“ჩაალაგეთ ნივთები და მოშორდით ჩემი სახლიდან!” როგორ გაათავისუფლა დედამ საკუთარი ბინა

0
87

მამუკამ და მისმა მეუღლემ ძლივს შეიტანეს მთელი თავიანთი ნივთები სატვირთო ლიფტში.

  • დედაშენი გაგვიგებს. ჩვენ ახლა თითოეული თეთრის დაზოგვა გვჭირდება!
  • მაგრამ, გაფრთხილების გარეშე?
  • მისი შვილი ხარ! ნუთუ ის უარს იტყვის? შენ ხომ გასაღებები გაქვს!ზარზე დარეკვის შემდეგ, კარი გაიღო და ზღურბლზე მამუკას გაკვირვებული დედა გამოჩნდა.
  • გამარჯობა დედა. ბოდიშს გიხდით, დაუპატიჟებლად მოსვლის გამო. ბინა ვიყიდეთ და ნაქირავები ბინიდან წამოსვლა გადავწყვიტეთ. თანაც რემონტი წამოვიწყეთ! ასე რომ, ახლა ჩვენ შენთან ვიცხოვრებთ!

ნანამ მზერა თავისი შვილიდან რძალზე გადაიტანა:

  • კარგი… მაგრამ უნდა გაგეფრთხილებინეთ.
  • გვაპატიეთ, მხოლოდ ორიოდე თვით ვართ, – ჩაერთო საუბარში რძალი.
  • ორიოდე თვით? – გაიმეორა დედამ.
  • დიახ. ძალიან სარემონტო ბინა ვიყიდეთ და ავიღეთ სესხი რემონტისა და ავეჯისთვის. მოკლედ, ყველაფერზე დაზოგვა გვიწევს.

ნანამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიათ და ვაჟი თავისი ნივთებით სახლში შეუშვა.

სამი თვის შემდეგ

  • მამუკა, როდის გადადიხართ?
  • მალე დედა. თითქმის ყველაფერი გაკეთებულია.
  • კი მაგრამ, შენ თქვი ორი თვითო და უკვე სამი თვე გავიდა.
  • კარგი, დედა. ნუ დაიწყე. მალე გადავალთ.

იმავე საღამოს, როდესაც ნანა ლიფტით სახლში ადიოდა, ხმამაღალი მუსიკა მოესმა.ვისთან არის ასეთი მუსიკა, რომ ლიფტშიც კი ისმის? წლების განმავლობაში მათ სახლში იმდენი ახალი მოსახლე გადმოვიდა, რომ მას აღარაფერი აოცებდა.როგორ გაოცდა ქალი, როდესაც ლიფტიდან გამოსვლის შემდეგ მიხვდა, რომ ეს მუსიკა, მისი სახლიდან ისმოდა.

შემოსავლელში ქალს ქურთუკების მთა და 20 წყვილი ფეხსაცმელი დახვდა.მისაღებ ოთახში შევიდა და სწრაფად აანთო შუქი.მოცეკვავეები ადგილზე გაიყინნენ, მუსიკა შეწყდა და ყველამ თვალები დახუჭეს.

  • დედა რას აკეთებ? შუბლი შეჭმუხნა მამუკამ. – გამორთე! ჩვენ ვცეკვავთ!
  • შეიძლება ერთი წუთით?

დერეფანში მამუკამ სწრაფადვე უარყო ყველა ბრალდება.

  • მერე რა მოხდა? ახალგაზრდები ვართ. მეგობრები მოვიპატიჟეთ და ვერთობით.
  • ჩვენ წვეულებებზე არ შევთანხმებულვართ!
  • დედა, ნუ ხარ ასეთი. ერთხელ გავერთეთ, მერე რა მოხდა!დედა სწრაფად შევიდა მისაღებში და დინამიკები გამორთო.
  • წვეულება დასრულებულია!სტუმრების წასვლის შემდეგ, დედამ მაშინვე უთხრა შვილს და რძალს:
  • ჩქარა ჩაალაგეთ ნივთები და მოშორდით აქედან.
  • დედა, რა მოხდა? უბრალოდ მეგობრები დავპატიჟეთ.

