
მოგესალმებით! დღეს Girl,ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: რა უშლის მას რეალურად ხელს, თქვენთან ურთიერთობის განვითარებაში?
განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი ფიქრებისგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).
კარტი გახასიათებთ, როგორც ძალიან ქალურ, სავსე, მშვიდ, რბილი ენერგიის მქონე ქალს. თქვენ გაქვთ ძალიან განვითარებული ინტუიცია, ემპათია, შეგიძლიათ სხვა ადამიანების განწყობის შეგრძნება და ზოგადად, თქვენი გამჭრიახობის წყალობით, თქვენ ახერხებთ სხვებზე მეტის დანახვას.
ზომიერად ემოციური ხართ, გსურთ ჰარმონიული პირად ცხოვრება, ურთიერთობები, რომლებშიც იქნება რომანტიული გრძნობები და სტაბილურობა, ერთად ცხოვრების სურვილი, მუდმივობა.
ზოგადად, პირადი ცხოვრება თქვენთვის პრიორიტეტულია, თუმცა მატერიალური სფეროც მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო ნაკლებად. გსურთ სიმყუდროვე, რათა თქვენც და თქვენმა ახლობლებმაც კომფორტულად იგრძნონ თავი. ფუფუნებისა და ლამაზი ცხოვრებისაკენ – თქვენ არ ისწრაფვით.
თქვენი მამაკაცი არც თუ ისე კარგ ემოციურ მდგომარეობაშია, ნეგატივში იმყოფება, ვიღაცასთან კონფლიქტშია. სავარაუდოდ, ეს ნეგატივი მოდის ნათესავებისგან, ოჯახიდან. უმეტესობის შემთხვევაში, კარტი გვიჩვენებს ჩხუბს და კონფლიქტს ბავშვების გამო, ან ბავშვებთან, უმცროს ნათესავებთან.
თქვენი გრძნობები? აშკარად შეყვარებული ხართ მამაკაცზე, მის მიმართ ნაზი გრძნობები გაქვთ, აშკარად არ ხართ გულგრილი. თასების დედოფალი ამ შემთხვევაში გახასიათებთ როგორც ქალს, რომელსაც უყვარს და სურს რომ უყვარდეთ.
მამაკაცს ნამდვილად არ ესმის, რა გრძნობები აქვს თქვენს მიმართ. დიახ, თქვენ მას იზიდავთ ქვეცნობიერ, ემოციურ დონეზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ურჩევნია არ იფიქროს თავის გრძნობებზე.
რა ხდება ახლა თქვენს შორის? აქ ურთიერთობებზე საუბარი რთულია, კარტი საუბრობს ნერვიულობაზე, ილუზიებზე, მაგრამ ის არ გვიჩვენებს რომანტიკული წყვილის ურთიერთობას. თუმცა, თქვენ შეიძლება გაკავშირებდეთ საერთო საქმეები, მაგალითად, შეიძლება მუშაობდეთ ან სწავლობდეთ ერთად ან გქონდეთ საერთო გატაცება.
როგორც უკვე ვთქვით, არის გრძნობები, ემოციები, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ისინი არ ვლინდება. ურთიერთობთ, უყურებთ ერთმანეთს, მაგრამ მეტი არაფერი.
რა უშლის მას ხელს თქვენთან ურთიერთობის განვითარებაში? თუმცა, აქ უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა გვეკითხა, რა უშლის მას ხელ ურთიერთობისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაში?
ბევრი რამ. უპირველეს ყოვლისა, შიშები, ეჭვები, თავდაუჯერებლობა, ზოგადად, შინაგანი ემოციური მდგომარეობა, რომელიც არანაირად არ უბიძგებს მას რომანტიკული ქმედებებისკენ თქვენი მიმართულებით.
გარდა ამისა, ამ მამაკაცზე გავლენას ახდენს ვინმე ქალი, რომელთანაც მას აქვს, თუმცა არა ნათელი და ვნებიანი, მაგრამ საკმაოდ სტაბილური და გრძელვადიანი ურთიერთობები. ზოგიერთ შემთხვევაში, მამაკაცს შეიძლება ჰყავდეს ოჯახი, შვილები.
პრინციპში, თქვენი ურთიერთობა, რომც ყოფილიყო ახლა მისთვის პრიორიტეტული, ამ ადამიანს უახლოესი მომავლისთვის სხვა გეგმებიც გააჩნია და ეს ყველაფერი მთლიანობაში ხელს უშლის მას, თქვენთან ურთიერთობაში.