ოჯახისთვის ის იყო დაკარგული ადამიანი, სირცხვილი და სასჯელი

0
91
  •  ჩემი სახლიდან მოშორდი! – უყვიროდა ნანა თამუნას, თავის უფროს ქალიშვილს. – შენი დანახვა აღარ მინდა! შენ ჩვენი ოჯახის სირცხვილი ხარ!

თამუნა გამომწვევად უყურებდა დედამისს და ადგილიდან არ იძვროდა. მან იცოდა, რომ თავისი ოჯახის პრინციპების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, მაგრამ დამორჩილებას არ აპირებდა.

  • ახლა ხალხს თვალი როგორ გავუსწოროთ? – აგრძელებდა ნანა. – ეწვი, სახლში ნასვამი მოდიხარ, ვიღაც ბანდიტთან გაქვს ურთიერთობა! ის თვითონ ციხეში მოხვდება და შენც თან წაგიყვანს! პრობლემები მოგვიტანე! კარგია, რომ მამაშენი არ ხედავს ამ ყველაფერს.

ის კიდევ დიდხანს უყვიროდა თავის ქალიშვილს, ის კი ჩუმად უსმენდა, მაგრამ თვალებში სინანულისა და სირცხვილის წვეთიც კი არ ჰქონდა.

  • რატომ გაგაჩინა, უკეთესი იქნებოდა მომკვდარიყავი! – უყვირა ნანამ.

ამ სიტყვებზე თამუნა უცებ გატრიალდა და სახლიდან გაიქცა, კარგი ხმაურით გაიხურა. დედა კიდევ დიდხანს ლანძღავდა უვარგის ქალიშვილს, უმცროსი ქალიშვილი კი მას თავზე ხელს უსვამდა და ამშვიდებდა.თამუნა თავის “ბანდიტთან” წავიდა საცხოვრებლად, დედამ კი უბრალოდ ამოშალა ის საკუთარი ცხოვრებიდან. ოჯახისთვის ის დაკარგული ადამიანი, სირცხვილი და სასჯელი იყო. თამუნა ცდილობდა შერიგებას, მაგრამ ნანა ცივი სიჩუმითა და იგნორით პასუხობდა.

საბოლოოდ, თამუნა შეეგუა იმას, რომ ოჯახი აღარ ჰყავდა და თავის “ბანდიტთან” ერთად სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. რამდენიმე თვის შემდეგ ის მას დაშორდა, მაგრამ მალევე იპოვა სხვა ვისთან ერთადაც ისევ სხვა ქალაქში გადავიდა. თავისი მდიდრული, მაგრამ ამორალური ცხოვრების გამო, თამუნა აღარ ცდილობდა თავის ოჯახთან ურთიერთობის აღდგენას, მაგრამ გულმოდგინედ აუმჯობესებდა თავის ფინანსურ მდგომარეობას.

სითავხედემ, გულმოდგინებამ და მდიდრულად ცხოვრების სურვილმა ის მკაცრ ბიზნეს-ვუმენად აქცია, რომელსაც არ ეშინოდა რაიმე ავანტიურაში ჩაბმის და ყოველთვის შეეძლო საკუთარი თავის დაცვა.თითქმის ოცდახუთი წელი გავიდა. თამუნამ ბევრს მიაღწია – კარგი ბინა, კარგი მანქანა, კარგი კავშირები და ბიზნესი, რომელსაც მისთვის კარგი შემოსავალი მოჰქონდა… მაგრამ მის სულში ყოველთვის იყო ღია ჭრილობა, რომელიც არაფრით არ ხორცდებოდა, ბოლო დროს კი მისი ღრღნა დაიწყო – ეს იყო ურთიერთობა საკუთარ ოჯახთან. უფრო სწორად, ურთიერთობის არარსებობა. მას ძალიან მიუწევდა გული თავისი ოჯახისკენ. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ იქ რაღაც კარგად ვერ იყო. თამუნამ გადაწყვიტა, რომ მათთან ჩასულიყო.

