5 რამ, რაც აუცილებლად მოგანიჭებთ სიმშვიდეს – გლუკოფონიდან დაწყებული, ფეხების მასაჟორით დამთავრებული.

0
60

როცა იოგა და მედიტაცია უკვე უძლურია, მაშინ საქმეში ერთვებიან “ისინი”.სტრესული სიტუაციები ჩვენი ყოველდღიურობის თანმდევი ნაწილია. მსოფლიოში მიმდინარე დაძაბულმა მოვლნებმა, სამსახურში წარმოშობილმა სირთულეებმა, ახლობლების ავადმყოფობამ შეიძლება წონასწორობიდან გამოგვიყვანოს. მსგავს მომენტებში ჩვენში შფოთვის შეგრძნება მძლავრობს, უკიდურეს შემთხვევებში კი პანიკაში ვცვივდებით ხოლმე. ამ დროს ხშირდება გულისცემის სიხშირე, ორგანიზმში გამოიყოფა ადრენალინი, იჭიმება კუნთები, ირღვევა სუნთქვის რითმი. სამწუხაროდ, ნერვული სისტემის შესაძლებლობები არაა უსაზღვრო, მისი დამცველობითი ფუნქციები თანდათან ილევა.

საკუთარი თავის სტრესული სიტუაციებისგან გამიჯვნა თითქმის შეუძლებელია. ერთადერთი, რაც დაგვრჩენია – ესაა საკუთარი ემოციების მართვის სწავლა და დაძაბულობის მოხსნა ყველა ხელმისაწვდომი ხერხით. ამაში იოგა, მედიტავია და სწორი კვება გვეხმარება. იბადება კითხვა, როგორ მოვიქცეთ ისეთ სიტუაციებში, როცა თავი ხელში სწრაფად უნდა ავიყვანოთ? ასეთ შემთხვევაში მთავარია სისხლში სწრაფად დავაქვეითოთ ადრენალინის დონე და ყურადღება სხვა რაღაცაზე გადავიტანოთ. არსებობს ნივთები, რომლებიც თვალის დახამხამებაში დაგამშვიდებთ და დაგაბრუნებთ ჩვეულ კონდიციაში. დამამშვიდებელი ხმების და მელოდიების მქონე გლუკოფონი ან ფეხების მასაჟორი მათ რიცხვს მიეკუთვნება.