სულ უფრო მეტ მამაკაცს სურს, “საკუთარი თავისათვის ბავშვის გაჩენა”: რას ეძებენ ისინი ისეთ საიტებზე, რომლებიც ანაცვლებენ სპერმის ბანკებს?

0
70

გაცნობის საიტებით უკვე ვეღარავის გავაკვირვებთ. როგორც გაირკვა, მსოფლიოში არსებობს სპეციალური სერვისი, სადაც ადამიანები ერთმანეთს მხოლოდ ერთი მიზნისათვის – ბავშვის გასაჩენად ეძებენ. ამ შემთხვევაში არაა საუბარი საკუთარი ბიომასალის გასაღებაზე ორიენტირებულ სპერმის დონორებსა და 40 წელს გადაცილებულ მარტოხელა ქალებზე, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსველელბი. იდეა გაცილებით უფრო ღრმაა, ის ეფუძნება თანამშობლობას.

“გავაუმჯობესებთ დემოგრაფიას, შევასრულებთ ჩვენს მთავარ დანიშნულებას” – ესაა კომპანიის მთავარი დევიზი. როგორც ჩანს, მათ ვებგვერდზე შესულმა მომხმარებლებმა ეს ისედაც იციან. მოძველებული და მოუხერხებელი ინტერფეისი არავის აფერხებს, რეგისტარციაც, რასაკვირველია, ფასიანი. ანკეტა საკმაოდ პრიმიტიულია: წონა, სიმაღლე, ჯანრმთელობის მდგომარეობა ათქულიანი სკალის მიხედვით. აგრეთვე უნდა უპასუხოთ კითხვებს: გაქვთ თუ არა მიღებული უმაღლესი განათლება და გყავთ თუ არა შვილები.

ვებრგვერდზე შესაძლებელია უამრავი ისეთი ქალბატონის აღმოჩენა, რომლებიც სპერმის დონორებს ეძებენ. ისინი კანდიდატებს ისეთი ყურადღებით არჩევენ, როგორც ცხენებს დოღის წინ. ისინი უბიწო ჩასახვას ჩასახვას ანიჭებენ უპირატესობას – ინსემინაციას (სპერმის შეყვანა საშვილოსნოს ღრუში შპრიცისმაგვარი ხელსაწყოთი, პროცედურა სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულოა).

როცა ოვულაციის ყველა აუცილებელი ტესტი ჩატარებულია და “X” დღე დათქმულია, მაშინ საქმეში ერთვება მამაკაცი. სავალდებულოა, რომ პროცედურამდე 3-დან 7 დღემდე ადრე მან თავი უნდა შეიკავოს ეაკულაციისგან. ეს აუცილებელია იმისავის, რათა სპერმა არ იყოს არც ზედმეტად ჩამდგარი და არც გაღარიბებული. სასურველია, რომ უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში მამაკაცი ჯანრმთელი ცხოვრების წესს ეწეოდეს. “X” დღეს კანდიდატი იღებს სპეციალურ ჭურჭელს, შემდეგ კი ის განმარტოვდება… მაქსიმალური ვადა, რომლის შემდგომაც სპერმა კარგავს თავის თვისებებს – ესაა ორი საათი სათესლე სითხის გამონთხევიდან.