არ მინდა, რომ საკუთარი ცხოვრება დედაჩემს მივუძღვნა.

0
52

დედაჩემი 76 წლისაა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ის თავის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, რომელთა გარდაცვალების შემდეგაც სახლში ნამდვილი დომხალი დადგა. დედა საოცრად ფეთხუმი ქალია. ბოლოს იძულებული შევიქენი, რომ ის ჩემთან წამომეყვანა. სასაცილოა, მშობელი თანაცხოვრების პირველივე დღეებიდან მასწავლიდა ჩაიდნის, ონკანების, უნიტაზის და კიდევ მრავალი სხვა რაღაცის გამოყენებას. დედას ფრჩხილის სოკო აწუხებს, მას პროთეზიც აქვს გასაკეთებელი, თუმცა იგი ექიმთან წამოსვლაზე უარს მეუბნება.

ერთ კვირაში იმდენად დავიღალე, რომ ძალები წამერთვა. იმის გაფიქრებაც კი მზარავს, წინ რა მელოდება. დედას ვთავაზობ მომვლელის აყვანას, თუმცა ის კატეგორიულ უარზეა. ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ მშობლისგან გულწრფელ მადლიერებას ვერ ვღებულობ. დედას სითბოს და მზრუნველობას არ ვაკლებ, იგი კი ყველაფერში საოცარ სიჯიუტეს იჩენს. არ ვიცი, მასთან თანაცხოვრებას რამდენად გავუძლებ, პანსიონატში მის ჩაბარებასაც ვერ ვიკადრებ. გული მწყდება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში დედამ თავის მოვლაზე ხელი აიღო. ეტყობა, რომ მას გარკვეული ფსიქიკური პრობლემებიც აწუხებს.