უჩვეულო ჩვევები, რომლებიც დროზე ადრე დაგაბერებთ.

0
67

დაბერება – ესაა ბუნებრივი პროცესი, რომლის შეჩერებაც შეუძლებელია. მრავალი ქალი მას გაუცნობიერებლად აჩქარებს, რის მერეც ისინი კოსმეტოლოგებს აკითხავენ შეკითხვებით, რატომ არ გამოიყურებიან თავიანთ ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად. მოცემულ სტატიაში ჩამოვთვლით ერთი შეხედვით უწყინარ ჩვევებს, რომლებიც ახდენს ნაადრევი დაბარების პროვოცირებას.

როცა ქალები დადევნებულები არაიან სილამაზესა და ახალგაზრდობას, ისინი ნებისმიერ მსხვერპლზე მიდიან ხოლმე. ვიდრე ერთნი აურაცხელ ფულს ხარჯავენ ძვირიან კოსმეტიკაში, სხვები უფრო რადიკალურ მეთოდებს მიმართავენ, რაც ქირურგიულ ჩარევებს მოიაზრებს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ბიოლოგიური პროცესების შეჩერება არავის ხელეწიფება. ქვემოთ ვისაუბრებთ, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ ჩვეულებებზე, რომლებიც გაბერებთ.

ნიკაპით ეყრდნობით ხოლმე ხელს და ხშირად ეხებით საკუთარ სახეს

კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისა ან წიგნის კითხვის დროს ადამიანები ნიკაპით გაუცნობიერებლად ეყრდნობიან ხელს. უდავოდ, ეს პოზა საკმაოდ მსოახერხებელი, თუმცა, იმავდროულად, მავნეცაა. ასეთ მდგომარეობაში დიდი ხნის ყოფნის შემდგომ კანის ელასტიურობა უარესდება.

იღებთ ზედმეტად ცხელ შხაპს

ცხელი შხაპი გრილ დილას – სასიამოვნო პროცედურაა, რომელიც გამოფხიზლებაში გვეხმარება. დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ წყლის 40 გრადუსამდე ტემპერატურა შევარჩიოთ. საქმე იმაშია, რომ ცხელი წყალი ხელს უწყობს სითხის დაკარგვას, ის ჩამორეცხავს კანის ზედაპირის დამცავ ბუნებრივ ზეთებს.

გავიწყდებათ სხეულის დამატენიანებელი ლოსიონის წასმა

როცა ქალები სამსახურში ან ღონისძებაზე მიდიან, ხშირად ჩქარობენ, ამიტომ ზოგჯერ უარს ამბობენ სხეულის მასაზრდოებელი და დამატენიანებელი ლოსიონის გამოყენებაზე.

ხშირად იყენებს ჩვეულებრივ საპონს

მაგარი ხელსაბანი საპნის გამოყენების შემდეგ კანი გამოშრება ხოლმე, აქედან გამომდინარე, სასურველია, რომ მოახდინოთ ამ კოსმეტიკური საშუალებით სარგებლობის მინიმიზირება.

ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ, თუმცა დამაბერებელ ჩვევებს მიეკუთვნება:

  • ზამთრის პერიოდში მზისგან დამცავი საშუალებებით არ სარგებლობთ;
  • დროულად არ ცვლით ტანის სახეხს;
  • ზედმეტად ხშირად იბანთ სახეს;
  • გძინავთ არასწორ პოზაში;
  • უგულებელყოფთ მზისგან დამცავ სათვალეებს;
  • მუდმივად იყენებთ გაჯეტებს;
  • იმყოფებით სტრესულ მდგომარეობაში;
  • სვამთ ძალიან ბევრ ყავას;
  • ჭარბად მოიხმართ მარილს და შაქარს.