
მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ვიზაჟისტი სპუნჯის გამოყენების სერიოზულ შეცდომებზე საუბრობს.
ტონალური კრემის დატანის რამდენიმე მეთოდი არსებობს. რაც უფრო ახალგაზრდა და უპრობლემოა კანი, მით მეტი ვარიანტია, როცა კოსმეტიკა კანზე ნორმალურად გადანაწილდეს. მაგრამ კანის თავისებურებები და ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები განსაკუთრებულ მიდგომასა და სპეციალურ ცერემონიებს მოითხოვს, რათა კოსმეტიკა ლამაზად გადანაწილდეს კანზე და დემაკიაჟამდე გაძლოს.
1. სველი თუ მშრალი სპუნჯი
იდეალური ვარიანტია კარგად გაწურული სპუნჯი, რომელიც ლატექსს არ შეიცავს. ასეთი სპუნჯი წყალთან კონტაქტის დროს იბერება და ხდება უფრო დიდი და რბილი, ის ნაკლებად იწოვს ტონალურ კრემს. ზედაპირი ელასტიური ხდება და ამიტომ ღრუბელი უფრო ადვილად ავსებს კანზე არსებულ მცირე უთანაბრობებს.
პირველი ბრენდი, რომელმაც ასეთი ღრუბლების პოპულარიზაცია მოახდინა, იყო Beautyblender, კვერცხის ფორმის ღრუბელს დღესაც ამ სახელით მოიხსენიებენ. ახლა არის სხვა ვარიანტებიც, მთავარია, რომ ჰქონდეს ნიშანი “ლატექსის გარეშე”.
ღრუბელი მთლიანად უნდა ჩადოთ წყალში და რამდენჯერმე გაწუროთ, მუშტის შეკვრით. გამოყენებამდე შეგიძლიათ გაწუროთ იგი ხელსახოცში ან პირსახოცში შეფუთვით, რათა ნამდვილად მოაშოროთ ზედმეტი ტენიანობა.
ტონალური კრემის წასმა მშრალი სპუნჯითაც შეგიძლიათ, უბრალოდ პროდუქტის უფრო მეტი რაოდენობა დაიხარჯება და დაფარვა უფრო მკვრივი იქნება.
არ შეიძლება ტონალური კრემის წასმა გაურეცხავი სპუნჯით! სპუნჯის რეცხვა სავალდებულოა ყოველი გამოყენების წინ! სპუნჯზე დარჩენილმა კოსმეტიკურმა ნარჩენებმა შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიების გამრავლება, ძველი კოსმეტიკური საშუალებების ნაწილაკებმა შეიძლება გააფუჭოს ახალი საფარი და უფრო სწრაფად დაჟანგოს იგი, არსებობს ლაქების გაჩენისა და კოსმეტიკის წებოვნების მაღალი რისკი.
კატეგორიულად არ არის რეკომენდებული ღრუბლის მხოლოდ ნაწილობრივ დასველება, რადგან მისი შიდა სტრუქტურა ირღვევა და შიგნიდან იშლება. ეს არ დააზარალებს თქვენს მაკიაჟს, მაგრამ თქვენს საფულეზე იმოქმედებს.
გარეცხვის შემდეგ ღრუბელი არ უნდა ჩადოთ კოსმეტიკურ პარკებში და არ დატოვოთ ნესტიან ოთახში, რათა თავიდან აიცილოთ ობის წარმოქმნა.
2. დამჭიმავი მოძრაობები სპუნჯით
დიდი შეცდომაა იმის ფიქრი, რომ სპუნჯით შეგიძლიათ კოსმეტიკა ისე წაისვათ, როგორც თითებით ან ფუნჯით!
სპუნჯით, როგორც ბეჭდით, ისე უნდა გადაიტანოთ კოსმეტიკა კანზე, დარტყმითი მოძრაობებით და მცირე ამპლიტუდით. თუ სპუნჯს უწყვეტად გადაიტარებთ კანზე, მაშინ სპუნჯის პატარა ნაწილაკები მიკრო-სახეხის მსგავსად იმოქმედებს და ტონალურ კრემს თან გაიყოლებს.
ამიტომ, თუ უკვე დასრულებულ საფარზე სპუნჯს გადაიტარებთ, მან შეიძლება კანზე ზოლები დატოვოს.
მაკიაჟის ბოლოს სპუნჯის კოსმეტიკურ საშუალებებზე გადასმა შეიძლება საბედისწერო შეცდომად იქცეს თვალის ქვეშ ან ლოყაზე, მაგრამ ასეთი დამჭიმავი მოძრაობებით შეგიძლიათ წაშალოთ ტონალურის საზღვარი სახის პერიფერიებში და კისერზე.
3. სპუნჯის ფუნქციები
სპუნჯის მეშვეობით დასაწყისშივე შეგიძლიათ დაიტანოთ მოვლის კოსმეტიკა ან მაკიაჟის ბაზა, მაგრამ იმ პირობით თუ ეს საშუალებები კონფლიქტში არ არის დეკორატიულ კოსმეტიკასთან. მაგალითად, მჟავა ტონერს ან C ვიტამინის შრატს შეუძლია ტონალური კრემის დაჟანგვა, ამიტომ მათმა არსებობამ თავად ღრუბელზე, თუნდაც მცირე რაოდენობით, შეიძლება შეცვალოს ტონალური კრემის ფერი.
4. ტონალური საშუალების ფლაკონიდან პირდაპირ სპუნჯზე გადატანა
ტონალური კრემი შეგიძლიათ პირაპირ სპუნჯზე გადაიტანოთ და პირველი პორციები სახეზე სპუნჯით გადაინაწილოთ. მაგრამ ეს გამოიწვევს იმას, რომ ტონალური სპუნჯზე თანაბრად არ იქნება გადანაწილებული, ასევე სახეზე ტონალური კრემი თანაბრად არ იქნება გადანაწილებული და მეტი დრო დაიკარგება ტონალურის მთელ სახეზე თანაბრად გადასანაწილებლად. შედეგი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია შესანიშნავი გამოვიდეს, მაგრამ დრო და ძალისხმევა ნამდვილად მეტი დაგეხარჯებათ, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ თავიდანვე ტონალურს სპუნჯზე თანაბრად გადაანაწილებთ და სახეზე საჭირო სისქის მიხედვით წაისვამთ.