
მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: შედგება თუ არა თქვენს შორის გულწრფელი საუბარი? რას მოგიტანთ ის?
განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი ფიქრებისგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).
გარშემომყოფებისთვის ძალიან მიმზიდველი ხართ, გაქვთ საკმაოდ ფართო საკონტაქტო წრე. პოზიტიურად ხართ განწყობილი ადამიანების და ზოგადად, თქვენს გარშემო არსებული სამყაროს მიმართ.
ცდილობთ პრობლემებზე არ კონცენტრირდეთ, ყოველ შემთხვევაში ხალხს ისე აჩვენებთ, რომ თქვენთან ყველაფერი კარგადაა და თუნდაც ეს ასე არ იყოს, თუ რამე გაწუხებდეთ, ამის შესახებ არავის ეუბნებით.
გარეგნულად მიმზიდველი ხართ, უვლით საკუთარ თავს, დიდი ალბათობით აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობთ, ჯანსაღი ცხოვრების წესით, ზოგადად, საკმარის დროს უთმობთ საკუთარ თავს. თუმცა, თქვენ მაინც უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას, მაგრამ შინაგანი, ემოციური მდგომარება ახლა არც თუ ისე კარგი გაქვთ.
კარტი საუბრობს შინაგან შიშებზე, განცდებზე, რომელსაც, ფაქტობრივად, რეალური საფუძველი არ გააჩნია. რაღაცას თქვენ თვითონ იგონებთ, არც თუ ისე კარგს. თუმცა, ეს გარეგნულად არ გეტყობათ, პირიქით, სხვა ადამიანები გხედავენ, როგორც მხიარულ, კომუნიკაციაში სასიამოვნო, პოზიტიურ ადამიანს.
მამაკაცი საინტერესო პიროვნებაა, ბუნებით შემოქმედებითი. ის არის რომანტიკოსი, მეოცნებე, რომელიც მიჩვეულია თავის ღრუბლებში ფრენას. სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებს.
ბევრ რამეს ფიქრობს, ბევრ რამეს გეგმავს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში არაფერს აკეთებს, თავისი გეგმების განსახორციელებლად. მას სურს, რომ ყველაფერი იყოს მარტივად, დაძაბულობის გარეშე, რათა არაფერზე არ დასჭირდეს ძალისხმევის დახარჯვა. სურს, რომ სამყარო ყველაფერს და ყოველთვის ჩუქნიდეს.
უმეტესწილად ასე არ ხდება და როდესაც მამაკაცს ეს ესმის, ეს მასზე კარგად არ აისახება. მამაკაცს შესაძლოა გაუჩნდეს შინაგანი ბლოკები, საკუთარ თავში ჩაიკეტოს, სხვებისგან ჩაიკეტოს, ასეთ მომენტებში მას ეჩვენება, რომ თავად არაფრის უნარი არ აქვს, რომ მისი ცხოვრება ჩიხში შევიდა.
ზოგადად, ბევრი ცუდი აზრი უტრიალებს თავში. არადა რეალურად ამაში თვითონ არის დამნაშავე, თავისი ერთგვარი არასერიოზულობით, გარკვეულ მომენტებში – ინფანტილურობით.
გრძნობებთან დაკავშირებით ყველაფერი რთულადაა. გაბრაზებული ხართ მამაკაცზე, რადგან ის (თქვენი აზრით) არაკეთილსინდისიერად მოგექცათ, გული გატკინათ. ზოგადად, მის მიმართ ნეგატივს განიცდით.
მამაკაციც რთულ ემოციებშია, იტანჯება, წუხს, ალბათ, მართლაც დამნაშავეა თქვენს წინაშე და ახლა ინანიებს ამას. ყოველ შემთხვევაში, არის ემოციები, სხვა საქმეა, რომ ახლა ეს ემოციები არის მინუს ნიშნით.
რა ხდება თქვენ შორის, რამაც გამოიწვია თქვენში ეს არც თუ ისე სასიამოვნო გრძნობები? ვერ ვიტყვით, რომ რაიმე ძალიან ცუდი ან კრიტიკულია.
დიდი ალბათობით, აქ ლაპარაკია რაღაცის უთქმელობაზე, იმაზე, რომ ურთიერთობაში ნამდვილად გჭირდებათ საუბარი, სიტუაციის გარკვევა და სამომავლო გეგმების შეთანხმება. რადგან, ჯერჯერობით თქვენთვის სრულიად გაუგებარია, ღირს თუ არა ამ ურთიერთობებისგან მუდმივობისა და სტაბილურობის ლოდინი, რაც თქვენს შორის ჯერ-ჯერობით არ არის.
შედგება თუ არა ასეთი საუბარი თქვენს შორის? რას მოგიტანთ ეს? დიახ, იქნება საუბარი, საუბარი გრძნობებზე, იმაზე, თუ რას გრძნობთ ერთმანეთის მიმართ.
მართლაც, ეს იქნება სერიოზული საუბარი, რომელიც ნათელს გახდის თქვენს შორის არსებულ ყველა საიდუმლოებას და გაუგებრობას. ნათელი გახდება ბევრი რამ, რაც ადრე არ გესმოდათ. ერთადერთი არის ის, რომ ჯერ არ მოსულა ამ საუბრის დრო, ჯერ ორივე არ ხართ მზად ამისთვის.
ეს გულწრფელი საუბარი აუცილებლად დადებითად იმოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე. კარტი გვიჩვენებს არა მხოლოდ რომანტიკული გრძნობების განახლებას, არამედ უფრო კონკრეტულ გეგმებს შორეული მომავლისთვის, რომელთა შედგენასაც დაიწყებთ.
რა გეგმებია? გეგმები ოჯახის შექმნისთვის, მუდმივი, ბედნიერი ურთიერთობისთვის. გააცნობიერებთ, რომ სწორედ ეს არის თქვენი ერთობლივი მიზანი, რომლისკენაც ორივე ისწრაფვით და დიდია ალბათობა იმისა, მიაღწევთ მას, თუმცა, არა დაუყოვნებლივ.