“გადავიფიქრე!” როცა ღალატი მილიონები ღირს.

0
57

ერეკლეს კრედიტორმა მოთმინება დაკარგა და ულტიმატუმი წამოაყენა, რაც მოვალისთვის საკმაოდ მომგებიანი იყო: ბინა 30 000$ ღირდა, სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში კი მას სულ რაღაც 34 000$ მართებდა. ფასი შეიძლება კიდევ გაზრდილიყო, ამიტომ დროულად მოქმედება იყო საჭირო. ერეკლეს არც უშვებდა იმის ალბათობას, რომ ბინა შეიძლება ვერ ეყიდა. ვახშმობისას მამაკაცი საკუთარი გეგმის განხორციელებას შეუდგა.

  • ანა, ძვირფასო, შეხედე რა მშვენიერი ბინაა! აქამდე ხომ ისედაც გვსურდა ახალ სახლში გადაბარგება, ჰოდა, შანსი მოგვეცა. ეს საცხოვრებელი ახლა სულ რაღაც 30 000$ ღირს. რას იტყვი?

ანამ დანა-ჩანგალი გვერდზე გადადო და პლანშეტის ეკრანს კარგად დააკვირდა. ახალგაზრდა ქალს შეყვარებულის იდეა მოეწონა, მაგრამ შიშობდა, თუ რამდენად მოახერხებდნენ ისინი სესხის გასტუმრებას. ერეკლეს ჯერ თავისი ბინის გაყიდვა და აღებული თანხით პირველადი შესატანის დაფარვა ჰქონდა განზრახული, შემდეგომ კი ის მთლიანი ვალის გასტუმრებას საყვარელი მანდილოსნის სახლის გაყიდვით ლამობდა. ანამ სატრფოს უთხრა, რომ მოსაფიქრებლად დრო სჭირდებოდა. ერეკლესთვის კი თითოეული წამი მნიშვნელოვანი იყო. მამაკაცმა მალევე გაყიდა თავისი საცხოვრებელი ფართი.

საბოლოო ჯამში, ანას ეჭვები შეუჩნდა, იგი ბოლომდე არ ენდობოდა თავის ერეკლეს. შესაბამისად, ქალმა თავისი ბინის გაყიდვა გადაიფიქრა. ანას არ მოსწონდა ის გარემოება, რომ ახალი საცხოვრებელი მხოლოდ ერეკლეს სახელზე იქნებოდა გაფორმებული. მამაკაცი საყვარელი ქალისგან ასეთ ღალატს არ ელოდა, ის საგონებელს მიეცა. ერეკლეს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვალის დარჩენილი ნაწილი უნდა გაესტუმრებინა.