შესანიშნავი საშუალება თვალების ქვეშ არსებული ნაოჭების საწინაღმდეგოდ

0
60

მოგესალმებით! Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – საუბარია საშუალებაზე, რომელიც დაგეხმარებათ თვალების ქვეშ არსებულ ნაოჭებთან ბრძოლაში. ეს არის რძე-მცენარეული მინი-კომპრესები, რომლებიც მზადდება რძისგან და სასარგებლო მცენარეებისაგან. პროცედურა ძალიან მარტივია, მაგრამ ეფექტური. მთავარია შეარჩიოთ სამკურნალო ბალახი, რომელიც მოუხდება კონკრეტულად თქვენს კანს.

ეს შეგიძლიათ გამოცდილი მეთოდით განსაზღვროთ, გამოსცადოთ კომპრესები სხვადასხვა მცენარეებით და შემდეგ ჩაინიშნოთ, რომელი უფრო ეფექტურად მუშაობს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ცაცხვის ყვავილი, პიტნა, გვირილა, სალბი, ოხრახუში, ბეგქონდარა, კრაზანა, მრავალძარღვა, ჭინჭარი, მუხის ქერქი, ვარდის ფურცლები. მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1. ერთი დესერტის კოვზი ხმელი ბალახი.
  • 2. 1/2 ჭიქა რძე.
  • 3. ბამბის ბალიშები.

მომზადების წესი:

  1. რძე ადუღებამდე მიიყვანეთ და დაასხით ბალახს.
  2.  აურიეთ და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში.
  3. 30 წუთის შემდეგ გაწურეთ.
  4. მიღებულ რძიან ნარევში დაასველეთ ბამბის ბალიშები და დაიდეთ თვალების ირგვლივ. ასეთი მინი კომპრესები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა პრობლემურ ზონებშიც, ისინი ძალიან ეფექტურია. გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. თუ დრო გაქვთ, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ დაასველოთ ბამბის ბალიშები რძიან ნარევში და გაიჩეროთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში.
  5.  მოიხსენით ბამბის ბალიშები და სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ. საჭიროების შემთხვევაში წაისვით სახის კრემი.
  6. დარჩენილი ნარევი შედგით მაცივარში და კიდევ ერთხელ გაიმეორეთ ეს პროცედურა. ასეთი კომპრესები უნდა გაიკეთოთ დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. რძე-მცენარეული ნარევის ხელახლა გამოყენებამდე, ოდნავ გაათბეთ იგი კანისთვის კომფორტულ ტემპერატურამდე. ამ პროცედურის რეგულარულად შესრულების შემთხვევაში, თვალების ქვეშ არსებული მცირე ნაოჭები გასწორდება, მსხვილი ნაოჭები კი შესამჩნევად შემცირდება.

სასიამოვნო პროცედურებს გისურვებთ ყველას!