დედამთილს ჩემით მანიპულირება სურს, რისთვისაც ის თავის სოფლის სახლს იყენებს.

0
38

დედამთილი მაიძულებს მასთან სოფელში სიარულს. ქალბატონი მარინა სულ დახმარების თხოვნით მომმართავს ხოლმე. ის ჩემში სიბრალულის გრძნობის აღძრვას ცდილობს, თავად მუდამ შეუძლოდ ყოფნას იმიზეზებს. დედამთილს საერთოდ არ სურს იმის გაგება, რომ ორ სხვადასხვა ადგილას მუშაობის გამო საშინლად ვიქანცები. რაც შეეხება ჩემს ქმარს, ის უქმეებს სოფელში ატარებს ხოლმე. ქალბატონ მარინას რატომღაც ზარმაცი და უსაქმური ვგონივარ. ძილის პოსტტრავმული დარღვევა მაწუხებს, წლებთან ერთად ამ პრობლემას უკვე შევეჩვიე.

როცა შაბათ დილით სოფელში ჩავდივარ, ქალაქში კვირას ღამით ვბრუნდები ხოლმე. ორშაბათიდან ისევ სამსახურში მიწევს გასვლა. ფაქტობრივად, მოსასვენებლად დრო არც კი მრჩება. დედამილისათვის არაერთხელ შემითავაზებია დამხმარის აყვანა, რომელიც ბოსტანს და სახლს-კარს მიხედავდა. ქალაბტონი მარინასგან ამაზე უარი მივიღე, ის თვლის, რომ ერთი ოჯახი ვართ და საქმეები ერთად უნდა ვაკეთოთ. ამჟამად ჩემი ქმარი უმუშევარია, შესაბამისად, ოჯახს მე ვინახავ. დანაშაული იმაში მიმიძღვის, რომ თავის დროზე დედამთილს “თავზე დაჯდომის” უფლება მივეცი. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ეთიკურად როგორ მოვიშორო თავიდან ქალბატონი მარინა.