ტაროთერაპია: რა ნაბიჯებს გადადგამს ის თქვენი მიმართულებით?

0
110

ტაროს გაშლისას პირველად ამოვიდა შეყვარებულების კარტი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მამაკაცმა ძალიან მნიშვნალოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მან გააცნობიერა, რომ თქვენს გარეშე ცხოვრება უმძიმს. მას უსაზღვროდ ენატრებით. მამაკაცმა გაიაზრა, რომ თქვენი შეხვედრა არ ყოფილა შემთხვევითი. შეიძლება ითქვას, რომ უზენაესმა ძალებმა ერთად შეგყარათ.

მხედრის კარტი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მამაკაცი თქვენთან ურთიერთობას წამოიწყებს დარეკვის ან შეტყობინების მოწერის გზით.

მამაკაცს სურს, რომ ერთმანეთის გარემოცვით დატკბეთ, ურთიერთს მხარდაჭერა გამოუცხადოთ და თქვენი კავშირი ოჯახის შექმნით დაგვირგვინდეს. მხედრის კარტი მოწმობს როგორც სულიერ სისავსეზე, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფილობაზეც. მამაკაცს სწადია, რომ თქვენთან ერთად გააგრძელოს გვარი. ის აუცილებლად გაგაცნობთ თავისი ოჯახის წევრებს. შესაძლოა, მან რაღაც საიდუმლოც გაგანდოთ. იცოდეთ, მოცემული ტაროს გაშლა ცხადყოფს, რომ მამაკაცს კარადაში ჩონჩხები არ აქვს დამალული და ის თქვენს მიმართ აბსოლუტურად გულწრფელია.

მამაკაცს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დარჩენილი სიცოცხლე თქვენს გვერდით გაატაროს. სხვა ქალებს ის ზედაც არ უყურებს. შეხვედრისას იგი მოგიყვებათ, თუ როგორ ხედავს თქვენს საერთო მომავალს.

გაშლის ბოლოს ამოვიდა ბეჭდის კარტი. უხშირესად ის შეუღლებაზე მეტყველებს. თუკი მამაკაცთან სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფებით, მაშინ ეს კარტი მიგვანიშნებს, რომ თქვენმა მიჯნურმა საკუთარ თავზე აიღო აიღო პასუხესმგებლობა და მზადაა ოჯახის შესაქმნელად.