
მოცემულ სტატიაში გავიხსენებთ მსახიობებს, რომლებიც იდეალურად შეერწყნენ ლეგენდარული პერსონების როლებს. ყოველთვის რთულია ფილმების გადაღება იმათ შესახებ, რომლებიც საყოველთაო ცნობადობით გამოირჩეოდნენ. მსახიობებმა გრეის კელიმ და მერილინ მონრომ კინოში ითამაშეს პრინცესა დიანას როლი. მათ წინაშე ორმაგი ამოცანა იდგა: მათ ეკრანზე უნდა წარმოეჩინათ მილიონების რჩეული და თან არ მოხვედრილიყვნენ კრიტიკის ქარცეცხლში.
მრავალი კრიტიკოსი და კინომოყვარული გაოცებული დარჩა, როცა გაიგო, რომ ფილმში “მონაკოს პრინცესა” გრეის კელის როლი შეხვდა ტომ კრუზის ყოფილ ცოლს – ნიკოლ კიდმანს. კინოლენტაში მოქმედება ვითარდება 1962 წელს, ანუ ჰოლივუდის მსახიობ გრეის კელისა და აზნაურ მონაკო რენე მე-3-ის შეუღლებიდან ექვსი წლის შემდეგ. ფილმში დავინახავთ წყვილის პირადი ცხოვრების დეტალებს, აგრეთვე გრეისის მცდელობებს, რომ შემოირიგოს თავისი სამეფო სტატუსი და დედობა სამსახიობო წარსულთან.
ნაომი უოტსი – პრინცესა დიანა, “დიანა:სიყვარულის ისტორია”.
44-წლის ნაომი უოტსი წარმოუდგენლად ბედნიერი იყო, როცა სწორედ ის შეარჩიეს პრინცესა დიანას როლის შემსრულებლად ფილმში – “დიანა: სიყვარულის ისტორია”.
ამ კინოლენტაში მოთხრობილია პრინცესას უკანასკნელი ორი წლის ცხოვრება. სიუჟეტის მიხედვით, დიანას უყვარდება კარდიოქირურგი, ამ პერსონაჟის ხორცშესხმაც წილად ხვდა ნევინ ენდრიუსს. რეჟისორ ოლივერ ხირშბიგელის მიერ გადაღებული მხატვრული ფილმი ფარდას ხდის დიანას ნამდვილ სიყვარულთან დაკავშირებულ საიდუმლოს.
ნაომი უოტსისათვის პრინცესას როლი ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა მთელი მისი კარიერის განმავლობაში. მსახიობს მოუწია დიანას ჩვევების დეტალური შესწავლა, ხმის, მიმიკების, მიხვრა-მოხვრის და თვალების გამომეტყველების შეცვლაც კი.