ქალაქი, სადაც ის გაიზარდა ძალიან შეცვლილიყო. ახალი მიკრორაიონები, სავაჭრო ცენტრები ქარხნების ნაცვლად, ახალი ტროტუარები. მხოლოდ ჰაერი იყო ისეთი მშობლიური, რომ თამუნას გული ეტკინა. მიუახლოვდა სახლის კარს და ყველაზე მეტად იმის ეშინოდა, რომ დედამ და დამ საცხოვრებელი ადგილი ხომ არ გამოცვალეს. კარი გააღო… ახალგაზრდა ნანამ. თამუნა თავიდან გაოგნდა, შემდეგ კი მიხვდა, რომ ეს მისი დისშვილი იყო.

  • გამარჯობა! – გაუღიმა თამუნამ. – შენ ალბათ თინას შვილი ხარ, არა?
  • დიახ, – გაოცებით უპასუხა გოგონამ. მას ვერ გაეგო, თუ ვინ იდგა მის წინ. – დედაჩემს იცნობდით?
  • ვიცნობდი? – კითხვა შეუბრუნა თამუნამ და გულში ტკივილი იგრძნო. – რა მოხდა, სად არის?
  • თქვენ არ იცოდით? – მოწყენილმა ჰკითხა გოგონამ, დედა და მამა სამი წლის წინ გარდაიცვალნენ ავარიის შედეგად.
  • ღმერთო ჩემო, – სახეზე ხელები აიფარა თამუნამ. – ბებია?
  • ბებია ოთახშია. დედის გარდაცვალების შემდეგ ავად გახდა და ჯერაც ვერ გამოსულა მდგომარეობიდან, – უპასუხა გოგონამ და მაშინვე ჰკითხა: – თქვენ ვინ ხართ?
  • მე შენი დეიდა ვარ, თამუნა! შეიძლება შემოვიდე?
  • ოჰ, თამუნა დეიდა! – გახარებულმა წამოიძახა გოგონამ და თამუნა ბინაში შეუშვა. – მე ნინი მქვია.

სანამ თამუნა ფეხსაცმელსა და ქურთუკს იხდიდა, ნინი ჩასჩურჩულებდა:

  • ბებია ამ ბოლო დროს ხშირად გახსენებს და ტირის. მე მინახავს თქვენი ფოტოები, სადაც ძალიან ახალგაზრდა ხართ, ახლა კი ისეთი ლამაზი ხართ! კარგია, რომ ახლა ჩამოხვედით, თორემ ბინის გაყიდვას ვაპირებთ, ახლის ყიდვა გვინდა, ახალ უბანში.

თამუნა ოთახში შევიდა და გაოგნდა: მას უყურებდა მოხუცი ქალი, ჩამქრალი მზერით. არადა, როდესაც ის სახლიდან წავიდა, დედა ძალიან ახალგაზრდა და ჯანმრთელი ქალი იყო.

  •  დედა გამარჯობა, – ჩუმად უთხრა თამუნამ. ამ მომენტში ის საკუთარ თავზე ბრაზობდა, რომ უფრო ადრე რატომ არ ჩამოვიდა.

ნანა თამუნას უყურებდა და თვალებს არ უჯერებდა:

  • თამუნა, შვილო, – ატირდა ის მთელი ხმით. – რა კარგია, რომ ჩამოხვედი. მაპატიე შვილო! მაპატიე!

თამუნა მიუახლოვდა მწოლიარე დედას, საწოლზე ჩამოჯდა და დედას ჩაეხუტა. ორივე ტიროდა და პატიებას სთხოვდა ერთმანეთს. საკუთარ თავებს ადანაშაულებდნენ იმის გამო, რომ ამდენი წელი წყენაში გაატარეს.

  • შენ ხომ აღარ წახვალ? – იმედით ჰკითხა ნანამ.
  • დედა, ცოტა ხანს აქ დავრჩები, – დაამშვიდა ის თამუნამ. მაშინვე არ უთქვამს, რომ წასვლა მაინც დასჭირდებოდა, რადგან მას სახლი აქვს და სამსახური.

თამუნა და დედამისი საუბრობდნენ, ნინიმ კი ჩაი და სენდვიჩები შემოიტანა და მათ შეუერთდა.

  • ბინის გაყიდვა რატომ გადაწყვიტეთ? – იკითხა თამუნამ.
  • ჩვენ არა, ნინის ქმარმა გადაწყვიტა ასე, – უპასუხა დედამ. და უამბო, რომ ნინი მშობლების გარდაცვალებამდე 6 თვით ადრე გათხოვდა. ისინი ჯერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ, ავარიის შემდეგ კი მასთან გამოვიდნენ.

