როდესაც ვერც ერთი საშუალება ვერ უმკლავდება ძველ ჭვარტლს და ცხიმს, მაშინ წლების განმავლობაში გადამოწმებული მეთოდი დაგეხმარებათ: 5 წუთი და ჭურჭელი ბზინავს

0
49

ცხიმიანი ჭურჭლის გარეცხვა ადვილი არ არის, მაგრამ როდესაც არის დაძველებული ცხიმი და ჭვარტლი, მაშინ საქმე კიდევ უფრო სერიოზულადაა.Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – გაგიზიარებთ ერთ მეთოდს, რომელიც ჭურჭლიდან ჭვარტლისა და ცხიმის მოშორებაში დაგეხმარებათ. ჩვეულებრივ, ამ პრობლემებს ვაწყდებით ტაფების, საცხობი ფორმების, მიკროტალღური ღუმელის ხუფების რეცხვისას.

ამ მეთოდისთვის დაგჭირდებათ ისეთი დადასტურებული ინგრედიენტები, როგორიცაა საცხობი სოდა, სპირტი და წყალბადის ზეჟანგი.ვიღებთ 1 სუფრის კოვზ საცხობ სოდას, 1 ჩაის კოვზ წყალბადის ზეჟანგს, 1 ჩაის კოვზ 95%-იან სპირტს.

ინგრედიენტებს საფუძვლიანად ვურევთ და ვიწყებთ ნარევის წასმას ჭუჭყიან ჭურჭელზე ღრუბლის მეშვეობით.მაშინვე შენიშნავთ, როგორ მოშორდება დაძველებული ცხიმი ჭურჭლის ზედაპირს. საუკეთესო ეფექტისთვის, კარგი იქნება თუ ნარევს ჭურჭელზე 10-15 წუთით გააჩერებთ.

ყურადღება! თუ თქვენ ბევრი ჭურჭელი გაქვთ გასარეცხი, მაშინ უნდა მოამზადოთ მეტი ნარევი, უბრალოდ პროპორციულად უნდა გაზარდოთ ინგრედიენტების რაოდენობა.საჭირო დროის გასვლის შემდეგ, ჭურჭელი ღრუბლის მეშვეობით გახეხეთ და გარეცხეთ გამდინარე წყლით.

ეს მეთოდი დაძველებულ ცხიმთან გამკლავებაშიც კი დაგეხმარებათ. მასში შემავალი ინგრედიენტები იაფია, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, საერთოდ არ არის საჭირო ძალისხმევის დახარჯვა. ყველაფერი ძალიან მარტივად კეთდება, ამიტომ გირჩევთ ამ მეთოდის გამოყენებას.