
მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – საუბარია ნივრის გასუფთავების ერთ მეთოდზე.ნივრის გაფცქვნა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. მით უმეტეს, თუ ნიორი წვრილია და ბევრი გჭირდებათ.ყველაზე ხშირად, პატარა კბილები ნაგავში იყრება, რადგან არ არსებობს მათი გასუფთავების არანაირი სურვილი.
მაგრამ არსებობს მარტივი ხრიკი, რომლის წყალობითაც ნიორს კანი თავისით მოშორდება, თითქოს ჯადოსნური ჯოხის მოქნევით, თითქმის თავისთავად.მეთოდი სასაცილოდ მარტივია, მაგრამ ძალიან ეფექტური. გაგიკვირდებათ, რამდენად ადვილია.დაასხით ნიორს ცივი წყალი და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში.თუ დრო არ გაქვთ და ნივრის დაფცქვნა იმ მომენტშივე გჭირდებათ, მაშინ წყალი უნდა იყოს არა ცივი, არამედ თბილი.
ამ შემთხვევაში, ნივრის კბილებს მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება და შეძლებთ დაიწყოთ ნივრის გაფცქვნა.ნივრის კბილები ოდნავი შეხებით გაიფცქვნება.