
მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: სად დაიკარგა? სურს თუ არა თქვენთან შემდგომი ურთიერთობები?
რა ენერგიებშია ახლა ადამიანი, ვის შესახებაც ეკითხებით კარტს?
ამ მამაკაცის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. კარტი “გემი” ამბობს იმას, რომ ამ მამაკაცმა რაღაც ახალი წამოიწყო. ეს შეიძლება იყოს რაიმე ახალი პროექტი, სამსახური, დაწინაურება, ან საკუთარი ბიზნესის გახსნაც კი. უფრო მეტიც, ეს პროექტი საკმაოდ წარმატებულად ვითარდება და შთააგონებს მას წინსვლისთვის. მას სჯერა, რომ ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია.
კარტი “ჭა” ამბობს, რომ ის იმდენად არის ჩაფლული ამ ცვლილებებში, რომ სხვას ვერაფერს ხედავს. ის ახლა იმდენად არის შთაგონებული ამ პროექტით, რომ სხვა ყველაფერმა უკანა პლანზე გადაიწია.
ზოგიერთის შემთხვევაში, შიძლება ისე იყოს, რომ მამაკაცი სხვა ქალაქში წავიდა სასწავლებლად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ან უბრალოდ მივლინებაში.
აპირებს თუ არა ის გამოჩენას უახლოეს პერიოდში?
თქვენ მას ახსენდებით, სურს თქვენთან კავშირზე გამოსვლა: დარეკვა ან რაიმეს მოწერა. კარტი “მხედარი ქალი” ყველაზე ხშირად ნიშნავს რაიმე წერილს ან შეტყობინებას.
“მხედარი ქალიც” და “დათვიც” – შეხვედრაზე მეტყველებს. შესაძლოა, ის თქვენთან შეხვედრაზე ფიქრობდეს. თუმცა, ჯერ შეტყობინების მოწერით დაიწყებს. თუმცა, “დათვის” მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას თქვენთან ცარიელი ხელებით მოსვლა არ უნდა. მას თქვენთვის რაიმეს ჩვენება, რაიმეს დამტკიცება სურს. შესაძლოა მას თქვენთვის იმ პროექტის ჩვენება სურს, რომელზედაც ახლა მუშაობს. იმის ჩვენება სურს, თუ რა გააკეთა და რას მიაღწია.
როგორ განვითარდება ურთიერთობა შემდგომ?
მამაკაცს შეიძლება ჰქონდეს რაიმე საიდუმლო თქვენგან. კარტი “მელა” ეშმაკობასა და მოტყუებაზე საუბრობს, ხოლო “ლუპა” გაფრთხილებთ, რომ თქვენ საფუძვლიანად უნდა შეამოწმოთ და შეისწავლოთ ყველაფერი.
იქნებ, როდესაც თავისი პროექტის შესახებ მოგიყვებათ, რაიმეს გააზვიადებს? გაზრდის მის მასშტაბებს ან დაგიმალავთ მნიშვნელოვანი ინფორმაციის ნაწილს? იქნებ მას არ სურს საუბარი რაიმე ახალ პარტნიორობაზე ან ნაცნობობაზე? ამ კარტების მიხედვით, ვიღაც ძალიან აქტიურად ცდილობს მამაკაცს მიმართულება მისცეს იქით, სადაც მას წასვლა საერთოდ არ სჭირდება. “თევზი” და “მელა” ერთად ამბობს იმას, რომ ვიღაც ცდილობს გამოიყენოს ეს ადამიანი საკუთარი მიზნებისთვის.
მამაკაცს ისევ უნდა თქვენი ნახვა, მას სურს თქვენი ურთიერთობებისთვის ახალი ცხოვრების შთაბერვა. თუმცა, ახლა უფრო მეტი აქცენტი მიმდინარე პრობლემების გადაჭრაზე კეთდება. შესაძლოა, იმ პროექტმა, რომელზეც ახლა მუშაობს, საშუალება მისცეს უკეთესად მოაწყოს თქვენი ცხოვრება და უფრო თავდაჯერებულად შეხედოს მომავალს.