56 წლის ქალი სტუდენტივით გამოიყურება. „არანაირი ხრიკი, უბრალოდ ღამით იყენებს სელს“

0
1504

დედაჩემის დაქალი თითქმის ისე გამოიყურება, როგორც მისი ქალიშვილი. ამით ყოველთვის გაოცებული ვიყავი. ერთხელ მისი ახალგაზრდობის საიდუმლოთი დავინტერესდი. მან მითხრა, თუ როგორ ვიზრუნო ჩემს თავზე: ის კანს სახლში მომზადებული მკვებავი და ანტიასაკობრივი ნიღბებით ანებივრებს.

ამ ლამაზმა ქალმა Girl.ge-ს რედაქციას უფლება მოგვცა, მისი მოვლის მეთოდების შესახებ ყველას ვუამბოთ, რომ ყველა ქალმა მისი გამოცდილების გამეორება და ნებისმიერ ასაკში თავი ლამაზად და მიმზიდველად შეგრძნება შეძლოს.

სახის ანტიასაკობრივი ნიღბები

ამ ნიღბების შემადგენელი კომპონენტების უმეტესობა უკვე სახლში გაქვთ და ეს მათი პლიუსია!

ნიღაბი თვალის ირგვლივ კანისთვის

ინგრედიენტები:

  • ნახევარი ავოკადო
  • ნახევარი კიტრი
  • 1 ჩ/კ სელის ზეთი

მომზადება და გამოყენება:

ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. მიღებული მასა თვალის ირგვლივ სუფთა კანზე სქელ ფენად წაისვით და 15 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თვალის ირგვლივ კანი ასაკობრივი ცვლილებების მიმართ ყველაზე მეტად მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ მასზე ზრუნვა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თვალების ქვეშ ჩანთების, ნაოჭების და მოშვებული კანის გაჩენა მაქსიმალურად შეაფერხოთ. ეს ნიღაბი უვნებელია, შეგიძლიათ ყოველდღე გაიკეთოთ.

პილინგ–ნიღაბი ბადიაგით

ინგრედიენტები:

  • 2 აბი ბადიაგი
  • 5 საშუალო ზომის მარწყვი
  • რამდენიმე წვეთი ვარდის ზეთი

მომზადება და გამოყენება:

მარწყვი დაწურეთ ან უბრალოდ დაჭყლიტეთ, დაქუცმაცებულ ბადიაგის აბებს და ვარდის ზეთს აურიეთ. ნარევი სახეზე თანაბარ ფენად წაისვით და 10 წუთით გაიჩერეთ.

ეს ნიღაბი–პილინგი სახის კანს მკვდარ უჯრედებისგან გაწმენდს და მას უფრო ელასტიკურს გახდის. თვეში მაქსიმუმ ერთხელ გამოიყენეთ.

ცისფერი თიხის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 1 ჩ/კ თაფლი
  • ½ ჩ/კ ყვავილის მტვერი
  • 1 ჩ/კ ცისფერი კოსმეტიკური თიხა

მომზადება და გამოყენება:

უბრალოდ ყველა ინგრედიენტი აურიეთ. ნიღბის წასმამდე სახე დაიორთქლეთ. ნიღაბი 15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ძალიან ნაზია, ამიტომ მის შემდეგ კანი ახალი, სასიამოვნოდ ხელშესახები და თანაბარი ტექსტურის იქნება.

ასკორუტინის ნიღაბი სახის ფერის გასაჯანსაღებლად

ინგრედიენტები:

  • 2 აბი ასკორუტინი
  • 1 ჩ/კ ბარდის ფქვილი
  • 1 საშუალო ზომის ვაშლი

მომზადება და გამოყენება:

რბილი ვაშლი, დაქუცმაცებული აბები, ბარდის ფქვილი ერთმანეთს აურიეთ. ნარევი სახეზე სქელ ფენად წაისვით და 15 წუთით გაიჩერეთ.

ნიღაბი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, პიგმენტურ ლაქებს აქრობს და სახის ფერს ათანაბრებს.

ანტიასაკობრივი სახის ნიღაბი ვაზელინით

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ ვაზელინის ზეთი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 3 კვერცხის გული

მომზადება და გამოყენება:

ყველა კომპონენტი ერთმანეთს აურიეთ და მიღებული მასა სახეზე ნახევარი საათით გაიჩერეთ. ნიღაბი კანის რელიეფს აუმჯობესებს, კვებავს და ათეთრებს. ვაზელინის ნიღაბი სუფთა კანზე კვირაში ერთხელ გამოიყენეთ.

რედაქციის რჩევა

როგორც ხედავთ, ყველა ინგრედიენტი მარტივი და გამოსაყენებლად მოსახერხებელია. ისინი ხელმისაწვდომია: შეგიძლიათ ბაზარზე ან აფთიაქში შეიძინოთ. ნატურალურობა მათი მთავარი უპირატესობაა. ეს ანტიასაკობრივი ნიღბები სახლის პირობებში მარტივად და სწრაფად მზადდება. სწორედ ამიტომ ჯანმრთელობის სასარგებლოდ შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ. შედეგად რამდენიმე წლით გაახალგაზრდავდებით.

არა მხოლოდ ნიღბებით! სრულყოფილი ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელია: სწორად იკვებეთ, დღეში მინიმუმ 8 საათით დაიძინეთ, დრო სუფთა ჰაერზე გაატარეთ. და უბრალოდ ცხოვრებით იბედნიერეთ. როგორც ცნობილია, დადებითი ემოციები ცხოვრებას ახანგრძლივებს!

ეს სასარგებლო რჩევები მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ! თუ ანტიასაკობრივი ნიღბის კარგი რეცეპტი გაქვთ, თამამად გაგვიზიარეთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