საუბრის დროს გაირკვა, რომ მაქსიმე ოჯახში იყო ერთადერთი მამაკაცი და ყველა მის წესებს ემორჩილებოდა. მხოლოდ ეს ისმოდა: “მაქსიმემ ეს თქვა, მაქსიმე წინააღმდეგი იქნება, მაქსიმეს ასე მოსწონს, მაქსიმეს ასე არ მოსწონს…” თამუნა მხოლოდ საკუთარი წესებით ცხოვრებას იყო მიჩვეული და მას ვერ გაეგო, როგორ შეიძლებოდა დამორჩილებოდა ადამიანი ასე ვინმეს საკუთარ ბინაში.

ამ დროს მაქსიმე სამსახურიდან დაბრუნდა, ნინი მაშინვე მის შესახვედრად გაიქცა. ისმოდა, თუ როგორ უამბობდა ნინი მას, რომ მათთან დეიდამისი ჩამოვიდა და ამ პერიოდისთვის მათთან იცხოვრებს. მაქსიმე უკმაყოფილოდ წუწუნებდა, რომ სტუმრების მოწვევამდე მისთვის უნდა ეკითხათ აზრი. დედამ შეშინებულმა შეხედა თამუნას, იფიქრა, რომ ახლა ჩხუბი ატყდებოდა, მაგრამ თამუნამ გაუღიმა. არ სურდა სიტუაციის დაძაბვა.

ოჰო, – გაიფიქრა თამუნამ, აქ ამათ ნამდვილად სჭირდებათ დახმარება.საღამოს, ვახშამზე, მაქსიმე ყველანაირად ახვედრებდა თამუნას, რომ ამ სახლში უფროსი ის იყო და სხვა არავინ. ნინიმ დამნაშავედ გაიღიმა და ჩუმად სთხოვა ქმარს:

  • კარგი მაქსიმე, ასე არ გინდა.

რაზეც მაქსიმემ მრავლისმეტყველი მზერით ანიშნა – “გაჩუმდიო”. ნინიმ თვალები დახარა. ეტყობოდა, რომ მას მისი ეშინოდა. თამუნას სიტუაცია აღარ დაუძაბავს, თუმცა ძალიან უნდოდა, რომ მაქსიმესთვის ყურზე მუშტი მიერტყა. ვახშმის შემდეგ, მან ნინის თავისთან დაუძახა და ჰკითხა:

  • რატომ აძლევ უფლებას, რომ ასე მოგექცეს? გაშინებს? გცემს? გიყვარს საერთოდ?

ნინიმ თვალები დახარა და ატირდა:

  • თამუნა დეიდა, რა გავაკეთო, ის ხომ ჩემზე ძლიერია.

თამუნა უყურებდა ნინის, რომელიც ძალიან ჰგავდა თავის დას და გული სტკიოდა ამ გოგოს სიბრალულით, რომელიც ტირანის ხელში იყო ჩავარდნილი.

  • შენ გინდა მასთან ერთად ცხოვრება? – ჰკითხა თამუნამ ნინის და თვალებში ჩახედა. – გიყვარს?
  • ახლა მე მისი მეშინია, – ჩუმად თქვა ნინიმ. – ადრე ის ასეთი არ იყო.

თამუნამ თვალები დახუჭა და მძიმედ ამოისუნთქა. როგორ დააშინა გოგო, რომ ის ცხვარივით ნებაყოფლობით მიდის სამსხვერპლოზე. მას უნდოდა, რომ ნინი საკუთარი შვილივით დაეცვა. მას ხომ შვილები არ ჰყავს, ეს უბედური ბავშვი კი მისი სისხლი და ხორცია.

  • გინდა ჩემთან ერთად ქალაქში წამოსვლა? – ჰკითხა მან ნინის.
  • შეიძლება? იმედიანად იკითხა ნინიმ. – მინდა! სადაც გინდა, ოღონდ აქედან შორს!

თამუნამ ნინის თავზე ხელი გადაუსვა. ახლა მას ძალიან ბევრი საქმე ელოდა.