როგორ გადავასხაფეროთ სამზარეულოს ინტერიერი: 10 პრაქტიკული რჩევა.

0
48

ქალბატონები სამზარეულოში დიდ დროს ატარებენ, თუმცა, ზოგჯერ სასადილო ოთახში არსებული გარემო აღარ აღძრავს სიხარულს. გასათვალისწინებელია, რომ ინტერიერის შეცვლა პატარა ხრიკების საშუალებითაც შეგიძლიათ.

1.დაამატეთ ახალი ტექსტილი. დააფინეთ მაგიდაზე ლამაზი გადასაფარებელი, ჩამოკიდეთ ახალი პირსახოცები და ტილოები, გამოცვალეთ ფარდები. მთავარია, რომ ტესქტილი ორიგინალურად ერწყმოდეს ინტერიერს.

2. გადაღებეთ ახალი გარნიტური. ინტერიერი წარმოუდგენლობამდე შეიცვლება, ამასთან, ბევრი ფულიც არ დაგეხარჯებათ. შეარჩიეთ ლაკონური თეთრი, მზიანი ყვითელი, ღრმა ლურჯი ფერები თქვენი განახლებული სამზარეულოსავის.

3.გამოცვალეთ ან დაარესტავრირეთ სკამები. შეიძინეთ ახალი მოდელები, რომლებიც ჩაეწერება ინტერიერში ან მიიქცევს მთელს ყურადღებას.

4. გამოცვალეთ სამზარეულოს საფარი. უპრობლემოდ შეიძლება მზა გარნიტურის გალამაზება პლასტმასის საფარით ან მოზაიკით. განსაკუთრებით მომთმენ ხალხს შეუძლია მორთოს ის ღვინის საცობებით ან სხვა უჩვეულო მასალით თუ ელემენტებით.

5.გააფორმეთ მაგიდა. დადგით მაგიდაზე ყვავილებიანი ლარნაკი, წიწაკისა და მარილის შესანახად განკუთვნილი ლამაზი ქილები, არომატული სანთლები ან სხვა საგნები, რომლებიც შექმნის მყუდროებას თქვენს სასადილო ზონაში.

6.მორთეთ კედლები. კედლებზე ჩამოკიდეთ ნახატები, ფოტოსურათები, საათები, პანოები ან სხვა დეკორატიული ელემენტები.

7. ჩამოკიდეთ ღია თაროები. ისინი საკმაოდ სტილურად გამოიყურება. თუ თაროებს გამოიყენებთ ჩამოსაკიდი კარადების ჩასანაცვლებლად, მაშინ ისნი ვიზუალურად გააფართოვებენ სივრცეს.

8. დაამატეთ მცენარეები. ჩაამწკრივეთ თაროებზე, ფანჯრის რაფებსა და მაგიდებზე დეკორატიული ყვავილები ან ჩამოკიდეთ კაშპო.

9. განათავსეთ სამზარეულოს ნივთები გამოსაჩენ ადგილას.

10. დადგით გრიფელის დაფა.. ეს არა მხოოდ ლამაზი, არამედ აგრევე ინტერიერის სასარგებლო ელემენტიცაა. შეგიძლიათ მასზე გააკეთოთ წარწერები ან ჩანახატები, რითაც შეცვლით სამზარეულოს იერსახესა და აურას.