8. ყოველთვის ნეგატიურია

როდესაც საუბარი ურთიერთობაში დაშვებულ შეცდომებზეა, ერთ-ერთი რამ, რასაც უნდა მოერიდოთ, ეს არის ნეგატივი.

არცერთი მამაკაცი არ არის იდეალური, ვერც ერთი მამაკაცი ვერ მოგცემთ ყველაფერს, რაც თქვენ გჭირდებათ.

მამაკაცები შედარებით მარტივი არსებები არიან, რომლებიც სამყაროში ლოგიკისა და გონების დახმარებით ორიენტირებენ. მათ უყვართ საკუთარი ღირსების დამტკიცება პრობლემების გადაჭრითა და ცხოვრების გამარტივებით.

მათ არ უყვართ ძალისხმევის ფუჭად დახარჯვა და სწრაფად იღლებიან ტირილისა და მუდმივი ჩხუბისგან, რაც ხდება მაშინ, როდესაც ქალები ემოციებზე არიან კონცენტრირებულები და განერვიულებულები.

იქნება მომენტები, როცა უკმაყოფილო იქნებით მისი საქციელით. თუ ეს მოხდება, ნუ დაუწყებთ ჩხუბს. საუკეთესო სტრატეგია არის უთხრათ მას, რაც გინდათ (მე მიყვარს, როცა აკეთებ…) იმის ნაცვლად, რომ ისაუბროთ იმაზე, რაც არ გინდათ (რატომ არ აკეთებ არასდროს…?)

9. თქვენი ურთიერთობის შედარება სხვების ურთიერთობასთან

შედარება კლავს სიახლოვესა და სიყვარულს ურთიერთობაში. ქალის ერთ-ერთი შეცდომა, რომელიც არ აფასებს თავის ურთიერთობას, არის ის, რომ ის ადარებს თავის პარტნიორს სხვა ადამიანებს.

ერთია, ცხოვრებაში გყავდეს ადამიანები, რომლებიც შთაგაგონებენ, მაგრამ თუ მუდმივად ადარებთ თქვენს ურთიერთობებს, იმედგაცრუებული დარჩებით. ყველა ურთიერთობა უნიკალურია. ყველა ურთიერთობას აქვს თავისი კარგი და არც თუ ისე კარგი მხარეები. საყვარელი ადამიანის სხვებთან შედარებით, თქვენ ამცირებთ და შეურაცხყოფთ მას. შეწყვიტეთ!

10. არ ავლენთ სიყვარულს

თქვენ არ გიყვართ ის ისე, რომ მან იგრძნოს.

ყველა თავისებურად გრძნობს სიყვარულს. ქალების უმეტესობა სიყვარულს გრძნობს, როცა მამაკაცს ყვავილების თაიგული მოაქვს, ბიჭისთვის კი ასეთ ჟესტს აზრი არ აქვს. მამაკაცი სხვაგვარად გრძნობს, რომ ის უყვართ. ეს შეიძლება იყოს საჩუქრები, საკვები, კომპლიმენტები, ფინჯანი ჩაი ან მასაჟი გრძელი დღის ბოლოს. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ რეაგირებს ის საგნებზე, რათა დაადგინოთ, რა აგრძნობინებს მას ნამდვილ სიყვარულს (ეს აშკარა უნდა იყოს) და შეეცადეთ დაუთმოთ დრო, როდესაც ეს შესაძლებელია, ნაცვლად იმისა, რომ მოიწონოთ სხვისი ფოტოები სოციალურ ქსელებში.

არავის სურს წარუმატებელი ურთიერთობა. როდესაც შეცდომას უშვებთ, არსებობს მხოლოდ სამი რამ, რაც ამისთვის უნდა გააკეთოთ: აღიაროთ, ისწავლო მისგან და არ გაიმეოროთ. თუ დაიღალეთ წარუმატებელი ურთიერთობებით, დაუთმეთ დრო, რათა ნახოთ რა შეცდომებს უშვებთ. სულ მცირე, შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი გამოცდილების მიღება და ახალი გაკვეთილების ათვისება, ერთი და იგივე შეცდომების გამეორების ნაცვლად.