მანიკური, რომელიც ყველაზე მკვდარ ფრჩხილსაც გარდაქმნის: მარტივი, მოდური და ლამაზი

0
814

მანიკური გატეხილი მინის ეფექტით ნამდვილი ჰიტია, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს გამოჩნდა და მოდურმა ქალებმა მყისიერად აიტაცეს. ის როგორც მოკლე, ასევე გრძელ ფრჩხილებზე უჩვეულოდ და ლამაზად გამოიყურება. ერთი შეხედვით, ძალიან რთულია, მაგრამ სინამდვილეში მის გაკეთებას სახლშიც მარტივად შეძლებთ.

დღეს Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გაიკეთოთ მოდური ფრჩხილის დიზაინი მარტივად და სწრაფად. მანიკურის გაკეთებას მოყვარულიც კი შეძლებს, რადგან შეცდომები, როგორიცაა არასწორად ან არათანაბრად წასმული ლაქი უბრალოდ უხილავი იქნება.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ბონდერი ან ნებისმიერი ბაზა ლაქის წასასმელად
  • ფერადი ფრჩხილის ლაქი
  • ფრჩხილის ლაქის დასაფიქსირებელი
  • ფოლგა ან ფირი ჰოლოგრაფიული ეფექტით

მოქმედება:

1. პირველ რიგში, ფრჩხილების მოწესრიგებით დაიწყეთ. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ კუტიკულას: ის არა მხოლოდ უნდა მოიშოროთ, არამედ დაარბილოთ. ასე აქერცვლილი ნუნა არ გამოჩნდება.

2. ფრჩხილის ფირფიტა ბონდერით ან ბაზით დაფარეთ. ასე ფრჩხილის ლაქი უფრო დიდხანს გაძლებს, ხოლო ფრჩხილები ნაკლებად მტვრევადი იქნება.

3. ახლა სასურველი ფერის ფრჩხილის ლაქი წაისვთ. მუქი ფერის ლაქზე გატეხილი მინის ეფექტი უფრო მომგებიანად გამოიყურება.

4. ახლა ჰოლოგრაფიული ეფექტის ფოლგა სხვადასხვა ზომის წვრილ ნაჭრებად დაჭერით, რომელიც გატეხილი მინის იმიტაცია იქნება. ასეთი ფოლგა ნებისმიერ სილამაზის მაღაზიაში იყიდება და იაფი ღირს.

5. თუ ფრჩხილის ლაქი უკვე გაშრა, დასაფიქსირებელი ან გამჭვირვალე ლაქი წაისვით. ახლა „მინის“ ნაჭრები დაიტანეთ. შეგიძლიათ მთელი ფრჩხილი დაფაროთ ან რამე სურათი შექმნათ.

6. ამის შემდეგ დასაფიქსირებელი ლაქი წაისვით, რომ მოზაიკაში უსწორმასწორო ადგილები შეავსოთ.

7. ფრჩხილის ლაქის გაშრობას დაელოდეთ ან სპეციალური ნათურა გამოიყენეთ. მზადაა!

რედაქცის რჩევა

ლაქის წასმამდე ფრჩხილებს ცხიმი მოაშორეთ: სპეციალური საშუალებით ან ანტისეპტიკით (მაგალითად, ქლორჰექსიდინი) გაიწმინდეთ. ეს ნაბიჯი აუცილებელი არაა, მაგრამ ასე ლაქს უფრო დიდხანს გაიჩერებთ მაშინაც კი, თუ ბაზას არ გამოიყენებთ.

დარწმუნებული ვარ, ასეთი მანიკურით გარშემომყოფები აღფრთოვანებული დარჩებიან! მეგობრებისთვის სოციალურ ქსელში გაზიარება არ დაგავიწყდეთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