14-დღიანი იაპონური დიეტა: აღმოსავლური შეხედულება ტანკენარობაზე.

0
89

14-დღიანი იაპონური დიეტა იძლევა გარანტირებულ შედეგს, რომელიც დიდი ხნით ნარჩნდება. იმისათვის, რათა ნამდვილი გეიშა გახდეთ, საჭიროა სამურაისეული გამძლეობის გამოვლენა!

იაპონური დიეტის მიმოხილვა:

  • ხანგრძლივობა: 14 დღე;
  • მახასიათებლები: დაბალკალორიულობა, მკაცრი ცილოვანი დიეტა, რომელიც წინასწარ ფსიქოლოგიურ შემზადებას საჭიროებს;
  • შედეგი: მინუს 5-8 კგ;
  • რეკომენდირებული სიხშირე: მაქსიმუმ წელიწადში ორჯერ.

ეს დიეტა არაა განკუთვნილი ორსულთათვის და მეძუძური დედებისათვის, აგრეთვე გასტრიტით, კუჭის წყლულით დასნეულებულთათვის, ღვიძლის, თირკმელების დაავადების მქონეთათვის.

14-დღიანი იაპონური დიეტისათვის საჭირო პროდუქტების სია:

  • უმაღლესის ხარისხის ყავა (მარცვლები ან დაფქვილი) – 1 შეფუთვა;
  • მწვანე ჩაი – 1 შეფუთვა;
  • შინაური ქათმის კვერცხი – 2 ათეული;
  • ზღვის თევზის ფილე – 2 კგ;
  • სამარხვო საქონლის ხორცის რბილობი – 1 კგ;
  • ზეითუნის ზეთი – 500 მლ;
  • თეთრი კომბოსტო – 100 გ;
  • სტაფილო – 2-3 კგ;
  • ყაბაყები, ბადრიჯნები – საერთო ჯამში 1 კგ;
  • ხილი (ბანანისა და ყურძნის გარდა) – საერთო ჯამში 1 კგ;
  • კეფირი – 1 ლ
  • რჩეული ლიმონები – 2 ც.

პირველი დღე

  • საუზმე: უშაქრო და ურძეო ყავა.
  • სადილი: 2 ც. მოხარშული კვერცხი, მოხარშული კომბოსტო ზეითუნის ზეთთან და ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
  • ვახშამი: 200 გ მოხარშული ან შემწვარი თევზი.

მეორე დღე

  • საუზმე: ჭვავის პურის ნაჭერი და უშაქრო ყავა.
  • სადილი: 200 გ მოხარშული ან შემწვარი თევზი მოახრშულ კომბოსტოსა და ზეითუნის ზეთთან ერთად.
  • ვახშამი: 100 გ მოხარშული საქონლის ხორცი და ერთი ჭიქა კეფირი.

მესამე დღე

  • საუზმე: ტოსტერში გამომშრალი ჭვავის პურის ნაჭერი, უშაქრო ყავა
  • სადილი: მცენარეულ ზეთში შებრაწული ყაბაყები და ბადრიჯნები.
  • ვახშამი: 200 გ უმარილო მოხარშული საქონლის ხორცი, ნედლი კომბოსტო და 2 ც. მოხარშული კვერცხი.

მეოთხე დღე

  • საუზმე: პატარა ნედლი სტაფილო და ერთი ცალი ლიმონის წვენი.
  • სადილი: 200 გ მოხარშული ან შემწვარი თევზი და ერთი ჭიქა ტომატის წვენი
  • ვახშამი: 200 გ ნაბისმიერი ხილი.

მეხუთე დღე

  • საუზმე: პატარა ნედლი სტაფილო ერთი ლიმონის წვენთან ერთად.
  • სადილი: მოხარშული თევზი და ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
  • ვახშამი: 200 გ ნებისმიერი ხილი.

მეექვსე დღე

  • საუზმე: უშაქრო ყავა.
  • სადილი: უმარილო მოხარშული ქათამი (500 გ) კომბოსტოსა და სტაფილოს სალათთან ერთად ზეითუნის ზეთის დამატებით.
  • ვახშამი: მცირე ზომის ნედლი სტაფილო და 2 ც. მოხარშული კვერცხი.

მეშვიდე დღე

  • საუზმე: მწვანე ჩაი
  • სადილი: 200 გ უმარილო მოხარშული საქონლის ხორცი.
  • ვახშამი: 200 გ ხილი და 200 გ მოხარშული ან შემწვარი თევზი ან 2 ც. კვერცხი ნედლ სტაფილოსთან ერთად ან მოხარშული საქონლის ხორცი და 1 ჭიქა კეფირი.

მერვე დღე

  • საუზმე: უშაქრო ყავა.
  • სადილი: 500 გ მოხარშული უმარილო ქათამი, სტაფილოსა და კომბოსტოს სალათი ზეითუნის ზეთის დამატებით.
  • ვახშამი: პატარა ნედლი სტაფილო და 2 ც. მოხარუში კვერცხი.

მეცხრე დღე

  • საუზმე: საშუალო ზომის სტაფილო ლიმონის წვენთან ერთად.
  • სადილი: 200 გ მოხარშული ან შემწვარი თევზი და ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
  • ვახშამი: 200 გ ნებისმიერი ხილი.

მეათე დღე

  • საუზმე: უშაქრო ყავა.
  • სადილი: 50 გ ყველი, 3 პატარა ნედლი სტაფილო და 1 ც. მოხარშული კვერცხი.
  • ვახშამი: 200 გ ნებისმიერი ხილი.

მეთერთმეტე დღე

  • საუზმე: უშაქრო ყავა და ჭვავის პურის ნაჭერი.
  • სადილი: მცენარეულ ზეთში შებრაწული ყაბაყები და ბადრიჯნები.
  • ვახშამი: 200 გ მოხარშული უმარილო საქონლის ხორცი, 2 ც. მოხარშული კვერცხი და ნედლი კომბოსტო.

მეთორმეტე დღე

  • საუზმე:უშაქრო ყავა და ჭვავის პურის ნაჭერი.
  • სადილი: 200 გ მოხარშული ან შემწვარი თევზი ნედლ კომბოსტოსთან ერთად ზეითუნის ზეთის დამატებით.
  • ვახშამი: 100 გ მოხარშული უმარილო საქონლის ხორცი და ერთი ჭიქა კეფირი.

მეცამეტე დღე

  • საუზმე: უშაქრო ყავა.
  • სადილი: 2 ც. მოხარშული კვერცხი, მოხარშული კომბოსტო და ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
  • ვახშამი: 200 გ მოხარშული ან შემწვარი თევზი.

მეთოთხმეტე დღე

  • საუზმე: უშაქრო ყავა.
  • სადილი: მოხარშული ან შემწვარი 200 გ თევზი, ნედლი კომბოსტო ზეითუნის ზეთთან ერთად.
  • ვახშამი: 200 გ მოხარშული საქონლის ხორცი, ერთ ჭიქა კეფირი.