თქვენს ბინაში, რაც გინდათ ის გააკეთეთ. ჩემს ბინაში კი იმას გააკეთებთ, რის უფლებასაც მე მოგცემთ.

  • კი მაგრამ, ჩვენს ბინაში რემონტი ახალი დასრულებულია, ისინი ხომ ყველაფერს გაგვიფუჭებენ.
  • და ჩემთან თუ გაფუჭდება არაფერია? დაუფიქრდით, რას ამბობთ! მორჩა, საკმარისია, რამდენ ხანსაც დარჩით. ხვალ აქ აღარ დაგინახოთ.
  • ნანა დეიდა, ჩვენ ჯერ მზად არ ვართ. ფარდები არ გვაქვს და ავეჯიც არ მოუტანიათ.
  • ავეჯი კი არა, სინდისი არ გაქვთ. ხვალ აქ არ უნდა იყოთ.

საღამოს, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა დედამ აღმოაჩინა, რომ შვილის და მისი მეუღლის ნივთები ჯერ ისევ ბინაში იყო.რატომ არ წაიღეთ თქვენი ნივთები? – თითქმის უყვიროდა ნანა თავის შვილს.

  • რას ამბობ დედა? ჩვენ ხომ ვთქვით, რომ ჯერ ყველაფერი მზად არ არის! მე მეგონა, რომ ხუმრობდი!
  • ახლავე წაიღე!
  • არ შემიძლია, ქალაქგარეთ ვართ. ორშაბათისთვის გადავდოთ, კარგი?

დედამ ტელეფონი გათიშა.ორშაბათს საღამოს ვაჟმა დედასთან შეიარა. მას ჯერ კიდევ არ სჯეროდა, რომ დედა ასე მოექცეოდა. დიდი ამბავი, ერთი წვეულება!მამაკაცი, კინაღამ არ წაიქცა ტომრებზე, რომლებიც ლიფტთან ელაგა.“რას დაალაგებენ აქ” – გაბრაზდა მამუკა.კარს გასაღები არ მოერგო. ვერც მოერგებოდა, რადგან კარი სხვა იყო. ვაჟი დარწმუნდა, რომ ნამდვილად დედამისის ბინასთან იდგა და შემდეგ დაურეკა მას:

  • დედა, კარი გამოცვალე? როგორ შევიდე?
  • დიახ, გამოვცვალე. დიდი ხანია მინდოდა და ახლა კარგი ფასდაკლებები იყო. და… რატომ უნდა შეხვიდე?
  • ნივთების წასაღებად, შენ ხომ თვითონ მთხოვდი?
  • შენი ნივთები სადარბაზოშია. ლიფტთან ახლოს. ვერ ნახე?
  • რა? ჩვენი ნივთები კარტოფილის ტომრებით გადაყარე?
  • რაც მქონდა იმაში ჩავყარე. მადლობა მითხარით, რომ თქვენს მაგიერ შევაგროვე.
  • გაგიჟდი?

დიახ, შვილო, მართალი ხარ. გავგიჟდი, როდესაც ჩემთან ცხოვრების უფლება მოგეცით. მაგრამ, ახლა უკვე განვიკურნე. სწრაფად გაიქეცი, თორემ ისეთი მეზობლები გვყავს, შეიძლება რაღაც აიღონ თქვენი ნივთებიდან!ვაჟი ლიფტისკენ გაიქცა და თან ცოლს ურეკავდა.ამასობაში, დედა ბინაში იჯდა და დუმილითა და წესრიგით ტკბებოდა.მორჩა, არავითარი სტუმარი, ორ დღეზე მეტ ხანს!