
ყველა ქალს ერთხელ მაინც უოცნებია, რომ კენარი დაბადებულიყო და მომხიბვლელი გარეგნობა ჰქონდა, თუმცა ლამაზმანთა გზა როდია მოფენილი უეკლო ვარდებით. ზოგჯერ ისინი აწყდებიან თავიანთი მშვენიერების უარყოფით მხარეებს.
რთულია მეგობრების გაჩენა. ყველას სურს ნამდვილი მეგობრების ყოლა. ლამაზ ქალებს სულ ჰყავთ მოშურნეები, რომლებიც მათ სხვადასხვა სისაძაგლეს გაუკეთებენ, რათა ნებსით თუ უნებლიეთ შური იძიონ მათზე მათი მომხობვლელობის გამო.
მეგობარი მამაკაცების ფარული ინტერესი. მშვენიერ ქალებს ბევრი მამრი ამხანაგი ჰყავთ, რომელთა უმრავლესობას მეგობრობაზე მეტი სწადია. ლამაზმანის ნაცნობები ცდილობენ მასთან დაახლოებას და რომანტიკული ურთიერთობის წამოწყებას.
არ აღიქვათ სერიოზულად. საზოგადოებაში მრავალი დადგენილება არსებობს და მათ ხალხი ბრმად იჯერებს ხოლმე. აქედან გამომდინარე, მშვენიერ ქალებს ხშირად აუფასურებენ. თუკი მან სკოლა წარჩინებით დაამთავრა, ესე იგი, ნიშნებს ლამაზი თვალების გამო უწერდნენ. თუ მას მაღალი თანამდებობა უჭირავს, გამოდის, რომ მან უფროსი მოაჯადოვა. რატომღაც ლამაზმანებს სულელებად და ზარმაცებად მიიჩნევენ, ამას კი რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
დასაქმებასა და კარიერასთან დაკავშირებული პრობლემები. რასაკვირველია, მამაკაცებს გაახარებთ თავიანთ ოფისში ლამაზი თანამშრომლის გამოჩენა. საქმე იმაში, რომ პერსონალის სამსახურში აყვანით უხშირესად სწორედ ქალები არიან დაკავებულები. მომხიბვლელი მანდილოსნის დასაქმებით ისინი ზედმეტ კონკურენციას იქმნიან.
მისთვის ზედმეტად კარგი ხარ. ერთი შეხედვით, რჩეული მამაკაცის პოვნის მხრივ ლამაზმანებს პრობლემა საერთოდ არ უნდა შეექმნათ, თუმცა ხშირად ამის საპირისპირო რამ ხდება. ზოგჯერ მამრს თავდაჯერებულობა არ აკლია, თუმცა მას ცრუ სტერეოტიპები ახვევია თავზე: მომხიბვლლეი ქალები არაინ მომთხოვნები, ქარაფშუტები, არამდგრადები და ყველაფერს იკადრებენ მატერიალური სარგებლის მისაღებად.
გამოდის, რომ სილამაზე ქალისათვის შეიძლება არა მხოლოდ ხელშემწყობი ფაქტორი, არამედ წინაღობაც კი აღმოჩნდეს.