“შენ კი არ მტოვებ, არამედ მე მივდივარ შენგან!” როგორ იძია ცოლმა შური ღალატის გამო

0
55

Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში, მოგითხრობთ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ იძია ცოლმა შური ღალატის გამო.ნინო ცრემლიანი თვალებით იჯდა. ისევ… წელს უკვე მესამედ. მას აღარ შეეძლო ამ ყველაფრის მოთმენა!მეგობართან ტილი შეიძლებოდა, მაგრამ ეს პრობლემას არ წყვეტდა. მითუმეტეს, რომ მესამე ღალატი გულს კი არ სტკენდა, არამედ მხოლოდ ბრაზს იწვევდა მასში.

ნინომ თავის ძველ ნაცნობს დაურეკა.მამუკა, გამარჯობა. ისევ გაქვს კავშირი იმ უცნაურ ადამიანებთან? აქ ერთი ასეთი ისტორიაა…ვალერი საძინებლის კართან იდგა და პირდაპირ თავის ცოლს უყურებდა:

  • მე არ მიღალატია შენთვის ნათიასთან! უბრალოდ, ვიფიქრე, რომ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრებულია და იმიტომ შევხვდი მას.
  • როდის გადაწყვიტე, რომ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრებულია?
  • დიდი ხნის წინ. ბოლო ერთი წელია, მეზობლებივით ვცხოვრობთ.
  • იქნებ იმიტო, რომ მუდმივად მღალატობ?!
  • არა, ეს ჭორებია და მეტი არაფერი. ნათიას შემთხვევაში კი – ყველაფერი სხვაგვარადაა.
  • გასაგებია, – ნინოსთვის ყველაფერი სულ ერთი იყო. – ბინა როგორ უნდა გავიყოთ?
  • არანაირად. ბინის ფული მე გადავიხადე, ამიტომ აქ მე ვიცხოვრებ, შენ კი რაიმე უნდა მონახო.
  • ფულს მარტო შენ არ იხდიდი და ბინა საერთოა!
  • მე ვიხდიდი კრედიტს და არა შენ, ასე რომ, გთხოვ, ბინა დატოვო.

ნინო გაჩუმდა. საჭირო იყო თეატრალური პაუზა. ორი წუთის შემდეგ მან ბოლო სვლა გააკეთა:

  • მშორდები?
  • დიახ, მე შენთან მომავალი არ მაქვს!
  • შენ ის ჩემს გარეშეც არ გექნება!
  • რატომ? – წამიერად შეხედა ვალერიმ თავის მეუღლეს.

ნინო კი სახლიდან გავიდა და კარი ხმაურით გაიხურა. ღამე მეგობართან გაატარა, დილით კი, სანამ ვალერი სამსახურში იყო, მან ნივთები შეაგროვა და გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა.მისი ნომერი მიუწვდომელი იყო და ვალერიმ იფიქრა, რომ ცოლმა დაუთმო და გადაწყვიტა არ ჩარეულიყო მის ახალ ცხოვრებაში.თუმცა, ორიოდე კვირის შემდეგ, ვალერის საკუთარი ბინის კარი ღია დახვდა და იქ მას სამი უცხო მამაკაცი ელოდებოდა. ვალერი მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო.

  • ვინ ხართ? აქ როგორ მოხვდით?

ჩვენ ამ ბინის მეპატრონეები ვართ, უფრო ზუსტად მე – აღიარა ერთ-ერთმა ყველაზე ინტელიგენტურმა მამაკაცმა. ესენი ჩემი მეგობრები არიან. შემოვედით, რადან ამ ბინის გასაღები გვაქვს.

  • საიდან გაქვთ გასაღები? – ვალერი ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ ეს ძნელად გამოსდიოდა.
  • თქვენმა მეუღლემ მოგვცა. ჩვენ თქვენთან ერთ წუთიანი საქმე გვაქვს. აკაკი! – შეხედა უცნობმა თავის “მეგობარს”, უზარმაზარ მამაკაცს, მან კი ქაღალდები ამოიღო თავისი პორტფელიდან.
  • რა არის იცით, თქვენი მეუღლე ისეთი დამწუხრებული იყო თქვენთან დაშორებით, რომ ერთი საბუთის მოტანა დაავიწყდა, სადაც თქვენი ხელმოწერა უნდა ყოფილიყო. ჩემთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ეს გარიგება კრისტალურად სუფთა იყოს.
  • რა გარიგება? – ვალერი უბრალოდ შეშინებული კი არ იყო, ის პანიკაში იყო.
  • თქვენმა მეუღლემ არ გითხრათ? მან ეს ბინა მე მომყიდა, ორივე მხარისთვის ძალიან ხელსაყრელი პირობებით. ახლა კი, სამომავლოდ პრობლემა რომ არ მქონდეს, თქვენი ხელმოწერა გვჭირდება, სწორედ აი აქ.

მამაკაცზე ფურცელზე მიუთითა. ვალერიმ საბუთის კითხვა დაიწყო და მკლავებზე თმა აიბურძგლა.

  • მან ეს ბინა თქვენ მოგყიდათ? და თქვენ მთხოვთ ხელი მოვაწერო ნოტარიულ თანხმობას ამ გარიგებაზე?
  • გარიგება უკვე შედგა. ეს დოკუმენტი უბრალო ფორმალობაა.
  • მე ამას ხელს არ მოვაწერ! თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა ვალერიმ.
  • აკაკი, აჩვენე ჩვენს სტუმარს რა მოხდება, თუ არ გააკეთებს იმას, რასაც ასე თავაზიანად ვთხოვთ.

ვალერიმ მწვავე ტკივილი იგრძნო და კინაღამ გონება დაკარგა.

  • აქ მოაწერეთ ხელი, – კალამი გაუწოდა მამაკაცმა ვალერის.

ის ძლივს სუნთქავდა და ძალიან განერვიულებული იყო, მაგრამ ხელი მოაწერა.

  • გასაღები მოგვეცით, ბინა თქვენი აღარ არის. და კიდევ, თქვენ ერთი კვირა გაქვთ იმისთვის, რომ ახალ მისამართზე ჩაეწეროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენთან აკაკი მოვა. აზრი არა აქვს დამალვას, ჩვენ თქვენს შესახებ ყველაფერი ვიცით.

ასე რომ, სისულელეების გარეშე.ვალერი გამოვიდა ახლა უკვე სხვისი ბინიდან და ჯერ ბოლომდე ვერ გაეცნობიერებინა, რა მოხდა.როდესაც მანქანაში ჩაჯდა ხელები ისე უკანკალებდა, რომ გასაღების მორგება გაუჭირდა, სწორედ ამ დროს მიიღო შეტყობინება უცხო ნომრიდან.“გავიგე, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. გილოცავ და გისურვებ რაც შეიძლება მალე დაიწყო ახალი ცხოვრება, რომელზედაც ასე ოცნებობდი”.