როგორ არ უნდა გაებას ადამიანი მის მიერვე დახლართულ ინტრიგებში.

0
46

36 წლის ალეკო, მსხვილი სავაჭრო კომპანიის განყოფილების უფროსი, იყო ძალიან ეჭვიანი ქმარი. სამწუხაროდ, ყველაფერთან ერთად, ის ალკოჰოლიზმისადმიც გახლდათ მიდრეკილი. როგორც კი იგი გაილეშებოდა, მაშინვე თავს მეფედ რაცხავდა და ცოლის მიმართ სადიზმს ავლენდა. შეურაცხადი ალეკო ნინის ყველანაირად ამცირებდა და მას მსუბუქი ყოფაქცევის მქონე ქალად მოიხსენიებდა. მსგავსი ეპითეტიც იგი ცოლს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამკობდა. ახალგაზრდებმა ერთმანეთი საერთო მეგობრების შეკრებაზე გაიცნეს, მათ ერთმანეთი ძალიან მოეწონათ. იმ მომენტისათვის ნინის უკვე ჰყავდა შეყვარებული. ორგულმა ქალმა არჩევანი ალეკოზე იმიტომ შეაჩერა, რომ ის ფინანსურად უფრო წარმატებული იყო. აღსანიშნავია, რომ ქმარი ცოლს თავიანთი 16-წლის ქალიშვილის თანდასრებით ამცირებდა. გოგონა ტირილს იწყებდა და დედის დაცვას ცდილობდა, განცდილი სტრესების გამო მას ნევროზიც კი დაემართა. ნინი აცნობიერებს, რომ მატერიალურად ალეკოზეა დამოკიდებული, ამიტომ განქორწინებასთან დაკავშირებულ ნაბიჯს ვერ დგამს.

დედა-შვილმა ფსიქოლოგს მიმართა დასახმარებლად. სპეციალისტმა მათ ურჩია, რომ დადებითი ემოციებით დამუხტვისათვის ფიზიკური აქტივობისა დაეწყოთ. რაც შეეხება ალეკოს, იგი უარყოფდა თავის სნეულებას და საკუთარ ქცევას აბსოლუტურად გამართლებულად მიიჩნევდა. ნახევარი წლის შემდეგ მარიამი ნევროზისგან განიკურნა, ნინიმ კი ფიგურა დაიხვეწა. ალეკოში ეჭვიანობამ იმძლავრა. იგი საბაბს ეძებდა იმისათვის, რათა ცოლისათვის სპორტდარბაზში სიარული აეკრძალა. ბოლოს მან საწადელს მიაღწია. ალეკომ მოისყიდა ფიტნეს-ინსტრუქტორი, რომელმაც ფლირტი გააბა ნინისთან. ახალგაზრდა ქალმა ცდუნებას ვერ გაუძლო და ისიც გაეპრანჭა მომხიბვლელ მამაკაცს. ბოლოს ცოლ-ქმრის ოჯახური ცხოვრება მაინც დაშორებით დასრულდა, რაც სავსებით ლოგიკურია.