
მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – გთავაზობთ ნიღბის რეცეპტს, რომელსაც დაბერების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. ამ მშვენიერი ნიღბის შემადგენლობაში მხოლოდ სამი კომპონენტია, მაგრამ ძალიან სასარგებლო!
1. ქაცვის ზეთი. ის შესანიშნავად აღადგენს კანის ზედაპირს, ფაქტიურად აახლებს მას. ამ თვისებების გამო, ქაცვი ხშირად შედის დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტიკის შემადგენლობაში. ქაცვის ზეთი შესანიშნავად ატონიზირებს და ატენიანებს კანს, ხელს უწყობს ნაოჭების მოშორებას, გაჯერებულია C, K და E ვიტამინებით.
ამ ნიღბისთვის 1 ჩაის კოვზი ქაცვის ზეთი დაგჭირდებათ.
2. ალოეს წვენი. ეს არის უნიკალური კომპონენტი, რომელსაც აქვს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, ის შესანიშნავად კვებავს კანს და აჯერებს მას სასარგებლო მიკროელემენტებით.
ნიღბისთვის დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი.
მნიშვნელოვანია! თუ ალოეს ახალი ფოთლები არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ალოე ვერას სახის გელი. საჭიროა 1 ჩაის კოვზი გელი.
3. კვერცხის გული. მას გააჩნია დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება, აქვს საოცარი გამაახალგაზრდავებელი თვისებები.
ნიღბის მომზადების წესი:
- 1. კვერცხი გული მოათავსეთ მინის ან კერამიკულ ჭურჭელში, მსუბუქად ათქვიფეთ.
- 2. გულს დაუმატეთ ქაცვის ზეთი, კარგად აურიეთ.
- 3. მიღებულ ნარევს დაუმატეთ ალოეს წვენი, აურიეთ ყველაფერი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი მზადაა!
ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით. საჭიროების შემთხვევაში, წაისვით კანის მოვლის კრემი. ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ კანი გახდება ხავერდოვანი, რბილი და გლუვი. იმისათვის, რომ ნაოჭები გასწორდეს, კანი კი ელასტიური გახდეს და დაიჭიმოს, საჭიროა კურსის ჩატარება – კვირაში 3-ჯერ ერთი თვის განმავლობაში.
სასიამოვნო პროცედურებს გისურვებთ ყველას!