ტაროს გაშლა. რატომ არ აქტიურობს და არანაირად არ ავლენს თავს თქვენი მიმართულებით? შეიცვლება თუ არა მისი საქციელი მომავალში?

0
101

მოგესალმებით! დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ სტატია – ტაროს გაშლა, თემაზე: რატომ არ აქტიურობს და არანაირად არ ავლენს თავს თქვენი მიმართულებით? შეიცვლება თუ არა მისი საქციელი მომავალში?

განეწყვეთ ტაროს გასაშლელად. ეს ძალიან მარტივია: მოდუნდით და გაათავისუფლეთ გონება ზედმეტი ფიქრებისგან. იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ თავზე, იმ სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდით, თქვენს მამაკაცზე (თუ გაშლა მასზეა).

ამ გაშლაში კარტი გვიჩვენებს ქალს, რომელიც მცირედითაც კმაყოფილდება, მაგრამ იმას, რასაც თავისად მიიჩნევს, არავის დაუთმობს. იბრძოლებს იმისთვის, რაც თავისია. არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მატერიალური სიმდიდრე, თუმცა ეს ეხება ამასაც, ახლობლებსაც და ურთიერთობებსაც.

ზოგადად, იმას რაც სჭირდება ამ ქალს იმისთვის, რომ მომავალში თავდაჯერებულად იგრძნოს თავი. მას სურს, რომ ფული ჰყოფნიდეს იმისთვის, რაც მისთვის აუცილებელია, სურს, რომ ცხოვრებაში ჰქონდეს ემოციები, სურს, რომ მის ახლობლებს ყველაფერი წესრიგში ჰქონდეთ. თქვენთვის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია.

ზოგადად, კარტი თქვენზე საუბრობს, როგორც საკმაოდ ჩაკეტილ ქალზე, რომელიც არ უზიარებს თავის საიდუმლოებებს გარშემომყოფებს. თქვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ თქვენი ცხოვრება, თქვენი პატარა სამყარო, სადაც გარემოცული ხართ თქვენი ახლობლებით, იმ ადამიანებით, ვისაც ენდობით. ბევრის შემთხვევაში კარტი გვიჩვენებს ბავშვებს, რომლებზეც ძალიან ზრუნავთ.

მამაკაცი საკუთარი დახასიათებით თქვენგან ძალიან განსხვავდება, თქვენთვის სრულიად საპირისპიროა. ეს არის მამაცი, გაბედული ადამიანი, რომელსაც არაფერი აჩერებს საკუთარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

მას არ ეშინია გარისკვის, მას ურჩევნია რამე გააკეთოს და შეცდეს, ვიდრე არ გააკეთოს და მუდმივად ინანოს ამის გამო. ზოგადად, ადამიანი აქტიურია, ძალიან მიზანდასახული, იცის რა უნდა ცხოვრებაში და იცის, როგორ მიიღოს ის.

მას შეუძლია მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება, ხიდების დაწვა, თუ მიდის – მაშინ, დიდი ალბათობით, სამუდამოდ. ის არ ნანობს წარსულის გამო, ყოველთვის და ყველაფერში ხედავს ახალ პერსპექტივებს.

გარეგნულად ძალიან მიმზიდველია, ეწევა ცხოვრების აქტიურ წესს, ფიზიკურად გამძლეა. ზოგადად, არის მამაკაცი, რომელსაც ქალები ყურადღებას აქცევენ. ძალიან მამაცი ადამიანია.

რა ხდება გრძნობებთან დაკავშირებით? სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის თქვენ შორის რაიმე გრძნობები არ ჩანს. ზოგადად, გაურკვევლობაში ხართ, არ იცით, რას უნდა ელოდოთ ამ მამაკაცისგან ან მასთან ურთიერთობისგან მომავალში. ამ სიტუაციაში თავს მსხვერპლად გრძნობთ, თითქოს მამაკაცმა თქვენი ურთიერთობა გაწირა, გააუფასურა.

მამაკაცის მხრიდან გრძნობების კონტექსტში ამოვიდა რთული კარტი – პენტაკლების ექვსიანი, რომელიც ამბობს იმას, რომ ერთი მხრივ ადამიანს ენატრებით, მეორეს მხრივ კი – ამ პერიოდისთვის თქვენი ურთიერთობა მისთვის აშკარად არ არის პრიორიტეტული.

