ძმარი, ბამბის ბურთულები და მზის ენერგია: ყველაზე ველური დიეტები ისტორიაში.

0
51

კეფირის, ვაშლის და ცილოვანი დიეტები უკვე აღარავის უკვირს. თუმცა, ამ ვარიანტებისგან განსხვავებით, ჩვენი წინაპრები სასურველი წონის მისაღწევად მზად იყვნენ, ეჭამათ ისეთ რაღაცები, რაც თმას ყალყზე დაგიყენებთ. მოემზადეთ გასაოცებლად.წინასწარვე გაფრთხილებთ, რომ მოცემულ სტატიაში განხილული დიეტების ეფექტურობა საკუთარ თავზე არავითარ შემთხვევაში არ გამოსცადოთ, რადგან ისინი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია.

ძმრის დიეტა. ძმრის საშუალებით კურნავენ დაავადებებს, აღადგენენ დაზიანებულ თმას და სუსტდებიან კიდეც.ამ უძველეს დიეტას იყენებდა ინგლისელი პოეტი ლორდ ბაირონი. ის რეგულარულად სვამდა წყალში გახსნილ ცოტაოდენ ძმარს. მსგავსი დიეტის გვერდითი ეფექტებია – კუჭისა და ნაწლავების აშლილობა.

დარიშხანი. სასწაულმოქმედი გასახდომი აბების ერა დაიწყო ჯერ კიდევ ვიქტორიანულ ეპოქაში. მე-19 საუკუნეში ბიოლოგიური დანამატების სახით ღებულობდნენ დარიშხანის შემცველ კაფსულებს.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხალხის უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა წამლის შემადგენლობაზე, რადგან ეს საჯაროდ არ აფიშირდებოდა.

გახდომა თასმისებური ჭიებით. ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში თასმისებური ჭიებით გახდომა საკმაოდ პოპულარულია. ადამიანები ყლაპავენ ჰელმინების კვერცხების შემცველ აბებს, რათა ჭიებმა საჭმლის შთანთქმა ორგანიზმის შიგნით დაიწყონ. სასურველი შედეგის მიღწევის შემდგომ ისინი ღებულობენ ანტიჰელმინტურ პრეპარატებს პარატიზების მოსაშორებლად. ჰონკ-კონგის ჯანდაცვის ორგანიზაცია უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მოუწოდებს მოსახლეობას, რომ მათ უარი თქვან ამ დიეტაზე.

ფლეტჩერის დიეტა.  “დაღეჭე და გადმოაფურთხე” – ეს ექიმ ჰორაციუს ფლეტჩერის მეთოდიკაა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ დიეტას ბევრი ადამიანი მიმართვდა, მათ შორის, კაცობრიობის ისტორიაში პირველი მილიარდელი – როკფელერი. ფლეტჩერის იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საჭიროა ნებისმიერი სახის საკვების (მათ შორის, თხევადისიც) 100-ჯერ დაღეჭვა აუცილებელი ნივთიერებების მისაღებად, შემდგომ კი ლუკმის გადმოფურთხება.

სიგარეტის დიეტა. დღესდღეობით ყველამ იცის, რომ სიგარეტის მოწევა სერიოზულად ვნებს ჯანმრთელობას. დაავადებები, რომლებსაც იწვევს ეს მავნე ჩვევა, მითითებულია თითოეულ შეფუთვაზე. გასულ საუკუნეში კი თამბაქოს ნაწარმის რეკლამას ალამაზებდა ფრაზა: “ხელს უწყობს კენარი ტანის დაყენებას”.