როგორი ურთიერთობა გაქვთ ახლა? ვერ ვიტყვი, რომ ეს დაშორებაა, უფრო აქ არის ინფორმაცია სიჩუმის შესახებ, თითქოს ერთად ხართ, მაგრამ მეორე მხრივ, თითოეულ თქვენგანს საკუთარი ცხოვრება გაქვთ, საკუთარი საქმეები, ძალიან შორს ხართ ერთმანეთისგან, ცოტა კომუნიკაცია გაქვთ, თითოეული საკუთარ თავსა და აზრებშია ჩაძირული.

აღარ არის ძველი ემოციები, არ არის ემოციური, სულიერი ერთიანობის განცდა. აქ შესაფერისია ისეთი გამოთქმა, როგორიცაა მარტოობა ერთად.

ამ ყველაფერთან ერთად თქვენ შორის უნდობლობაც არის, გარკვეული ეჭვები. მამაკაცი შეიძლება ეჭვობდეს, რომ მისი ერთგული არ ხართ, როგორც ვარიანტი, შესაძლოა თქვენც ეჭვიანობდეთ მასზე, თქვენს მიმართ მერკანტილური დამოკიდებულების გამო, იმის გამო, რომ ის ნამდვილად აუფასურებს თქვენს ურთიერთობას, რაზედაც უკვე ვისაუბრეთ.

და სულაც არ არის აუცილებელი, რომ ეს სინამდვილეში ასე იყოს, კარტმა გვიჩვენა მხოლოდ თქვენი და მისი აზრები ურთიერთობაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

რატომ არ მოქმედებს? აქ არის მთელი რიგი მიზეზები. ჯერ ერთი, ადამიანს უბრალოდ აქვს საკუთარი გეგმები, რომლებიც არ არის დაკავშირებული თქვენს ურთიერთობასთან, არის რაღაც, რაც ახლა მისთვის უფრო მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, არსებობს უნდობლობა თქვენს მიმართ (ვიღაცის შემთხვევაში, პირიქით, მამაკაცი შესაძლოა განიცდიდეს იმას, რომ თქვენ არ ენდობით).

კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ ადამიანს ესმის, რომ თქვენს ურთიერთობაში ახლა ნამდვილად კრიზისული პერიოდია, არის უამრავი პრობლემა, რომელიც, ერთი მხრივ, უნდა გადაჭრას, მაგრამ მეორეს მხრივ, ჯამბაზის მიხედვით, ის არ არის მზად ამისათვის. მას არ სურს ძალისხმევის დახარჯვა, მისთვის უფრო მარტივია ისე მოიქცეს, რომ თითქოს ეს პრობლემები არ არსებობს.

და რა საჭიროა რაიმეს გაკეთება, როდესაც მას შეუძლია იცხოვროს საკუთარი სიამოვნებისთვის, არ შეიწუხოს თავი იმის გამო, რასაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს. და კიდევ, კარტი არ გვიჩვენებს განსაკუთრებულ გრძნობებს თქვენს მიმართ, რაც ასევე არის მისი უმოქმედების ერთ-ერთი მიზეზი.
შეიცვლება თუ არა მისი ქცევა თქვენს მიმართ მომავალში? დიახ, მაგრამ ეს ძალიან მალე არ მოხდება, რადგან ვარსკვლავი არის არკანი, რომელიც საუბრობს შორეულ პერსპექტივაზე.

მამაკაცი თქვენს ურთიერთობაში უფრო სხვანაირად გამოავლენს თავს, ის თქვენი ურთიერთობის მომავალს დაინახავს და ეს იქნება სტაბილური და მუდმივი ურთიერთობები.

რატომ? რადგან ის ურთიერთობაში პერსპექტივას დაინახავს, ​​მიხვდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული გრძნობები არ გაკავშირებთ, ამ კავშირში მაინც არის გარკვეული რესურსი, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია.

ამ მამაკაცისგან არ უნდა ელოდოთ რაიმე რომანტიკულ ქმედებებს, მაგრამ კარტმა გვიჩვენა, რომ ის უფრო სერიოზულ დამოკიდებულებას გამოავლენს თქვენი კავშირის მიმართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში. ზოგადად, თქვენ შეძლებთ ბალანსის პოვნას, რაც ნამდვილად სასიხარულო ამბავია.